კრისტიან რომერო
კრისტიან გაბრიელ რომერო (ესპ. Cristian Gabriel Romero; დ. 27 აპრილი, 1998) — არგენტინელი ფეხბურთელი, „ტოტენჰემ ჰოტსპურისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კრისტიან გაბრიელ რომერო | ||
დაბადების თარიღი | 27 აპრილი, 1998 | ||
დაბადების ადგილი | კორდოვა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
ნომერი | 17 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2014–2016 | ბელგრანო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2016–2018 | ბელგრანო | 16 | (0) |
2018–2019 | ჯენოა | 27 | (2) |
2019–2021 | იუვენტუსი | 0 | (0) |
2019–2020 | → ჯენოა | 30 | (1) |
2020–2021 | → ატალანტა | 31 | (2) |
2021–2022 | ატალანტა | 0 | (0) |
2021–2022 | → ტოტენჰემ ჰოტსპური | 22 | (1) |
2022– | ტოტენჰემ ჰოტსპური | 29 | (2) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2021– | არგენტინა | 22 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 აგვისტო, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ივნისი, 2023 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებარომერო „ბელგრანოს“ საფეხბურთო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი დებიუტი შედგა არგენტინის პრიმერაში. 2020 წელს რომერო იჯარით „ატალანტაში“ გადავიდა. იჯარის დასრულების შემდეგ კლუბმა ფეხბურთელი 16 მილიონ ევროდ იყიდა.
2021 წლის 6 აგვისტოს რომერო „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ იჯარით გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 55 მილიონი ევრო შეადგინა. კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა. 15 აგვისტოს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში მისი დებიუტი შედგა ინგლისის პრემიერ ლიგაში. „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის“ წინააღმდეგ კრისტიანმა გაიტანა თავისი პირველი გოლი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შემადგენლობაში. 2022 წლის 30 აგვისტოს კლუბმა კონტრაქტი მასთან 2027 წლამდე გააფორმა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2017 წელს რომერომ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ეკვადორში არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. ტურნირზე მან ითამაშა პერუს, ბოლივიის, კოლუმბიის, ბრაზილიის, ეკვადორის და ორჯერ ვენესუელას გუნდებთან.
რომეროს დებიუტი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში შედგა 2021 წლის 4 ივნისს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩილესთან. 9 ივნისს კოლუმბიის ნაკრებთან მან თავისი პირველი გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
იმავე წელს კრისტიანმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა.
მიღწევები
რედაქტირებასანაკრებო
რედაქტირება- მსოფლიო ჩემპიონი: 2022
- არტემიო ფრანკის თასი: 2022
- კოპა ამერიკა: 2021
ინდივიდუალური
რედაქტირება- სერია A-ს წლის საუკეთესო მცველი: 2020–21[1]
- კოპა ამერიკის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2021