ლევან აბელიშვილი

ქართველი ელექტროტექნიკოსი

ლევან გრიგოლის ძე აბელიშვილი (დ. 3 (16) აპრილი1909, თბილისი — გ. 16 მარტი, 1974, იქვე) — ქართველი ელექტროტექნიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961), საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. სკკპ წევრი 1956-იდან.

ლევან აბელიშვილი
დაბ. თარიღი 3 (16) აპრილი, 1909
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 მარტი, 1974(1974-03-16) (64 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევან აბელიშვილი დაიბადა თბილისში, აზნაურთა ოჯახში. მამა გრიგილ აბელიშვილი — ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი. დედა კინომსახიობი ანტონინა აბელიშვილი[1] — შეასრულა მთავარი როლი ალექსანდრე წუწუნავას ფილმში „ქრისტინე“. ლევან აბელიშვილმა დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს.

იყო რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრული წევის პიონერი საქართველოში და სსრკ-ში. მისი შრომები ეხება წევის ეფექტურობას, წევის გაანგარიშებას, რკინიგზების გატარების უნარს, მოძრავი შედგენილობისა და ელექტრომომარაგების სისტემათა თეორიას, აგრეთვე ელექტრორკინიგზების იძულებითი რეჟიმების გამოკვლევას ძაბვის საშუალო ვარდნათა ეპიურების მეთოდით ყველა ელემენტის ურთიერთმოქმედებისას, წევის ძრავების სითბურ გაანგარიშებასა და გამოცდას, საკონტაქტო სადენების გახურების თეორიას, გრძელ მატარებელთა წონის ინერციულ გაანგარიშებას და სხვა.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

„ელექტრული ტრანსპოტის“ კათედრის დამაარსებელი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. პირველი მთავარი როლი : [მსახიობ ანეტა აბელიშვილის შემოქმედება / ოთარ კორაშვილი // საქართველოს ქალი. - , 1986. - N5. - გვ.12-13]