გუანარე
გუანარე (ესპ. Guanare) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, პორტუგესის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2001 წლის მონაცემებით გუანარეს მოსახლეობა შეადგენდა 157.400 ადამიანს,[1] 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა უდრის 235.000 ადამიანს. მდებარეობს ანდების მთისწინეთში, ზღვის დონიდან 183 მ სიმაღლეზე. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ქალაქში არის უმაღლესი სასწავლებლები.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გუანარე Guanare | |||
გუანარე | |||
| |||
ქვეყანა | ვენესუელა | ||
შტატი | პორტუგესა | ||
კოორდინატები | 9°02′37″ ჩ. გ. 68°44′56″ დ. გ. / 9.04361° ჩ. გ. 68.74889° დ. გ. | ||
დაარსდა | 3 ნოემბერი, 1591 | ||
ფართობი | 2,008 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 183 მ | ||
მოსახლეობა | 235.000 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 100.63 კაცი/კმ² | ||
სატელეფონო კოდი | 0257 | ||
საფოსტო ინდექსი | 3350 | ||
ოფიციალური საიტი | [Alcaldía de Guanare (ესპანური) Alcaldía de Guanare (ესპანური)] | ||
დაარსდა 1591 წლის 3 ნოემბერს. სხვადასხვა შეხედულებით გუანარე მიჩნეულია ვენესუელის სასულიერო დედაქალაქად. ქალაქის ცენტრში აღმართულია ქვეყნის ეროვნული გმირის — სიმონ ბოლივარის ძეგლი.
მისასვლელი გზით ჩრდილო-აღმოსავლეთით დაკავშირებულია ქალაქ სან-კარლოსთან, ჩრდილოეთით ქალაქ ბარკისიმეტოსთან, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ბარინასთან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გუანარე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-25. ციტირების თარიღი: 2011-10-04.