კოხედესი
კოხედესი (ესპ. Cojedes) — მდინარე ცენტრალურ ვენესუელაში, ორინოკოს შენაკადი. სათავეს იღებს ლარას შტატში, შემდეგ მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთით, უფსკრულებში, კორდილიერა-დე-მერიდასა და კორდილიერა-დე-ლა-ლოსტას შორის, ორინოკოს აუზის ლიანოსისა და საძოვრების გადაკვეთის შემდეგ ერთვის მდინარე აპურეს, ორინოკოს შენაკადს. კოხედესის აუზი განაწილებულია ლარას, იარაკუის, პორტუგესის, კოხედესის, ბარინასისა და გუარიკოს შტატებში.
მდინარეში ბინადრობს მთელ მსოფლიოში უნიკალური ორინოკოს ნიანგი. უახლოეს მომავალში, ამ მდინარის გარკვეული მონაკვეთები გამოცხადდება ბიოსფერულ ნაკრძალად, რათა მოხდეს დაცვა ამ სახეობის ნიანგების გამრავლების ადგილებისა, რომლებიც კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად მიიჩნევა.