ელბასანის ოლქი
ელბასანის ოლქი (ალბ. Qarku i Elbasanit) — ერთ-ერთი ალბანეთის 12 ოლქიდან. ფართობი 3 199 კმ²-ია,[3] მოსახლეობა კი, 2021 წლის მონაცემებით, 266 245 ადამიანს შეადგენს. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ელბასანი.
ოლქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ელბასანის ოლქი | |||||
| |||||
ქვეყანა | ალბანეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ელბასანი | ||||
შიდა დაყოფა | Elbasan municipality, Cërrik municipality, Belsh municipality, Peqin municipality და Gramsh municipality | ||||
კოორდინატები | 41°00′00″ ჩ. გ. 20°10′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 20.16667° ა. გ. | ||||
ფართობი | 3199.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 259 112 (1 იანვარი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1[2] | ||||
ოფიციალური საიტი | https://qarkuelbasan.gov.al | ||||
| |||||
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირება2000 წლამდე ელბასანის ოლქი ოთხ რაიონად იყოფოდა: ელბასანი, გრამში, ლიბრაჟდი და პეკინი. 2015 წლის ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმის შემდეგ, ოლქი შედგება შემდეგი 7 მუნიციპალიტეტისგან: ბელში, ცერიკი, ელბასანი, გრამში, ლიბრაჟდი, პეკინი და პრენიასი.[4] მუნიციპალიტეტები სულ დაახლოებით 385 ქალაქსა და სოფელს მოიცავს.
დემოგრაფია
რედაქტირება2021 წლის იანვრის მონაცემებით, ელბასანის ოლქში ცხოვრობს 266 245 ადამიანი. 2011 წლის ბოლო ეროვნული აღწერის მიხედვით ოლქში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები:[3]
- ალბანელები — 253 170 (85.58%)
- მაკედონელები — 94 (0.03%)
- მონტენეგროელები — 10 (0.00%)
- სომხები — 747 (0.25%)
- ბოშები — 1 064 (0.36%)
- ეგვიპტელები — 433 (0.15%)
- თურქები — 300 (0.13%)
- სხვა — 149 (0.05%)
- უპასუხოდ — 39,980 (13.51%)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Brinkhoff T. Albania: Prefectures and Major Cities - Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information
- ↑ GeoNames — 2005.
- ↑ 3.0 3.1 2011 წლის აღწერის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-05-25
- ↑ Law nr. 115/2014 sq გვ. 6368–6369. ციტირების თარიღი: 25 February 2022