კორეული ენის რომანიზაცია
კორეული ენის რომანიზაცია — ლათინური ანბანის ასო-ნიშნების გამოყენება კორეული სიტყვების ჩასაწერად, რომლებიც შესრულებულია ჰანგულზე ანდა იმავე ხანჩაზე.
ლათინური ანბანის კორეული სახელწოდება არის „რომაჯა“ და სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც რომაული ასოები.
კორეულის რომანიზაციის სისტემები
რედაქტირებადასავლეთში
რედაქტირება- მაკიუნ-რაიშაუერის რომანიზაცია (ინგლ. McCune–Reischauer romanization; აბრევიაციით MR; 1937) — პირველი სისტემა, რომელმაც თითქმის ყველგან მოიპოვა აღიარება. ოდნავ სახეცვლილი ვერსია წარმოადგენდა სამხრეთ კორეაში რომანიზაციის ოფიციალურ სისტემას 1984-დან 2000 წლებში, ხოლო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი იგი დღემდე მიიჩნევა ძირითადად. ამ სისტემაში აქტიურად გამოიყენება დეფისი, აპოსტროფი და დიაკრიტიკული ნიშნები. სისტემაში მთავარი აქცენტი კეთდება არა დაწერილობის, არამედ წარმოთქმის გადმოტანაზე.
- ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის სისტემა (ინგლ. ALA-LC romanization; აბრევიაციით ALA-LC) — ეფუძნება მაკიუნ-რაიშაუერის სისტემას.
მაკიუნ-რაიშაუერის სისტემებში არსებული ნაკლოვანებების გამო გაჩნდა ალტერნატიული სისტემების გაჩენის საჭიროება:
- იელის რომანიზაციის სისტემები (ინგლ. Yale romanization of Korean; 1942): შეიქმნა ლინგვისტთა შორის კონვენციონალურ სტანდარტულ სისტემად.
- კორეული ენის ახალი რომანიზაცია (ინგლ. Revised Romanization of Korean; აბრევიაციით RR, 2000): წარმოადგენს მაკიუნ-რაიშაუერის რევიდირებულ ვერსიას, თუმცა მაკიუნ-რაიშაუერისაგან განსხვავებით აქცენტი აქ კეთდება არა წარმოთქმაზე, არამედ დაწერილობის სწორ გადმოტანაზე. დეფისები და დიაკრიტიკული ნიშნები იშვიათად გამოიყენება. სისტემა შემუშავდა სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ და დღესდღეობით იგი მიიჩნევა ოფიციალურად სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში.
- ISO/TR 11941 (ინგლ. ISO/TR 11941) - (1996): სინამდვილეში წარმოადგენს ორ ურთიერთგანსხვავებულ სტანდარტს, რომელსაც ერთი სახელწოდება აქვს: ერთი გამოიყენება კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო მეორეს კი სამხრეთ კორეაში იყენებენ და ორივე იელის უნივერსიტეტის რომანიზაციის სისტემას ეყრდნობა.
- ფრედ ლიუკოფისეული რომანიზაცია ლიუკოფი (ინგლ. Fred Lukoff; კორ. 프레드 루코프), შემუშავდა 1945-1947 წლებში სასაუბრო კორეული ენის სახელმძღვანელოებისთვის და ერქვა „კორეულის შერეული დამწერლობა“ (ინგლ. Korean mixed script).
- ჩოსონ კჳახაგჳონის რომანიზაცია (კორ. 조선민주주의인민공화국 과학원).
საბჭოთა კავშირში
რედაქტირებაXX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში შემუშავდა კორეული დამწერლობის რომანიზაცია.
კორეულის რომანულ ვარიანტს მოიხსენებდნენ არა რომანიზაციად, არამედ ლათინიზაციად (ქართ. გალათინურება, ლათინურად ქცევა), ისევე როგორც მთელ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც იმჟამად საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა ოფიციალურად ლათინიზაცია ერქვა.
a в d e æ g h i y k kh l r m n ng o ө ə p ph s t th u z
რუსი ლინგვისტების მიერ შემუშავებული კორეულის ლათინური ვარიანტი დამტკიცდა 1935 წელს, მაგრამ პრაქტიკულად იგი არ გამოუყენებიათ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Советское языкознание, т.1. Л., 1935