ლარილარი

სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში

ლარილარი[2][3] (სვან. ლარილა̈რ) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში (სოფლები: დევრა, ზემო მარღი, ლარილარი, ლახამი, ლეკულმახა, ლეწფერი, სგურიში, ტიტა, ქვემო მარღი, ყარი).[4] მდებარეობს მდინარეების ნენსკრისა და ნაკრის წყალგამყოფი შდავლერის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას, მდინარე ნენსკრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 880 მ, მესტიიდან 75 კმ.

სოფელი
ლარილარი
სვან. ლარილა̈რ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ჭუბერი
კოორდინატები 43°02′23″ ჩ. გ. 42°11′17″ ა. გ. / 43.03972° ჩ. გ. 42.18806° ა. გ. / 43.03972; 42.18806
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 83[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლარილარი — საქართველო
ლარილარი
ლარილარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლარილარი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 83 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 84 37 47
2014[1]   83 38 45

ლიტერატურა

რედაქტირება