კორჩა

ქალაქი ალბანეთში

კორჩა (ალბ. Korçë) — მოსახლეობის რაოდენობით მერვე დიდი ქალაქი ალბანეთში. კორჩის ოლქისა და კორჩის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 51 152 ადამიანს, ხოლო კორჩის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა — 75 994 ადამიანს (2011),[1] საერთო ფართობი 806 კმ².[2] მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მ პლატოზე, რომელიც გარშემორტყმულია მორავის მთებით.

ქალაქი
კორჩა
Korçë
დროშა გერბი

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
ოლქი კორჩა
რაიონი კორჩა
კოორდინატები 40°37′00″ ჩ. გ. 20°46′00″ ა. გ. / 40.61667° ჩ. გ. 20.76667° ა. გ. / 40.61667; 20.76667
ქალაქის მერი სოტირაქ ფილო
დაარსდა XV საუკუნე
ფართობი 6,62 კმ²
ცენტრის სიმაღლე 850
მოსახლეობა 60 754 კაცი (2023)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 032
საფოსტო ინდექსი 7000
ოფიციალური საიტი bashkiakorce.gov.al
კორჩა — ალბანეთი
კორჩა

ძველი ბაზრის ტერიტორია, მირაჰორის მეჩეთის ჩათვლით, ითვლება ქალაქის ურბანულ ბირთვად. კორჩის ურბანული ტერიტორია თარიღდება XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისით, თუმცა მისი დრევანდელი სახე ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში, იმ პერიოდში, რომელიც შეესაბამება ქალაქის სწრაფ ზრდა-განვითარებას. ძველმა ბაზარმა დომინანტური როლი ითამაშა ალბანეთის ბაზრის ისტორიაში.[3] კორჩა არის უდიდესი ქალაქი აღმოსავლეთ ალბანეთში და მნიშვნელოვანი კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი.[4]

  1. Nurja, Ines. Censusi i popullsisë dhe banesave/ Population and Housing Census–Korçë (2011). Institute of Statistics (INSTAT). ციტირების თარიღი: 11 November 2020
  2. Bashkia Korçë. Albanian Association of Municipalities (AAM). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 11 November 2020
  3. Prifti, Rezart; Jaupi, Fatma (2020) Entrepreneurial Urban Regeneration: Business Improvement Districts as a Form of Organizational Innovation, Routledge Focus on Business and Management. Routledge. ISBN 978-1000221763. 
  4. Kiel, Machiel (1990). Ottoman Architecture in Albania, 1385-1912, Islamic art series. Research Centre for Islamic History, Art and Culture. ISBN 9290633301.