პაპუა (ინდონეზიის პროვინცია)
პაპუა (ინდონ. Papua) — პროვინცია ინდონეზიაში. მოიცავს კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნახევრის უმეტეს ნაწილს და მიმდებარე სხვა კუნძულებს. დედაქალაქია ჯაიაპურა. წარმოადგენს ინდონეზიის უდიდეს და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე პროვინციას. თავდაპირველად, პროვინცია კუნძულ ახალი გვინეის მთლიან დასავლეთ ნახევარს მოიცავდა, ამ დროისთვის მისი სახელი იყო დასავლეთი ახალი გვინეა ანუ ირიან–ჯაია, თუმცა, 2003 წელს ინდონეზიის მთავრობამ კუნძულის უკიდურესი დასავლეთი ნაწილი ცალკე პროვინციად გამოაცხადა; ამჟამად კი ეწოდება დასავლეთი პაპუა.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
პაპუა ინდონ. Papua | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
ადმ. ცენტრი | ჯაიაპურა | ||||
შიდა დაყოფა | Biak Numfor[1] [2] , Jayapura[1] [2] , Keerom[1] [2] , Yapen Islands[1] [2] , Mamberamo Raya[1] [2] , Sarmi[1] [2] , Supiori[1] [2] , Waropen[1] [2] და ჯაიაპურა[1] [2] | ||||
კოორდინატები | 2°30′00″ ს. გ. 138°30′00″ ა. გ. / 2.50000° ს. გ. 138.50000° ა. გ. | ||||
მმართველი | Lukas Enembe | ||||
დაარსდა | 1 მაისი, 1963 | ||||
ფართობი | 319 036,05 კმ² | ||||
მოსახლეობა | 2 833 381[3] კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 8,9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+09:00]] | ||||
საფოსტო ინდექსი | 98511 - 99976 | ||||
საავტომობილო კოდი | DS | ||||
ოფიციალური საიტი | papua.go.id | ||||
2010 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 2 833 381 ადამიანს შეადგენს.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით პაპუა 28 სარეგენტოდ და 1 ავტონომიურ ქალაქად იყოფა.