კოროვაი
კოროვაი (korowai) იგივე კოლუფო — დასავლეთ პაპუის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ტომი, ასევე ცხოვრობენ ინდონეზიის პროვინცია პაპუაში. მათი საერთო რაოდენობაა 3 000 კაცი[2]. მათი საცხოვრებელი ადგილი განთავსებულია ორ მდინარეს, ილანდინსა და ბექინგს შორის. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მთებით და მოიცავს დაახლოებით 600 კმ²-ს. ისინი ცნობილნი არიან იმით, რომ მათი ცხოვრების წესში ჯერ კიდევაა შემორჩენილი კანიბალიზმი და ცხოვრობენ ხეზე აშენებულ ხის ქოხებში, რომლებიც შეიძლება 6-დან 50 მეტრამდე სიმაღლეზე იყოს აღმართული. თანამედროვე სამყაროსთან კონტაქტი პირველად დაამყარეს 1970-იან წლებში[3], როდესაც მათ ესტუმრნენ გერმანელი მისიონერები. სავარაუდოა რომ მანამდე კოროვაის მოსახლეობას არ ჰქონია შეხება გარესამყაროს სხვა წარმომადგენლებთან.
კოროვაი | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
2.900[1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
პაპუა (ინდონეზიის პროვინცია), ინდონეზია | |
ენები | კოროვაული ენა |
რელიგიები | ქრისტიანობა, ანიმიზმი, დინამიზმი, ტოტემიზმი |
საცხოვრებელი ადგილი
რედაქტირებამდინარეების წყალუხვობის გამო კოროვაი ჭაობიანი და ტალახიანი ადგილია, ამიტომ მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვისაც არის გადებული გრძელი ხის მორები, რომლებზეც ახალბედასთვის ძნელია შეინარჩუნო წონასწორობა. ამ მორებსა თუ ფიცრებზე ტურისტებს ფეხშიშველი ადგილობრივები მიუძღვებიან.
კოროვაის ხალხი ცხოვრობს მცირე, ოჯახოვან ჯგუფებად ხეზე აშენებულ ხის სახლებში (khaim). საშუალოდ სახლში რვა ადამიანია. როგორც წესი, სახლები შენდება 6-დან 25 მეტრამდე სიმაღლეზე, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევების როდესაც სახლის სიმაღლე აღწევს 50 მეტრს, ეს იმ შემთხვევაში ხდება თუ ოჯახს აქვს კონფლიქტი ან სადავო საკითხი მეზობლებთან, ან თუ ტერიტორია მეტად საშიშია. მაღალ სიმაღლეზე აშენებული სახლები მათ ასევე იცავს მომწამლავი (მრავალი ბაქტერიისა, ვირუსის თუ დაავადების გადამტანი) კოღოებისგან და როგორ თავად მიიჩნევენ ბოროტი სულებისგანაც. სახლები შენდება ბანანის და ვანომის ხისაგან. პირველად იქმნება იატაკი და ის უნდა იყო ძალიან გამძლე, ვინაიდან მასზე ბევრ ადამიანს და ცხოველსაც მოუწევს ყოფნა, ხოლო შემდგობ საგოს ხისგან კეთდება კედლები და ჭერი. მასზე ასასვლელად გაკეთებულია ხის დაკბილული ნაწილი, რომელის კიბის ფუნქციას ასრულებს.ამ სახლების პირველი მტერია ცეცხლი, ამიტომ ყველა სახლში არის გაკეთებული „საავარიო“ გასასვლელი. ანუ თუ კი ხანძარი გაჩნა, იატაკზე სპეციალურად გამოყოფილია ადგილები, საიდაცან ადვილადაა შესაძლებელი ჩასვლა. ასეთი ტიპის სახლები დაახლოებით 5 წელიწადს ძლებს.
სახლში მცხოვრებლებად მოიაზრებიან ქმარი, ცოლი ან ცოლები, დაუქორწინებელი/გაუთხოვარი შვილები, დედა, თუ ის ქვრივია, ასევე დაუოჯახებელი დედმამიშვილები და მათი შვილები, ანუ თუ და დაოჯახდა, შეეძინა ბავშვები და დაქვრივდა ამ შემთხვევაში ის ბრუნდება ძმის ოჯახში. ასეთი მრავალრიცხოვანი ოჯახებიც ცხოვრობენ ხის სახლებზე და მათი სიმარვლის გამო შეიძლება ორი ხის სახლი შეერთდეს. ამ შემთხვევაში მათზე დაეტევა 20-დან 30-მდე ადამიანი, ხოლო ერთ სახლზე მაქსიმუმ 15 ადამიანი.
ქალები არ ტოვენ სახლს საკუთარი ბადის (რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი უზით), ხოლო კაცები მშვლდისა და ისრის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ისინი საერთოდ არ ტოვენ სახლებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ბოროტი სულები ღამით ყველაზე აქტიურები არიან.
ტომის წევრები სპეციალური ხმით, რომელსაც ტაშითა თუ ბრახუნით გამოსცემენ, აგებინებენ ოჯახს, რომ სახლისაკენ მოემართებიან და თუ რა სიშორეზე იმყოფებიან.
კვება
რედაქტირებაკოროვაელები არიან კარგი მონადირეები, შემგროვებლები და გააჩნიათ თევზაობის საოცარი უნარი. ისინი ხშირად მიირთმევენ საგოს, რომლის მარცვლები განთავსებულია საგოს ხის პალმისებური ფოთლების შუაში. საგო ფართოდაა გავრცელებული მთელს ახალ გვინეაში. მოსახლეობა ბევრ სასარგებლო პროტეინს იღებს ხოჭო თხისრქის მატლებისგან. მათ მოსანადირებელ ცხოველთა რიგებში შედის გარეული ღორი, გველი, ქვეწარმავლები, კაზური (სირაქლემასმაგვარი ფრინველი) და სხვა ფრინველები. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბოსტნეულსა და ხილს, განსაკუთრებით გვიმრას, ბანანს, საგოს, პალმის ფოთლებს, პურის ხის ნაყოფს და სხვა.
ცხოვრების წესი და სქესისმიერი განსხვავება
რედაქტირებაკოროვაიში ქალსა და კაცს სახლში განსხვავებული ადგილები აქვთ გამოყოფილი და სხვადასხვა ადგილას სძინავთ. ბავშვებს სძინავს დედის ოთახში და მათ როგორც წესი დედა და ოჯახში მყოფი ქალები ზრდიან. დედები ბავშვებს სპეციალური ბადე-ჩანთებით (ainop) დაატარებენ. ბიჭები ცალკე ოთახში გადადიან როდესაც ყმაწვილობის ასაკს მიაღწევენ.
სქესისმიერი გასხვავება არამარტო ცხოვრების სტილში, არამედ სხეულის მოკაზმვაშიც გამოიხატება. ქალების მოსართავი ატრიბუტია ღამურის ფრთების ძვლები, რომლებსაც ისინი ცხვირში იყრიან. ასევე ძაღლის კბილებისაგან დამზადებული ყელსაბამი, რომელსაც შემდგომში დედები გადასცემენ შვილებს (გოგოებს). რაც შეეხება კაცებს, ისინი თავს იმკობენ ღორის კბილებისაგან გაკეთებული ყელსაბმით.ქალები იცვამენ ხის (უმეტესად საგოს ხის) ტყავისაგან შექმნის კაბებს, „ქვედაბოლოებს“, კაცები კი უბრალოდ ფოთოლს იფარებენ სასქესო ორგანოს გარშემო.
ახალი შემოსავალი, სიახლე
რედაქტირებაზოგიერთმა კოროვაელმა 1990-იანი წლების შემდეგ, მას შემდეგ რაც მათი კულტურა და ნაწილობრივ ენაც შეისწავლეს, კავშირი დაამყარა ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც ყიდიდნენ ტურებს კოროვაის რეგიონში. ისინი ტურისტებს ათვალიერებინებენ სოფელს, აგემოვნებინებენ იქაურ საჭმელს, როგორიცაა მაგალითად საგო, თარჯიმანის საშუალებით აცნობენ საკუთარ ენას და ასრულებენ ტრადიციულ სანახაობებს. ამ ყველაფრისგან მათ სარგებლის სახით რჩებათ საჭირო საქონელი ან ფული. ისინი ამ ფულს ახმარენ ხიდების აშენებას, ვინაიდან იაზრებენ მათ მცირერიცხოვნობას და ამით გამოწვეულ ინცესტის პრობლემას. ხიდების მეშვეობით ისინი შეძლებენ სხვა სოფლებთან თუ ტომებთან ურთიერთობას.
კანიბალიზმი
რედაქტირებადღესდღეობით კანიბალიზმი თითქმის აღარსადაა შემორჩენილი, თუმცა კოროვაი იმ ჯგუფს მიეკუთვნება სადაც დღესაც მიირთმევენ ადამიანის ხორცს. ისინი ჭამენ ადამიანის მთლიან სხეულს, გარდა სასქეო ორგანოსი, ძვლების, თმის, ფრჩხილების და კბილების. მათთვის საყვარელი, განსაკუთრებულად გემრიელი ნაწილია ტვინი. თუმცა ისინი არ ჭამენ ნებისმიერ ადამიანს, ისინი ჭამენ ადამიანს რომელშიც ჩასახლებულია „ხახუა“. კოროვაის ხალხს სწამთ ბევრი ღვთაების, მათ შორის ერთ-ერთია „ხახუა“, ხახუა არის ბოროტი ღვთაება, რომელიც ჩასახლდება ადამიანში, ინიღბება ამით და მეორე ადამიანს ჭამს შიგნიდან (სინამდვილეში ეს ადამიანი უბრალოდ დაავალდებულია რაიმე ავადმყოფობით, როგორიცაა მალარია, ტუბერკულოზი ან ანემია, რაც ამ მხარეში ძალიან ხშირია, ვინაიდან მათ თითქმის არ აქვთ მედიცინა და ვერც დაავადების პრევენციას ახერხებენ. იმის გამო, რომ მათ ამ ყველაფრის ცოდნა არ აქვთ, ყველა დაავადებასა თუ ჭირს ხახუას აბრალებენ). მეორე ადამიანი ამას ვერ ხდება ბოლო (სიკვდილის წინა) მომენტამდე, ბოლოს კი ხახუა მსხვერპლს ჯადოსნურ ისარს ესვრის გულში და ის მოკვდება. როგორც წესი მსხვერპლი და ხახუა (ანუ ის ადამიანი ვისშიც მიაჩნიათ რომ ხახუა ჩასახლდა) ერთმანეთს იცნობენ და ისინი შეიძლება ახლო მეგობრები, ნათესავები ან სულაც ოჯახის წევრები იყვნენ. ხშირად მომაკვდავი ადამიანი ასახელებს თუ ვინ იყო „ხახუა“ და თუ ასე არ მოხდა, ტომი ცდილობს თვითონ მიხვდეს თუ ვინ იქნებოდა ის. აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი თვლიან, ხახუა მხოლოდ მამრობითი სქესის ადამიანში სახლდება. ორივე შემთხვევაში ხახუად მიჩნეულ ადამიანს დაიჭერენ, მიჰყავთ მდინარესთან, თოკებით აბამენ და ესვრიან ისრებს. შემდეგ ის ვინც მოკლა ხახუა, ქვის ნაჯახით გაუპობს მას თავს, რათა ტვინამდე ჩააღწიოს (ყველა რიტუალის შემდეგ, მსხვერპლის თავი რჩება მის მკვლელს და ის მის თავის ქალას ინახავს), სხეულის დანარჩენ ნაწილებს კი დაჭრიან, ბანანის ფოთლებზე დაალაგებენ და ტომის წევრებში გადაანაწილებენ. ისინი ადამიანის ხორცს ზუსტად ისევე ამზადებენ როგორც ღორისას, დამუშავებულ ხორცს დააწყობენ პალმის ფოთლებთან ერთად და ადებენ გავარვარებულ მდინარის ქვებს, რომელსაც ასხამენ წყალს, რათა გამოუშვას ორთქლი.
მათ სრულიად სწამთ და ეჭვიც არ ეპარებათ იმაში რომ მასში, ვინც მომაკვდავმა ადამიანმა ხახუად დაასახელა მართლაცაა ხახუაა ჩასახლებული, მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა უარყოს ეს ხახუად დასახელებულმა ადამიანმა და ევედროს, რომ არ მოკლან იგი. კოროვაის ტომი ამას სამართლიანობას ეძახისდა ამბობენ „ხახუა ჭამს ადამიანს, შემდგომ კი ჩვენ ვჭამთ მას“. ხახუას ძვლებს ისინი სახლების წინ იკიდებენ (გარდა თავისქალისა, რომელიც მკვლელს რჩება), რათა ხახუას შეეშინდეს და აღარ დაბრუნდეს.
კოროვაელები ადამიანის ხორცს ადარებენ ადგილობრივ სირაქლემასმაგვარ ჩიტს კაზურს. ტომში არსებობენ კაცები, რომლებსაც განსაკუთრებით ბევრი ხახუა ჰყავთ მოკლული. მათ მიერ მოკლულთა რიცხვი ხშირად 30-საც სცდება და ეს მათთვის პრესტიჟად ითვლება. კოროვაელებმა, მეგობრობისა და ნდობის ნიშნად შეიძლება შემოგთავაზონ ზემოთხსენებული ადამიანის ხორცი, ამაზე უარის თქმა უნდობლობასა და უპატივისმცემლობას ნიშნავს.
ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთმა კოროვაელმა შეწყვიტა ეს ტრადცია მას შემდეგ რაც სხვა სამყაროს გაეცნო. ყოფილა შემთხვევა როდესაც კანიბალიზმისთვის ერთ-ერთი კოროვაელი, რომელმას თავისი დის ქმარი, მისი წარმოდგენით ხახუა მოკლა, პოლიციამ დააკავა თანამზრახველებთან და სოფლის თავთან ერთად. მათი სასჯელი შემდეგნაირი იყო. ისინი 24 საათის განმავლობაში იდგნენ წურბელებით სავსე აუზში და აიძულეს ეჭამათ თამბაქო, ცხოველის ფეკალიები, წიწაკა და მკვახე პაპაია. დასჯის ასეთი ფორმა მათივე ცხოვრების წესის გათვალიწინებით შეარჩიეს და ამან, შეიძლება ითქვას იმოქმედა.
ხელოვნება
რედაქტირებავინაიდან კოროვაელები თავად აწარმოებენ მათ იარაღებს და მათ შორის ყველაზე პოპულარულია მშვილდისარი, ამ ისრის ბასრი წვერებით მათ დახვეწეს ხეზე კვეთა და ამით შექმნეს მათი ხელოვნენა. ისინი ისრის თავებით ხეზე კვეთენ აბსტრაქტულ ფიგურებს, რომლებსაც ხშირად მაგიური დატვირთვა აქვს. ფარებზე ამოკვეთილია სიმბოლოები, რომლებსაც შემდგომ თეთრი წებოს ან პანდანუსის ხის წითელი წვენით დახმარებით აფერადებენ.
რელიგია
რედაქტირებაკოროვაის ხალხს სწამს სულების არსებობის, მათ მიაჩნიათ რომ სამყარო სავსეა ბოროტი სულებით. მათ ასევე სწამთ ადამიანთა სულების და სჯერათ, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება მისმა სულმა უნდა გაიაროს „დიდი გზა“, რომელიც მას მიიყვანს მიცვალებულთა სამეფომდე. როდესაც ისინი ამ სამეფომდე მივლენ, იქ დახვდებათ გარდაცვლილი წინაპარი მათი სამშობლოდან და მიეცემათ ახალი, ჯანმრთელი სხეული. გარკვეული დროის შემდეგ კი სულს მიეცემა შანსი რეინკარნაცია განიცადოს და ჩასახლდეს ახალშობილ ბავშვში ან ცხოველში. ისინი სიცოცხლეშივე ცდილობენ ცერემონიებით დაუკავშირდნენ წინაპართა სულებს და შესთხოვონ დახმარება, როგორიცაა საკვების სიუხვე, წარმატება ნადირობაში ან ბოროტი სულებისგან დაცვა (ისინი მათ „ლოლეოს“ ეძახიან ).
მოსახლეობის ცხოვრებაში ღორს დიდი ნაწილი უკავია. ისინი ამ ცხოველს იყენებენ სულებისთვის შესაწირად და მართავენ შესაწირ ცერემონიებსა და რიტუალებს. ღორი ასევე გამოიყენება ანაზღაურების მიზნით. ვინაიდან ღორი ასეთი მნიშვნელოვანია, მისი შეწირვა ხდება ძალიან იშვიათად და მხოლოდ ძალიან სერიოზულ და საჭირო თხოვნებთან დაკავშირებით. როგორც წესი, ცხოველის პატრონი ასრულებს რიტუალს, ვინაიდან არ არსებობენ რელიგიური ფიგურები, როგორიცაა მღვდელი და ა.შ. ისინი ცნობენ ძლიერ ღვთაებას/სულს სახელად გინოლს, რომელმაც შექმნა სამყარო მას შემდეგ, რაც გაანადგურა წინარე არსებული ოთხი. ტომს უძველესი დროიდან, უხუცესების მიერ აქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ თეთრკანიანი ბოროტი სულები შემოიჭრებიან კოროვაის მიწაზე. როდესაც ლალეო გამოჩნდება, გინოლი ამ მე-5 სამყაროსაც მოსპობს, იქნება ცეცხლი და ელვა, მთები წამოვა ციდან. ეს სამყარო დაინგრევა და მას ახალი ჩაანაცვლებს.
შეიძლება ითქვას, ამის გამოც ზოგიერთ კოროვაელს ეშინია თეთრკანიანების, მათ ლალეოდ მოიხსენიებს და არც კი უყურებს. ასევე ყოფილა შემთხვევა როდესაც კოროვაელებს მოუკლავს უცხო თეთრკანიანები, რომლებიც შევიდნენ მათ ტერიტორიაზე.
მოსახლეობას მიაჩნია რომ ღამით ბოროტი სულები ყველაზე მეტად აქტიურდებიან და ამის გამო ისინი მზის ჩასვლის შემდეგ არ ტოვენ სახლებს. მათ დღე დაყვეს 7 პერიოდად - განთიადი, მზის ამოსვლა, შუადღე, საღამო, ბინდი/მწუხრი და ღამე.
ლიტერატურა
რედაქტირება- The Korowai of Irian Jaya: Their Language in Its Cultural Context (Oxford Studies in Anthropological Linguistics, 9) by Gerrit J. Van Enk, Lourens De Vries, & Enk De Vries Van
- Korowai: in Encyclopedia of World Cultures – Supplement (Editors: Melvin Ember, Carol R.Ember, and Ian Skoggard) pp.183–187 by Gerrit J.van Enk. Macmillan Reference USA / Gale Group (ISBN 0-02-865671-7).
- Korowai Treehouses and the Everyday Representation of Time, Belonging, and Death. by Rupert Stasch. The Asia Pacific Journal of Anthropology. 12(3): 327-347.
- Textual Iconicity and the Primitivist Cosmos: Chronotopes of Desire in Travel Writing about Korowai of West Papua. by Rupert Stasch. Journal of Linguistic Anthropology 21(1):1-21.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Expeditions to West Papua: the Korowai
- The Korowai
- Korowai Language Research, VU University Amsterdam[მკვდარი ბმული]
- Mahüon-Korowai: Gerrit van Enk's specific subjects from the daily life and symbolic environment of the Korowai დაარქივებული 2004-07-23 საიტზე Wayback Machine.
- On Stasch's dissertation დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Stasch's book დაარქივებული 2009-09-25 საიტზე Wayback Machine.
- The Korowai, The Last Cannibals დაარქივებული 2006-05-05 საიტზე Wayback Machine.
- "Sleeping with the Cannibals"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Korowai in Indonesia. PeopleGroup.org. ციტირების თარიღი: 2014-09-24.
- ↑ Nathalia, Telly. Indonesia census turns up Papua tribe living in trees დაარქივებული 2017-12-13 საიტზე Wayback Machine. . Reuters.
- ↑ Indonesian Korowai Tribe First Officially Recognised As Tree-Dwellers The Telegraph Jul 08, 2010. Visited Jan 29, 2013.