პარამოსი
პარამოსი, პარამო (ესპ. páramo, páramos) — ნეოტროპიკული ეკოსისტემა. წარმოადგენს ტროპიკული ანდების (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის) მაღალმთის ქსერომორფულ მცენარეულობას (ტყის ზედა საზღვარსა და მუდმივ თოვლს შორის), რომელსაც ქმნის რთულყვავილოვანთა ოჯახის ენდემური Espeletia-ს გვარის სახეობები. გადაჭიმულია კორდილიერა-დე-მერიდიდან (ვენესუელა) ხუანკაბამბას ღრმულამდე (პერუ). აგრეთვე არსებობს ორი ცალკე ოლქი კოსტა-რიკასა და კოლუმბიაში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარამოსი მდებარეობს სუმაპასაში (კოლუმბია). პარამოსის საერთო ფართობი უდრის 35 000–77 000 კმ².
არის ტბები. პარამოსის დიდი ნაწილი (57 %) ვრცელდება კოლუმბიის ტერიტორიაზე.
პარამოსის სარტყლის ქვედა ნაწილში (ზღვის დონიდან 3300-4000 მ) გაბატონებულია აგრეთვე ბუჩქნარი, ზედა ნაწილში კი (ზღვის დონიდან 4000-4500 მ) ნახევრად ბუჩქები, როზეტიანი და ბალიშა ბალახოვანი მცენარეები. ყვავილოვან მცენარეთა გავრცელების ზედა საზღვარია ზღვის დონიდან 4700-4800 მ, მის ზემოთ კი უკვე იწყება მყინვარული მთები, რომელიც დაფარულია უმდაბლესი მცენარეებით (ძირითადად ლიქენებით). მსგავსი მცენარეულობა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკის მთებში, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთულყვავილოვანთა ოჯახის Senecio-ს გვარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Organización para la Educación y la Protección Ambiental დაარქივებული 2011-12-16 საიტზე Wayback Machine.
- Fundación Ecuatoriana de Estudios Ecológicos
- El Páramo, ecosistema de alta montaña დაარქივებული 2010-08-14 საიტზე Wayback Machine.
- paramo.be website of Wouter Buytaert დაარქივებული 2011-08-18 საიტზე Wayback Machine.
- Geoökologische Untersuchungen im PNN Puracé / Kolumbien. Ein Ansatz zur Optimierung der Erfassung von Geo- und Bio-Ressourcen in hochandinen Ökosystemen
- Lateinamerika-Nachrichten. Auf mindestens einem Auge blind
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 680.