ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კორჩის ოლქი (ალბ. Qarku Korçë) — ოლქი ალბანეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში. ფართობით იგი პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის 12 ოლქს შორის, მოსახლეობის რაოდენობით კი მეშვიდეა. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება მაკედონია, სამხრეთ-აღმოსავლეთით საბერძნეთი, ჩრდილო-დასავლეთით ელბასანის, დასავლეთით ბერატის, სამხრეთ-დასავლეთით კი გიროკასტრის ოლქები. დაყოფილია ექვს მუნიციპალიტეტად: კორჩა, დევოლი, კოლონია, მალიკი, პოგრადეცი და პუსტეცი. მუნიციპალიტეტები საერთო ჯამში 37 ადმინისტრაციულ ერთეულს აერთიანებენ.[3]

ოლქი
კორჩის ოლქი
დროშა გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ადმ. ცენტრი კორჩა
შიდა დაყოფა დევოლის რაიონი, Kolonjë District, Korçë District და Pogradec District
კოორდინატები 40°35′00″ ჩ. გ. 20°40′00″ ა. გ. / 40.58333° ჩ. გ. 20.66667° ა. გ. / 40.58333; 20.66667
ფართობი 3711.0 კმ²
მოსახლეობა 197 303 (1 იანვარი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1[2]
ოფიციალური საიტი http://www.korcaregion.com/
კორჩის ოლქი — ალბანეთი
კორჩის ოლქი

გეოგრაფია

რედაქტირება

ოლქის ფართობი 3 711 კმ²-ია. მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ალბანეთს. ოლქის ისტორიული, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კორჩა. სიდიდით მეორე ქალაქია ოჰრიდის ტბაზე მდებარე პოგრადეცი. ოლქის მთელი ტერიტორია მთითაა დაფარული. უმაღლესი წერტილია გრამოსი, ზღვის დონიდან 2523 მ-ზე. კორჩაში სათავეს იღებს ცენტრალური და სამხრეთ ალბანეთის მნიშვნელოვანი მდინარეები: შკუმბინი, დევოლი და ოსუმი.

დაცული ტერიტორიები

რედაქტირება

ალბანეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის სამინისტრო უამრავ ბუნებრივ ობიექტს და დაცულ ტერიტორიას იცავს კორჩის ოლქში.[4] ოჰრიდ-პრესპას ტერიტორიასთან ერთად, რომელიც 2014 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა. მორავიის მთებში განლაგებული დრენოვა-სინიკას დაცული ტერიტორია (ყოფილი დრენოვას ეროვნული პარკი) და პრესპას ეროვნული პარკი ოლქის უდიდეს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს. მათ ალბანეთის დაცული ტერიტორების ეროვნული სააგენტო მფარველობს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2021 წლის მონაცემებით, კორჩის ოლქში ცხოვრობს 202 193 ადამიანი.[5] 2011 წლის ბოლო ეროვნული აღწერის მიხედვით, კორჩის ეთნიკურ ჯგუფებში შედიან ალბანელები, ბერძნები, მაკედონელები, მონტენეგროელები, სომხები, ბოშები, ეგვიპტელები. რაც შეეხება რელიგიას, ოლქში მცხოვრებთა უმრავლესობა მუსლიმია. არსებობს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მნიშვნელოვანი უმცირესობაც.

პოლიტიკა

რედაქტირება

კორჩის ოლქის საბჭო (ალბ. Këshilli i Qarkut) 71 წევრისგან შედგება.

2009-2013 წლებში ალბანეთის პარლამენტის 140 წევრიდან 12 კორჩის ოლქს წარმოადგენდა.

რელიგია კორჩის ოლქში (2011 წლის აღწერა)
რელიგია პროცენტი
მუსლიმი
  
58.98%
მართლმადიდებელი
  
16.25%
უპასუხოდ
  
10.25%
მორწმუნე კონფესიის გარეშე
  
8.38%
ათეისტი
  
3.61%
ბექთაში
  
2.07%
კათოლიკე
  
1.13%
ევანგელისტი
  
0.08%
ქრისტიანი
  
0.06%
სხვა
  
0.01%

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Brinkhoff T. Albania: Prefectures and Major Cities - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information
  2. GeoNames — 2005.
  3. Law nr. 115/2014 გვ. 6372–6373. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022
  4. Databazë e Burimeve Turistike–Qarku Korçë. ალბანეთის ტურიზმის და გარემოს დაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2020
  5. Population on 1st January by prefecture and sex. ალბანეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (INSTAT) (7 მაისი, 2021).[მკვდარი ბმული]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კორჩის_ოლქი“-დან