ლეშვნილის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეშვნილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლეშვნილიუღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მწვერვალ უსქურსა და ლეშვნილს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3061 მ. უღელტეხილის მიდამო აგებულია ქვედაიურული ფიქლებით. დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით. ლეშვნილი საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარე ცხენისწყლის ხეობას (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) მდინარე ენგურის ხეობასთან (მესტიის მუნიციპალიტეტი).

ლეშვნილის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°52′55″ ჩ. გ. 42°27′09″ ა. გ. / 42.88194° ჩ. გ. 42.45250° ა. გ. / 42.88194; 42.45250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3061 
ქედი სვანეთის ქედი
გამავალი გზა საცალფეხო
აკავშირებს ცხენისწყლის ხეობას ენგურის ხეობასთან
ამგებელი ქანები ქვედაიურული ფიქალი
ლეშვნილის უღელტეხილი — საქართველო
ლეშვნილის უღელტეხილი
ლეშვნილის უღელტეხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლეშვნილის უღელტეხილი

ლიტერატურა

რედაქტირება