კონსტანტინე ლუკიტი

კონსტანტინე ლუკიტი (ბერძ. Κωνσταντίνος Λουκίτης), ასევე ცნობილი როგორც ლიკიტისი (ბერძ. Λυκίτης) — XIV საუკუნის ბიზანტიელი პოეტი და ტრაპიზონის იმპერიის პოლიტიკური მოღვაწე.

კონსტანტინე ლუკიტი
ბერძ. Κωνσταντίνος Λουκίτης
დაბადების თარიღი არაუგვიანეს 1280
გარდაცვალების თარიღი 1340
გარდაცვალების ადგილი ტრაპიზონი
საქმიანობა პროტონოტარი, პროტოვესტიარი, პოეტი და scholar
მოქალაქეობა ტრაპიზონის იმპერია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუკიტის დაბადების თარიღი უცნობია. ისტორიკოსი ე. ბრაიერის მოსაზრებით ის წარმოშობით ხალდიიდან იყო,[1] თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ის მაკედონიიდან უნდა ყოფილიყო. ცხოვრების ადრეული პერიოდი კონსტანტინეპოლში გაატარა,[2] აქვე მიიღო უმაღლესი განათლება; მისი მასწავლებელი თეოდორე ჰირტაკენოსი იყო.[3] 1301 წელს დაბრუნდა ტრაპიზონში და იმავე წელს იმპერატორი ალექსი II-ის (მმართ. 1297–1330) მიერ ამიტიოტების (თურქმანები — დიარბაქირის, იგივე ამიდის საამირო) წინააღმდეგ ორგანიზებულ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ტრაპიზონის იმპერიის საზღვრებში შემოიჭრნენ და იმპერიის მეორე უმნიშვნელოვანესი ქალაქი კერასუნტი (თანამედროვე გირესუნი) მოარბიეს.

ტრაპიზონში ის დაუახლოვდა კომნენოსებთან დაკავშირებულ ადგილობრივ სამეცნიერო ელიტას,[4][5][6] რაც აისახება იმ ფაქტზეც რომ ე.წ. „ტრაპიზონის ჰოროსკოპში“ მისი სახელი მოიხსენიება იმპერატორის სახელის შემდგომ.[7] იმპერატორმა ლუკიტეს პროტონოტარიოსის და პროვესტარიოსის თანამდებობა უწყალობა. ტრაპიზონში ყოფნისას კონტაქტებს ინარჩუნებდა იოანე ლაზაროპულოსთან და ნიკიფორე გრიგორასთან[8][9]. აღსანიშნავია მისი მიმოწერები თეოდორე ჰირტაკენოსთან[10][11][12] და ასტრონომ გიორგი ხონიადესთან,[13][14] რომელმაც საკუთარი ბიბლიოთეკის ნაწილი ნიკეტას უანდერძა. ტრაპიზონში ასწავლიდა მათემატიკას და ასტრონომიას. არსებული წყაროების თანახმად ლუკიტესი ასტრონომიას ასწავლიდა წმ. ევგენიოსის და წმ. სოფიას მონასტერებში. გარდაიცვალა 1340 წელს. დაკრძალულია წმინდა სოფიას ტაძარში,

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Χρύσανθος Φιλιππίδης, μητροπολίτης Τραπεζούντος, «Η Εκκλησία Τραπεζούντος», Αρχείον Πόντου, 4/5, 1933, 1-1070
  • Οικονομίδης Ν., «Σημείωμα περί των επιστολών του Γρηγορίου Χιονιάδου», Αρχείον Πόντου, 20 , 1955, 40-44
  • Παπαδόπουλος Ι., «Γρηγορίου Χιονιάδου του Αστρονόμου Επιστολαί», Επιστημονική Επετηρίς Φιλοσοφικής Θεσσαλονίκης, 1 ,1927, 151—206
  • Λουκίτης Κωνσταντίνος, Εγκώμιον εις τον άγιον μεγαλομάρτυρα του Χριστού Ευγένιον και τους συνάθλους αυτού Κανίδιον, Ουαλεριανόν και Ακύλαν, τους εν Τραπεζούντι μαρτυρήσαντας, Papadopoulos-Kerameus, Α. (επιμ.), Fontes Historiae Imperii Trapezunti, St. Petersburg 1897
  • Λουκίτης Κωνσταντίνος, Κωνσταντίνου του πρωτονοταρίου και πρωτοβεστιαρίου του Λουκίτου επιτάφιον εις τον εν βασιλεύσιν αοίδιμον εκείνον και τρισμακάριστον κύριον Αλέξιον τον Κομνηνόν, Παπαδόπουλος-Κεραμεύς, Α., Ανάλεκτα Ιεροσολυμιτικής Σταχυολογίας Ι, St. Petersburg 1891
  • Νικηφόρος Γρηγοράς, Επιστολαί, Leone, P.A.M. (επιμ.), Nicephori Gregorae Epistulae, I- ΙI, Matino 1982
  • Λαμπάκης Σ., Σαββίδης Α., Γενική Βιβλιογραφία περί του βυζαντινού Πόντου και του κράτους των Κομνηνών της Τραπεζούντας, Αθήνα 1992
  • Λαμπάκης Σ., «Μακεδονική δυναστεία και Μεγαλοκομνηνοί. Σχόλια σχετικά με τα ιστορικά στοιχεία στα „Θαύματα του αγίου Ευγενίου του Ιωάννη-Ιωσήφ Λαζαρόπουλου“», Σύμμεικτα, 8, 1989, 319—334
  • Vathi Theodora, "Constantine Loukites", Encyclopaedia of the Hellenic World, Asia Minor
  1. A. Bryer and D. Winfield, Τhe Byzantine Monuments and Topography of the Pontos, pp.300
  2. Vogel, M., Gardthausen, V., Die griechischen Schreiber des Mittelalters und der Rennaissance (Leipzig 1909), σελ. 246
  3. Constantinides, C.N., Higher Education in Byzantium in the Thirteenth and Early Fourteenth Centuries (1204-ca. 1310) (Nicosia 1982), σελ. 93
  4. Jan Olof Rosenquvist, "Byzantine Trebizond, A Provincial Literary Landscape, " Byzantino-Nordica 2004: Papers Presented at the International Symposium of Byzantine Studies Held on 7-11 May 2004 in Tartu, Estonia, ed. Ivo Volt, Janika Päll (Tartu: University Press, 2005), σελ. 39-41
  5. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1626—1629; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, σελ. 337 «a great man in word and deed.»
  6. Fatouros, G., «Zur Chronologie der Briefe des Theodoros Hyrtakenos», Jahrbuch der Österreichischen Byzantinistik 43 (1993), σελ. 221—231
  7. Mercier, R., An Almanac for Trebizond for the year 1336, Corpus des Astronomes Byzantins VII (Louvain-la-Neuve 1994), σελ. 15, 23-24
  8. Guilland, R., Correspondance de Nicéphore Grégoras (Paris 1927), επ. 66, σελ. 101—102
  9. Χρύσανθος, Μητροπολίτης Τραπεζούντος, «Η εκκλησία Τραπεζούντος», Αρχείον Πόντου 4-5 (1933), σελ. 33
  10. La Porte-du Theil F.J.G. (επιμ.), «Opuscules et letters anecdotes de Théodôre l’Hyrtacènien», Notices et extraits des manuscripts de la Bibliothéque Nationale 5 (1798), σελ. 709—744, 6 (1800), σελ. 1-48
  11. Karpozilos, A., «The Correspondence of Theodoros Hyrtakenos», Jahrbuch der Österreichischen Byzantinistik 40 (1990), σελ. 281—282, 292
  12. Constandinidis, C.N., Higher Education in Byzantium in the Thirteenth and Early Fourteenth Centuries (1204-ca. 1310) (Nicosia 1982), σελ. 93, 95, 109—110, 142
  13. Biographical Encyclopedia of Astronomers, Thomas Hockey, Katherine Bracher, Marvin Bolt, Virginia Trimble, JoAnn Palmeri, Richard Jarrell, Jordan D. Marché, F. Jamil Ragep, Springer Science & Business Media, 18 Sep 2007, σελ. 229.
  14. Vogel, M., Gardthausen, V., Die griechischen Schreiber des Mittelalters und der Rennaissance (Leipzig 1909), σελ. 246