კოხედესის შტატი
კოხედესი (ესპ. Estado Cojedes) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია სან-კარლოსი. მდებარეობს ცენტრალურ-დასავლეთ რეგიონში. მისი სახელი მომდინარებობს მდინარისგან, რაც ადგილობრივთა ენაზე ნიშნავს „სადაც ყველაფერი ხდება“. შტატის მთლიანი ფართობია 14 800 კმ². 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 300 300 ადამიანს შეადგენს.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
კოხედესის შტატი Estado Cojedes | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | სან-კარლოსი | ||||
შიდა დაყოფა | ანსოატეგის მუნიციპალიტეტი[1] , პაო-დე-სან-ხუან-პაუტისტას მუნიციპალიტეტი[1] , ფალკონის მუნიციპალიტეტი[1] , ხირარდოტის მუნიციპალიტეტი[1] , ლიმა-ბლანკოს მუნიციპალიტეტი[1] , რიკაურტეს მუნიციპალიტეტი[1] , რომულო-გალიეგოსის მუნიციპალიტეტი[1] , სან-კარლოსის მუნიციპალიტეტი[1] და ტინაკოს მუნიციპალიტეტი[1] | ||||
კოორდინატები | 9°21′00″ ჩ. გ. 68°19′00″ დ. გ. / 9.35000° ჩ. გ. 68.31667° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1864 | ||||
ფართობი | 14 800 კმ² | ||||
მოსახლეობა | 300 300 კაცი (2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | cojedes.me.gob.ve | ||||
ეკონომიკური აქტივობის ძირითად დარგებს მიწათმოქმედება და მეცხოველეობა წარმოადგენს. მთავარი კულტურებია სიმინდი, იამი, სორგო, ბარდა, კასავა და მანგო. მეცხოველეობაში ლიდერობს მსხვილფეხა რქოსანი საქონელი და მეღორეობა.
შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, გადმოსახლდნენ ორინოკოს რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი ამერიკელები, მათი მთავარი მიზანი კოლონიზაცია და ტაკარიგუის ტბის გარშემო ტერიტორიებთან ვაჭრობის გაბმა იყო.
1750 წელს ესპანელმა კირილო ბაუტისტამ დააარსა დასახლება სანტა-კლარა-დე-კარამაკატე. არეალის შესახებ ერთ-ერთ პირველ მოხსენებებს 1760 წელს წერს ეპისკოპოსი მარტი.
დამოუკიდებლობის შემდეგ კოხედესი შედიოდა კარაბობოს პროვინციის შემადგენლობაში.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებაადმინისტრაციულად შტატი იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა |
---|---|---|---|---|
ანსოატეგი | კოხედესი | 831 | 16 333 | |
ფალკონი | ტინაკილიო | 714 | 90 773 | |
ხირარდოტი | ელ-ბაული | 3 468 | 11 579 | |
ლიმა-ბლანკო | მაკაპო | 127 | 9 161 | |
პაო-დე-სან-ხუან-პაუტისტა | ელ-პაო | 127 | 9 161 | |
რიკაურტე | ლიბერტადი | 5 089 | 15 730 | |
რომულო-გალიეგოსი | ლას-ვეგასი | 905 | 12 340 | |
სან-კარლოსი | სან-კარლოსი | 1 843 | 97 860 | |
ტინაკო | ტინაკო | 1 098 | 31 371 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gobernación del Estado Cojedes დაარქივებული 2006-02-26 საიტზე Wayback Machine.
- Cojedes Virtual
- CojedesWeb დაარქივებული 2009-09-30 საიტზე Wayback Machine.
- CojedesInforma[მკვდარი ბმული]