ლეტიცია ორტის როკასოლანო (ესპ. Letizia Ortiz Rocasolano) (დ. 15 სექტემბერი 1972) — ესპანეთის დედოფალი 2014 წლის 19 ივნისიდან როგორც ფილიპე VI-ის მეუღლე. ფილიპეზე ქორწინებამდე ლეტიცია იყო ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანი. ფილიპესა და ლეტიციას ჰყავთ ორი ქალიშვილი ასტურიის პრინცესა ელეონორი და ესპანეთის ინფანტა სოფია.

ლეტიცია ორტისი

დედოფალი ლეტიცია 2015 წელს
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 ივნისი 2014
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: სოფია ბერძენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1972 (1972-09-15) (52 წლის)
დაბ. ადგილი: ოვიედო, ასტურია, ესპანეთი
მეუღლე: ალონსო გუერერო პერესი
(ქ. 1998 - გან. 1999)
ფილიპე VI ბურბონი
(ქ. 2004 - დღემდე)
შვილები: 1.ელენორი, ასტურიის პრინცესა
2. სოფია
მამა: ხესოს ხოსე ორტის-ალვარესი
დედა: მარია პალომა როკასოლანო-როდრიგესი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლეტიცია დაიბადა 1972 წლის 15 სექტემბერს ასტურიის ქალაქ ოვიედოს მკვიდრი საშუალო შეძლების ოჯახში. იგი იყო უფროსი ქალიშვილი ხოსე ორტიზ-ალვარესისა და მისი პირველი ცოლის მარია დე ლა პალომა როკასოლანო-როდრიგესის. დედამისი რეგისტრირებული იყო როგორც ექთანი, თუმცა იგი მუშაობდა საავადმყოფოს მიმღებში. ლეტიციას ორი უმცროსი და ჰყავს თელმა (დ. 1973) და ერიკა (დ. 1975 - გ. 2007). ერიკას გარდაცვალებაზე მთელი ესპანური მედია წერდა. როგორც აღმოჩნდა მან თავი მოიკლა ზედმეტი წამლების მიღებით, ხოლო ამის მიზეზი უცნობია.

მისი მშობლები 1999 წელს განქორწინდნენ, რის შემდეგაც მამამისი 2004 წლის 18 მარტს მადრიდში მეორედ დაქორწინდა ჟურნალისტ ანა ტოგორესზე.

მამის ხაზით ლეტიციას ბებია-პაპა იყვნენ ხოსე ლუის ორტის ველასკო (დ.1923 - გ.2005), რომელიც ოლივეტის კომერციული მეწილე იყო და მარია დელ კარმენ ალვარეს დელ ვალე (დ.1928 -დღესაც ცოცხალია), რომელიც ასტურიის ადგილობრივ რადიოში წამყვანი იყო ორმოცი წლის მანძილზე. ხოლო დედის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ ფრანსისკო ხულიო როკასოლანო კამაჩო (დ.1918 - გ.2015), რომელიც 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა მადრიდიში ავტო მექანიკოსად, ხოლო ბებია იყო ენრიკეტა როდრიგეს ფიგურადო (დ.1919 - გ.2008), დაიბადა ფილიპინებში, თუმცა წმინდა სისხლის ესპანელი იყო.

განათლება და კარიერა

რედაქტირება

ლეტიციამ სკოლა ოვიედოში დაამთავრა, რის შემდეგაც მისი ოჯახი მადრიდში გადასახლდა განაგრძო სწავლა. მან დაამთავრა მადრიდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკური ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. თუმცა მალევე გაიარა მაგისტრატურაც.

სწავლის პერიოდშივე, ლეტიციამ მუშაობა დაიწყო ავსტრიულ ყოველდღიურ გაზეთ La Nueva España-ში, მოგვიანებით კი გაზეთ ABC-ში და ახალი ამბების სააგენტო EFE-ში. მას შემდეგ რაც მაგისტრის ხარისხი მიიღო გაემგზავრა მექსიკის ქალაქ გვადალახარში, სადაც მუშაობდა ადგილობრივი ტელეარხის საინფორმაციო ამბების წამყვანად, თუმცა მალე მობეზრდა და ესპანეთში დაბრუნდა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ იგი მუშაობდა ესპანურ ეკონომიკურ არხზე, ამის შემდეგ კი CNN-ზე გადავიდა სამუშაოდ.

2000 წელს ის სამუშაოდ გადავიდა TVE-ზე, სადაც მუშაობდა ახალი ამბების წამყვანად. 2002 წელს მას მიჰყავდა ყოველკვირეული პოლიტიკური მიმოხილვა, მოგვიანებით კი დილის გადაცემაში გადავიდა. 2003 წლის აგვისტოში მან ინტერვიუ აიღო თვით ასტურიის პრინც ფილიპე ბურბონისგან. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში იგი ტელერადიო 2-ში გადავიდა სამუშაოდ და მიჰყავდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემა.

ლეტიცია 2000 წელს ვაშინგტონიდან პირდაპირ აშუქებდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარ ტერაქტზე გააკეთა ვრცელი რეპორტაჟი, ხოლო 2003 წელს ერაყის ომში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერიდან იტყობინებოდა პირდაპირ ერაყიდან.

ლეტიცია ორტისი ფლობს ესპანურ, კატალონიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.

პირველი ქორწინება

რედაქტირება

1998 წლის 7 აგვისტოს ქალაქ ბადახოსში ლეტიცია დაქორწინდა მწერალსა და უმაღლესი სკოლის ლიტერატურის მასწავლებელ ალონსო გუერერო პერესზე (დაბადებული 1962 წელს). თუმცა ქორწინება კატასტროფულად უიღბლო აღმოჩნდა და სულ რამდენიმე თვეში 1999 წელს განქორწინდნენ.

მეორე ქორწინება

რედაქტირება
 
ლეტიცია და ფილიპე

2003 წლის 1 ნოემბერს, ბევრისდა გასაკვირად, ოფიციალურად გამოცხადდა ლეტიცია ორტისისა და ფილიპე დე ბურბონის (იმ დროისთვის ასტურიის პრინცი) სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ამის შემდეგ მათ ქორწინებამდე ლეტიცია სარსუელას სასახლეში დააბინავეს. ასტურიის პრინცმა საცოლეს ხელი 16 კარატიანი ოქროს ბეჭდით სთხოვა, თანხმობის შემდეგ კი მას თეთრი ოქრო, საფირონის კეფლინგები და კლასიკური წიგნები აჩუქა.

2004 წლის 22 მაისს ფილიპე და ლეტიცია დაქორწინდნენ, მადრიდის სანტა მარია ლა რეალ დე ლა ალმუდენას საკათედრო ტაძარში. ეს იყო ისტორიაში პირველი სამეფო ქორწილი რომელიც ამ ტაძარში შედგა. ბოლო საუკუნის მანძილზე ეს იყო პირველი სამეფო ქორწილი რომელიც მადრიდში შედგა. ფილიპეს მშობლები ათენში დაქორწინდნენ, ფილიპეს ერთი და ბარსელონაში, ხოლო მეორე და სევილიაში დაქორწინდა.

ლეტიციას საქორწინო კაბა შეკერა ცნობილმა ესპანელმა დიზაინერმა მანუელ პერტაგასმა, ხოლო ფეხსაცმელები პურა ლოპესმა დაამზადა. მისი საქორწინო კაბა შეკერილი იყო თეთრი ტალღოვანი აბრეშუმისგან, რომელსაც ამშვენებდა ხელით ნაქარგი მაქმანები.

ვინაიდან ლეტიციას პირველი ქორწილი ძალიან მცირე მასშტაბური, სამოქალაქო და უიღბლო იყო, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მიიჩნევს, რომ იგი პირველად ფილიპეზე გათხოვდა.

ლეტიციასა და ფილიპეს ორი ქალიშვილი ჰყავთ ელეონორი და სოფია. ელეონორი დაიბადა 2005 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო სოფია 2007 წლის 29 აპრილს.

ასტურიის პრინცესა

რედაქტირება
 
ასტურიის პრინცი და პრინცესა პერუს კონგრესზე

ასტურიის პრინცესა მალევე შეუერთდა თავის ქმარს და მასთან ერთად ესპანეთში იმოგზაურა. გარდა ესპანეთისა ისინი იყვნენ იორდანიაში, მექსიკაში, უნგრეთში, დომენიკის რესპუბლიკაში, პანამაში, აშშ-ში, სერბეთში, ბრაზილიაში, ურუგვაიში, შვედეთში, დანიაში, იაპონიაში, ჩინეთსა და პორტუგალიაში. ლეტიცია ასევე ესწრება ევროპელი სამეფო ოჯახების მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებს, მაგალითაც დაესწრო შვედეთის პრინცესის ქორწილს, დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილს, ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ვერცხლის ქორწილს, ნიდერლანდებში ორანჟის პრინცის მეორმოცე დაბადების დღეს და ა.შ.

2006 წლიდან ლეტიცია აქტიურად ჩაება ესპანეთის მართვაში. იგი აქცენტს აკეთებდა ისეთ სოციალურ საკითხებზე როგორიცაა ბავშვთა უფლებების დაცვა, კულტურა და განათლება.

ლეტიცია ორტისი აგრეთვე მხარს უჭერს და არც თუ ისე იშვიათად აფინანსებს ესპანელ დიზაინერებსა და ხელოვანებს რათა განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ნიჭი. ამის გამო იგი ამ წრეში დიდი პატივით სარგებლობს.

ესპანეთის დედოფალი

რედაქტირება

2014 წლის 19 ივნისს ლეტიციას მამამთილი, ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I ტახტიდან გადადგა. ამ დღეს ლეტიცია დედოფალი გახდა, ხოლო მისი ქმარი ფილიპე VI მეფე. იგი იყო ესპანეთის პირველი ესპანეთში დაბადებული დედოფალი მერსედეს ორლეანელის შემდეგ, რომელიც მეფე ალფონსო XII-ის მეუღლე იყო. საერთო ჯამში, იგი არის ესპანეთის პირველი დედოფალი რომელიც წმინდა სისხლის ესპანელია და არავითარი უცხოური სისხლი არ ურევია. დედოფალი ლეტიცია ცხადია მეფის გარეშეც აწყობს მიღებებსა და დადის წარმოდგენებზე. 2014 წლის 23 ივნისს მოაწყო ელ გრეგოსა და ახალი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა პრადოს მუზეუმში.

ლეტიციასა და ფილიპეს პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა, როგორც მეფე-დედოფლის, განხორციელდა 2014 წლის 30 ივნისს, როდესაც ისინი ეწვივნენ რომის პაპ ფრანსისკეს ვატიკანში. მათ ასევე იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მათთან ერთად ყოფილი მეფე-დედოფალი, ხუან კარლოს I და სოფია ბერძენიც იყვნენ.

2015 წელს დედოფალმა ლეტიციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსასთისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნა.

ლეტიცია და ფილიპე დღემდე ცხოვრობენ იმ სასახლეში სადაც 2004 წელს ლეტიცია დააბინავეს. თუმცა ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ სარსუელას სასახლე ფილიპესთვის მხოლოდ სამუშაო ადგილია.

2016 წლის მარტში გამომჟღავნდა დედოფლისა და ბიზნესმენ ხავიერ ლოპესის დაპირისპირება. დედოფალმა და ფინანსურმა პოლიციამ იგი კორუფციაში დაადანაშაულეს. თუმცა მანამდე, 2014 წელს ლეტიცია მას მხარს უჭერდა და მასთან დაკავშირებით განაცხადა : "ჩვენ ვიცით ვინ ხარ შენ და შენც იცი ვინ ვართ ჩვენ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ !". მალე ცოლის კამპანიას ფილიპეც შეუერთდა და განაცხადა: "ჩვენ მართლაც გიჭერთ მხარს !". თუმცა ამ სკანდალს თან დაერთო კიდევ ერთი. ფილიპის დას, ინფანტა კრისტინასა და მის ქმარს შორის დიდი განხეთქილება ჩამოვარდა, რაც საკმაოდ აქტუალური თემა გახდა. თუმცა ზემოთ ხსენებული პრობლემი მარტივად გადაწყდა. დღეს კი დედოფლის ერთად-ერთი პრობლემა ისაა, რომ ვაჟი არ ჰყავს, თუმცა დიდ პრობლემად არც ამას აღიქვამენ, ვინაიდან მისი უფროსი ქალიშვილი ელეონორია ტახტის მემკვიდრედ, მისი მდგომარეობის გასამყარებლად კი ისაბელ კასტილიელი და ისაბელ II მოჰყავთ მაგალითად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება