სოფია ბერძენი (ბერძნ. Σοφία της Ελλάδας; ესპ. Sofía de Grecia) (დ. 2 ნოემბერი 1938, ათენი, საბერძნეთი) — გლიუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე პავლესა და მისი მეუღლის, დედოფალ ფრედერიკა ჰანოვერელის ასული. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ოჯახი სამხრეთ აფრიკაში გაიქცა, თუმცა 1946 წელს კვლავ საბერძნეთში დაბრუნდნენ. 1962 წლის 14 მაისს იგი დაქორწინდა ესპანეთის ინფანტ ხუან კარლოსზე რომელიც 1975 წელს მეფე გახდა. სოფია ამ წლიდან 2014 წლამდე ატარებდა ესპანეთის დედოფლის ტიტულს, მანამ სანამ მისი ქმარი ტახტიდან არ გადადგა. დღეს ესპანეთის მეფეა სოფიას ნაბოლარა ვაჟი ფილიპე VI.

სოფია ბერძენი

დედოფალი სოფია 2013 წელს
ესპანეთის დედოფალი
კორონაცია: 27 ნოემბერი 1975
მმართ. დასაწყისი: 22 ნოემბერი 1975
მმართ. დასასრული: 19 ივნისი 2014
წინამორბედი: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი
მემკვიდრე: ლეტიცია ორტისი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 ნოემბერი, 1938 (1938-11-02) (86 წლის)
დაბ. ადგილი: ათენი, საბერძნეთის სამეფო
მეუღლე: ხუან კარლოს I, ესპანეთის მეფე
შვილები: 1.ელენა, ლუგოს ჰერცოგინია
2. კრისტინა
3. ფილიპე VI, ესპანეთის მეფე
სრული სახელი: სოფია მარგარიტა ვიქტორია ფედერიკა დე გრესია ი ჰანოვერი
დინასტია: გლიუქსბურგები
მამა: პავლოსი, საბერძნეთის მეფე
დედა: ფრედერიკა ჰანოვერელი
რელიგია: ჯერ მართლმადიდებლობა
შემდეგ კათოლიციზმი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

საბერძნეთისა და დანიის პრინცესა სოფია დაიბადა 1938 წლის 2 ნოემბერს საბერძნეთის სამეფოს დედაქალაქ ათენში. იგი იყო საბერძნეთის მეფე პავლესა და მისი ცოლის, დედოფალ ფრედერიკა ჰანოვერელის პირველი შვილი. სოფია არის შხლესვიგ-ჰოლშტეინ-სონდენბურგ-გლიუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. მას სახელი ბებიის, საბერძნეთის დედოფალ სოფია პრუსიელის პატივსაცემად ეწოდა. მას ჰყავს ორი უმცროსი და-ძმა, საბერძნეთის ყოფილი მეფე კონსტანტინოს II და პრინცესა ირენე.

პრინცესა სოფიამ ბავშვობა ეგვიპტეში გაატარა, სადაც მიიღო დაწყებითი განათლება ელ ნასრის გოგონების კოლეჯში, ქალაქ ალექსანდრიაში. მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო მისი ოჯახი საბერძნეთში იდევნებოდა, რის გამოც ისინი სამხრეთ აფრიკაში გაიქცნენ. მას შემდეგ რაც ომი დამთავრდა 1946 წელს სოფიას ოჯახი საბერძნეთში დაბრუნდა. მან დაამთავრა პრესტიჟული სასწავლებელი სამხრეთ გერმანიაში, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა და უმაღლესი განათლება მიიღო. მან ასევე ისწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტშიც. 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს მისი ძმის ნაცვლად სოფია წარმოადგენდა საბერძნეთს.[1]

ქორწინება და ოჯახი

რედაქტირება

1954 წელს საბერძნეთის კუნძულებზე მოგზაურობისას სოფია შეხვდა თავის მესამე თაობის ბიძაშვილს, ესპანეთის ინფანტ ხუან კარლოს დე ბურბონს. 1961 წელს კენტის ჰერცოგის ქორწილში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ.[2]

 
ხუან კარლოს I და სოფია ბერძენი 2004 წელს

სოფია და ხუან კარლოსი 1962 წლის 14 მაისს დაქორწინდნენ ათენში, წმინდა დიონისეს სახელობის კათოლიკურ ტაძარში. მათ ჯვარი დასწერათ ჯეან დესესმა დასწერათ. მათ გრანდიოზულ ქორწილს ესწრებოდნენ პრინცესა ირენე (სოფიას და), ინფანტა პილარი (ხუან კარლოსის უფროსი და), სოფიას რძალი საბერძნეთის დედოფალი ანა მარია დანიელი, ნიდერლანდების პრინცესა ირენე, კენტის ჰერცოგინია ალექსანდრა, პრინცესა ბენედიქტა დანიელი, პრინცესა ანა ორლეანელი და პრინცესა ტატიანა რაძვილი. [3]

ვინაიდან ახლა სოფია უკვე ესპანეთის ტახტის მემკვიდრე გახდა, იგი მართლმადიდებლობიდან კათოლიციზმზე გადავიდა. თუმცა რელიგიის შეცვლით მართალია მან მიიღო უფლება ესპანეთის სამეფო ტახტზე, თუმცა ყველანაირი უფლება დაკარგა საბერძნეთის ტახტზე.

1969 წელს ხუან კარლოსი რომელიც არასდროს ყოფილა ასტურიის პრინცი (ესპანეთის ტახტის მემკვიდრის ტრადიციული წოდება), მიენიჭა ესპანეთის პრინცის ოფიციალური წოდება. 1975 წელს მას შემდეგ რაც ფრანსისკო ფრანკო გარდაიცვალა, ესპანეთში მოხდა ბურბონთა დინასტიის მესამე რესტავრაცია, რის შემდეგაც ხუან კარლოს I ესპანეთის მეფე გახდა, ხოლო სოფია დედოფალი.

ხუან კარლოსსა და სოფიას სამი შვილი შეეძინათ: ელენა (დ. 20 დეკემბერი 1963), კრისტინა (დ. 13 ივნისი 1965) და ფილიპე (დ. 30 იანვარი 1968). მათ სულ რვა შვილიშვილი ჰყავთ, რომელთაგან ოთხი ვაჟია, ხოლო ოთხი გოგონა. აქედან ფილიპეს მხოლოდ ორი გოგონა ჰყავს ელეანორა და ხუანა. ვინაიდან მეფეს ვაჟი არ ჰყავს სწორედ ელანორაა ესპანეთის ტახტის მემკვიდრე.

აქტივობები

რედაქტირება

გარდა ქმართან ერთად ოფიციალურ ვიზიტებზე სიარულისა, დედოფალ სოფიას აქვს სოლო საქმიანობა. იგი არის დედოფალ სოფიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის აღასრულებელი პრეზიდენტი, რომელიც 1993 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაგზავნა ქვეყნის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, აგრეთვე ამ ფონდით დაფინანსდა ესპანელი უნარშეზღუდული პირების განათლება და აგრეთვე მისი შემწეობითა და დაფინანსებით გაიხსნა ნარკომანიით დაავადებულების გამოსასწორებელი ცენტრი, რომელშიც არაერთი ადამიანი განიკურნა.

 
დედოფალი სოფია და მისი რძალი, პრინცესა ლეტიცია ორტისი 2009 წელს

დედოფალი სოფია განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენს ნარკომანიით დაავადებული პირების მიმართ, იგი ცდილობს აღმოფხვრას ეს პრობლემა როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთში გახსნილია დედოფალ სოფიას სახელობის ეროვნული სამხატვრო მუზეუმი, აგრეთვე გახსნილია დედოფალ სოფიას სახელობის აეროპორტიც.[4] დედოფალი სოფია ყოველთვის ესწრება ევროპელი მონარქების ცხოვრებაში მნიშნვნელოვან მომენტებს, მაგალითად 2010 წელს იგი დაესწრო შვედეთის პრინცესა ვიქტორიასა და დენიელ ვესტლინგის ქორწილს, ხოლო 2011 წელს დაესწრო დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილს. თუმცა მის მეუღლეს არასდროს ჰქონია მსგავს სამეფო ღონისძიებებზე დასწრების სურვილი და არც დასწრებია.

სოფია არის სან ფერნანდოს სამეფო აკადემიის, სამხატვრო აკადემიისა და ესპანეთის სამეფო ისტორიის აკადემიის საპატიო წევრი. მას აქვს საპატიო დოქტორის წოდება როსარიოს, ვალიადოლიდის, კემბრიჯის, ოქსფორდის, ჯორჯთაუნის, ევორას, წმინდა მერისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში.

 
დედოფალი სოფია 1986 წელს აშშ-ში ვიზიტის დროს

დედოფალი სოფია ასევე არის სპორტის დიდი მხარდამჭერი. იგი 2010 წელს დაესწრო უიმბლდონის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს. იგი ასევე ხშირად უყურებს და გულშემატკივრობს ესპანელებს ტენისში და ჩოგბურთში. დედოფალი დაინტერესებულია ესპანური ფეხბურთითაც.

სოფია ბერძენმა იმოგზაურა ბანგლადეშში, ჩილეში, სალვადორში, კოლუმბიასა და მექსიკაში, რათა მხარი დაეჭირა იუნიესკოს ორგანიზაციის საქმიანობას. იგი ასევე გამოდზსიოდა კამბოჯაში არსებული ბავშვთა პროსტიტუციისა და მონობის წინააღმდეგ.

2012 წლის ივლისში დედოფალი მეოთხედ ესტუმრა ფილიპინებს. მან დაათვალიერა იქ არსებული ესპანური კოლონიის დროინდელი ნანგრევები და დააფინანსა ამ ქვეყანაში ესპანური ენის სწავლების საკითხი. ფილიპინებში იგი ეწვია ეროვნულ ბიბლიოთეკას, ეროვნულ მუზეუმსა და სანტო ტომას უნივერსიტეტს. სოფია ასევე შეხვდა ფილიპინებში მცხოვრებ ესპანელებს და ეწვია იქ არსებულ ესპანეთის საელჩოსაც. ამას გარდა პატივისცემის ნიშნად ისადილა ფილიპინების პრეზიდენტ ბენინო აკინოსთან ერთად მალაკონის სასახლეში. [5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
2011 წლის 24 თებერვალი, დედოფალი სოფია ხვდება დიმიტრი მედვედევს სანქტ-პეტერბურგში

გარდა ესპანურისა და მშობლიური ბერძნულისა დედოფალი სოფია საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პორტუგალიურ და იტალიურ ენებზე.

მონარქიის გაუქმება საბერძნეთში

რედაქტირება

როდესაც სოფია ჯერ კიდევ საბერძნეთის პრინცესა იყო (თუმცა უკვე გათხოვილი იყო და ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა), 1967 წელს მისი ძმა, საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს I, საბერძნეთის სამხედრო გადატრიალების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდეს. მას ჩამოერთვა ტიტული, ქონება და მოქალაქეობაც კი. ამის შემდეგ კონსტანტინოსმა თავი სოფიასთან შეაფარა. ამის შემდეგ ის და მისი ძმა საბერძნეთში მხოლოდ ერთხე, 1981 წელს ჩავიდნენ მათი დედის დაკრძალვაზე. 1998 წელს სოფია და ხუან კარლოსი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ საბერძნეთის პრეზიდენტ კონსტანტინოს სტეფანოპოულოს.

სოფია ევროპაში ყველაზე მოდურ დედოფლად ითვლება ვინაიდან იგი ჩაცმას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი ყოველთვის მოდური ტანსაცმლით ჩნდება. თავის კორონაციაზე მას დიდი თეთრი კაბა ეცვა, იგივე კაბა ეცვა რომის პაპთან ვიზიტის დროს.

მოსაზრებები

რედაქტირება
 
დედოფალ სოფია ბერძენის გერბი

დედოფალმა სოფიამ გამოთქვა თავისი მოსაზრება ავღანეთში არსებული შეიარაღებული დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მან გააკრიტიკა იქ არსებული მდგომარეობა და შეაქო ესპანელი ჯარისკაცები რომლებიც ავღანეთში იბრძვიან.[6] მისი მოწოდებით ესპანურ სკოლებში დაიწყო რელიგიისა და თავდაცვის სწავლება. ამ გაკვეთილებზე ისწავლება რელიგიური თავისუფლების იდეა და სხვა რელიგიების პატივისცება, ასევე გენდერული ბალანსის დაცვა და ამასთან თავდაცვაც. დედოფალმა სოლიდარობა გამოუცხადათ ლგბტ პირებსაც და ესპანეთში მათი შევიწროვების აღმოსაფხვრელად რამდენიმე რეფორმა გაატარა. [7]

აგრეთვე ცნობილია, რომ დედოფალი ვეგეტარიანელია და ხალხს ჯანსაღი ცხოვრებაზე გასვლაზე მოუწოდებს.[8]

2014 წელს ხუან კარლოსი გადადგა და მეფე მათი ვაჟი ფილიპე VI გახდა. ამის შემდეგ სოფია თითქმის აღარ ჩანს მსოფლიო ასპარეზზე.

წინაპრები

რედაქტირება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
16. კრისტიან IX, დანიის მეფე
 
 
 
 
 
 
 
8. გეორგიოს I, საბერძნეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
17. ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი
 
 
 
 
 
 
 
4. კონსტანტინოს I, საბერძნეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
18. დიდი მთავარი კონსტანტინ ნიკოლაევიჩ რუსი
 
 
 
 
 
 
 
9. ოლღა კონსტანტინეს ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
19. ალექსანდრა საქსენ-ალტენბურგელი
 
 
 
 
 
 
 
2. პავლე, საბერძნეთის მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
20. ვილჰელმ I, გერმანიის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
10. ფრიდრიხ III, გერმანიის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
21. ავგუსტა საქსენ-ვაიმარელი
 
 
 
 
 
 
 
5. სოფია პრუსიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
22. ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
 
 
 
 
 
 
 
11. ვიქტორია ბრიტანელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
23. ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
1. სოფია ბერძენი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
24. ჯორჯ V, ჰანოვერის მეფე
 
 
 
 
 
 
 
12. ერნესტ ავგუსტი, კამბერლენდის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
25. მარია საქსენ-ალტენბურგელი
 
 
 
 
 
 
 
6. ერნესტ ავგუსტი, ბრუნსვიკის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
26. კრისტიან IX, დანიის მეფე (=16)
 
 
 
 
 
 
 
13. ტირა დანიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
27. ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი (=17)
 
 
 
 
 
 
 
3. ფრედერიკა ჰანოვერელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
28. ფრიდრიხ III, გერმანიის იმპერატორი (=10)
 
 
 
 
 
 
 
14. ვილჰელმ II, გერმანიის იმპერატორი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
29. ვიქტორია ბრიტანელი (=11)
 
 
 
 
 
 
 
7. ვიქტორია ლუიზა პრუსიელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
30. ფრიდრიხ III, შლესვიგ-ჰოლშტეინის ჰერცოგი
 
 
 
 
 
 
 
15. ავგუსტა ვიქტორია ჰოლშტეინელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
31. ადელჰეიდ ჰოენლოჰ-ლანგებურგელი
 
 
 
 
 
 

ტიტულები

რედაქტირება
 
დედოფალ სოფია ბერძენის სამეფო მონოგრამა
  • 2 ნოემბერი 1938 - 14 მაისი 1962: მისი სამეფო უმაღლესობა სოფია, საბერძნეთისა და დანიის პრინცესა;
  • 14 მაისი 1962 - 21 ივლისი 1969: მისი სამეფო უმაღლესობა ასტურიის პრინცესა სოფია ბერძენი;
  • 21 ივლისი 1969 - 22 ნოემბერი 1975: მისი სამეფო უმაღლესობა ესპანეთის პრინცესა სოფია ბერძენი;
  • 22 ნოემბერი 1975 - 19 ივნისი 2014: მისი უდიდებულესობა ესპანეთის დედოფალი სოფია ბერძენი;
  • 19 ივნისი 2014 - დღემდე: მისი უდიდებულესობა დედა დედოფალი სოფია ბერძენი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Royal Participants at the Olympics". TopEndSports.com. Retrieved 8 December 2012.
  2. Flantzer, Susan (24 August 2014). "Queen Sofia of Spain". Unofficial Royalty. Retrieved 29 August 2016.
  3. "Wedding Wednesday: Queen Sofía's gown". Order of Splendor. Retrieved 2016-09-09.
  4. "Queen Sofía: " "I feel the same as always. Everything is going to carry on as it is"". El Pais. Retrieved 2016-09-09.
  5. "Albay gives Spanish queen warm welcome". Inquirer Global Nation. 5 July 2012.
  6. "No nos queman a nosotros. Son trozos de papel. Ya se apagarán". El País. 30 October 2008.
  7. "Malestar en el colectivo homosexual por las palabras de la Reina". El País. 30 October 2008.
  8. Alexander, Harriet (2012-05-20). "Queen Sofia of Spain: Europe's lonely royal consort". Retrieved 2017-11-24.