კორდილიერა-დე-მერიდა
კორდილიერა-დე-მერიდა (ესპ. Cordillera de Mérida) — ქედი ანდებში, ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კორდილიერების ჩრდილო-აღმოსავლეთ შტოქედი. მასივებისა და ქედების ერთობლიობაა. ვრცელდება ტაჩირის, მერიდის, ბარინასის, ტრუხილიოს, პორტუგესისა და ლარას შტატების ტერიტორიებზე.
კორდილიერა-დე-მერიდა | |
---|---|
კორდილიერა-დე-მერიდის, და საერთოდ ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი – ბოლივარის პიკი | |
კოორდინატები: 8°40′ ჩ. გ. 71°00′ დ. გ. / 8.667° ჩ. გ. 71.000° დ. გ. | |
ქვეყანა | ვენესუელა |
უმაღლესი წერტილი | ბოლივარის პიკი |
სიმაღლე | 4981 მ |
სიგრძე | 400 კმ |
სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიმაღლე 4981 მ (ბოლივარის პიკი). აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტებით, გნაისებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ტაჩირის დეპრესია კორდილიერა-მერიდას გამოჰყოფს აღმოსავლეთ კორდილიერებისაგან, რომელიც აყალიბებს საზღვარს ვენესუელასა და კოლუმბიას შორის. სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთები გადაკვეთილია მდინარე ორინოკოს შენაკადების ხეობებით. ჩრდილოეთ ქარპირა კალთები დაფარულია მთის ჰილეით, მშრალი სამხრეთ კალთები და შიგა ხეობები — ქსეროფიტული ბუჩქნარითა და შერეული ტყით. 2800 მ ზევით მაღალი მთის სტეპი და პარამოსია, 4600 მ-ზე მაღლა — მუდმივი თოვლი. ქედზე 5 მყინვარია.
ქედის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს ქალაქი ბარკისიმეტო და მდინარე კოხედესის ზემო წელი. მასივის ცენტრში გაშენებულია ქალაქი მერიდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 663.