სან-კარლოსი (ვენესუელა)
სან-კარლოსი (ესპ. San Carlos) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, კოხედესის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტირგუას გასწვრივ, მთიანეთისა და ვაკეების შერწყმის ადგილზე, ზღვის დონიდან 152 მ სიმაღლეზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-კარლოსი San Carlos | |||||
კათედრალი, სან-კარლოსი | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი (ვენესუელა)|ვენესუელის შტატები|შტატი | კოხედესი | ||||
კოორდინატები | 9°39′30″ ჩ. გ. 68°35′24″ დ. გ. / 9.65833° ჩ. გ. 68.59000° დ. გ. | ||||
დაარსდა | 27 აპრილი, 1678 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 152 მ | ||||
მოსახლეობა | 110.000 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 6,6 კაცი/კმ² | ||||
სატელეფონო კოდი | 0258 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2201 | ||||
ოფიციალური საიტი | sancarlos-cojedes.gov.ve | ||||
2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 110.000 კაცს. დაარსდა 1678 წლის 27 აპრილს,[1] კაპუცინელი მისიონერების მიერ. კოხედესისა და პორტუგესის შტატების გაყოფამდე სან-კარლოსი იყო ფალკონის შტატის დედაქალაქი. კომერციული ცენტრია, განვითარებულია სოფლის მეურნეობა, ამრავლებენ საქონელს. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, სიმინდი, ბრინჯი.
ქალაქი გაშენებულია ავტომაგისტრალზე, რომლის მეშვეობით უკავშირდება ვენესუელის ქალაქებს: აკარიგუას, გუანარეს, ბარკისიმეტოსა და ვალენსიას.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Alcaldías Digitales. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-20. ციტირების თარიღი: 2011-10-27.