სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეშვნილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლეშვნილიმწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარეების ლაჰილისა და ლეშნურის (ენგურის სისტემა) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3271 მ. აგებულია პალეოზოურ-ტრიასული ნალექებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. გზა ადის მდინარეების ლაჰილისა და ჯუდარის (ცხენისწყლის სისტემა) ხეობებიდან.

ლეშვნილი
კოორდინატები: 42°52′45″ ჩ. გ. 42°29′02″ ა. გ. / 42.879222° ჩ. გ. 42.483917° ა. გ. / 42.879222; 42.483917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სიმაღლე 3271 
ქედი სვანეთის ქედი
ლეშვნილი — საქართველო
ლეშვნილი
ლეშვნილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლეშვნილი

ლიტერატურა

რედაქტირება