ლევან კვიცარიძე

ქართველი არქიტექტორი, პედაგოგი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლევან კვიცარიძე (დ. 26 აპრილი, 1952, ქუთაისი) — ქართველი არქიტექტორი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით. მეორადი ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით 1978 წელს.

1980-1986 წლებში მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მხატვარ-კონსტრუქტორად. 1987-1992 წლებში მუშაობდა სამშენებლო-სარემონტო ტრესტ „ინტურისტსპეცრემმშენის“ ექსპერიმენტული სამხატვრო სახელოსნოს არქიტექტორად. 1987-1987 წლებში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცსამმართველო „საქსოფლგაფორმება“ №1-ის არქიტექტურულ სამხატვრო-საპროექტო საამქროს უფროსად. 1992-1994 წლებში მუშაობდა სამშენებლო, საპროექტო-სამხატვრო ფირმა „მხატვარის“ არქიტექტორად. 1994-2000 წლებში იყო შპს „გენა“-ს მხატვარი. 2000-2001 წლებში „შპს დელტა პროექტი 2000“-ის არქიტექტორი. 2001-2008 წლებში მუშაობდა შპს „აბალონი“-ს მთავარ არქიტექტორად. 2008 წლიდან შპს „არქიტექი“-ს არქიტექტორია. სხვადასხვა წლებში, შეთავსებით მუშაობდა ქალაქ თბილისის სამხატვრო და ქანდაკების კომბინატებში, ასევე საქართველოს პროფკავშირების სამხატვრო-საპროექტო ორგანიზაციაში არქიტექტორად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ და განხორციელებულ იქნა მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტების რეკონსტრუქციისა და მხატვრული გაფორმების პროექტები. მათ შორის: საქართველოს მეღვინეობის ინსტიტუტის, შამპანურ-ღვინოების ქარხნის, „ალექსანდრეს“ (ამჟამად „9 აპრილის“) სახელობის ბაღის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის (ქალაქ თბილისში), ზამთრის ბაღის (ქალაქ ქობულეთში), რესტორან „ქალაქურის“ (ქალაქ თბილისში), თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუზეუმის და ტერიტორიის, დასასვენებელ სახლ „პროგრესის“ (ქალაქ სოჭში), დასასვენებელი სახლისა და საორღანო დარბაზის (ქალაქ ტოლიატში), წინანდლის ღვინის ქარხნის, სასტუმრო „უზბეკისტანის“ (ქალაქ ტაშკენტში), საერთაშორისო „ოლიმპიადა-1980“-ს და სხვა. ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები წყნეთში, კოჯორში, წავკისში, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. მონაწილეობა აქვს მიღებული სამხატვრო გამოფენებში და სხვადასხვა კონკურსებში. საკონკურსო ნამუშევრებისთვის მიღებული აქვს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის „საპატიო სიგელი“, ასევე ქალაქ სმოლენსკის ატომური ელექტროსადგურის მხატვრული გაფორმებისთვის „საპატიო სიგელი“, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გამოფენა-კონკურსში პირველი ხარისხის დიპლომი. კონკურსში „ვეფხისტყაოსნის დასურათება“ საპატიო დიპლომი საკონკურსო ნამუშევრისათვის და პრემია „ლოკომოტივის“ საფეხბურთო სტადიონის პროექტირებისათვის (ქალაქ თბილისში).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 152-153

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება