თავყვითელა (ლათ. Senecio) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახები, ბუჩქები ან ხისებრი მცენარეებია.

თავყვითელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Senecio

1500-ზე მეტი (სხვა მონაცემებით 3000-მდე) სახეობა გავრცელებულია უმთავრესად სამხრეთ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, აზიისა და ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში — 25 სახეობაა, მ. შ. 10 კავკასიის და 3 საქართველოს ენდემია.

იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. ზოგი სარეველაა (ლათ. Senecio vulgaris), ზოგი — სამკურნალო (ხარისშუბლა). ბევრ სახეობას აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა

რედაქტირება