ხარისშუბლა
ხარისშუბლა[1] (ლათ. Senecio rhombifolius)[2] — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. აქვს გრძელი, მიწაში ჰორიზონტალურად გაწოლილი ფესვები. ღერო სწორმდგომი, მრგვალი შემოწერილობის, წვრილად დაღარული.
ხარისშუბლა | |||||
---|---|---|---|---|---|
Senecio rhombifolius | |||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||
| |||||
ლათინური სახელი | |||||
Senecio rhombifolius Senecio platyphyllus Senecio platyphylloides | |||||
ფართო (25-30 სმ-მდე) ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი, ყუნწის ფუძესთან გულის ფორმა აქვს და კიდეები ოდნავ გადაფენილია გვერდებისაკენ. ფოთლის ფირფიტის კიდეები ბოლოში წაწვეტიანებულია და ხერხისებურადაა დაკბილული. წვრილი, მჭახე ყვითელი ფერის ყვავილები ფარისებრ ყვავილედათაა შეკრული და სასიამოვნო სურნელს გამოსცემს, ყვავილობს ივლის-სექტემბერში.
ხარისშუბლა კავკასიისა და თურქეთის ენდემია. საქართველოში ვხვდებით აჭარის, რაჭის და სვანეთის სუბალპურ და ალპურ ზოლში ზღვის დონიდან 2500 მ. სიმაღლემდე. სასარგებლო მცენარეა, შეიცავს ალკალოიდებს, მათ შორის პლატიფილინს და სარაცინს. მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სპაზმოლიტურ საშუალებად გულ-სისხლძარღვთა დასასუნთქი გზების სამკურნალოდ.
ლიტერატურა
რედაქტირება- შ.ხიდაშელი, ვ.პაპუნიძე, საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები, ბათუმი, 1980, გვ. 231
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხარისშუბლა - ბოტანიკური ლექსიკონი
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 437.