იოანე ლაზაროპულოსი
იოანე ლაზაროპულოსი (ბერძ. Ιωάννης Λαζαρόπουλος) (დ. დაახლ. 1310[1] — გ. 1369, კონსტანტინოპოლი) — რელიგიური მწერალი და ტრაპიზონის მიტროპოლიტი (როგორც იოსები) 1364-დან 1367 წლის ნოემბრამდე.
იოანე ლაზაროპულოსი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1310 |
გარდაცვალების თარიღი | 1369 |
საქმიანობა | მიტროპოლიტი |
მოქალაქეობა | ბიზანტიის იმპერია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველი ცნობა ლაზაროპულოსის შესახებ წმინდა ევგენიოსის მონასტერში გამართულ ფერისცვალების დღესასწაულს (6 აგვისტოს) უკავშირდება, სადაც ასევე ესწრებოდა პროტოვესტიარი კონსტანტინე ლუკიტი, ამ უკანასკნელს ლაზაროპულოსი ახასიათებს, როგორც „დიდებული ადამიანი სიტყვით და საქმით“.[2] ლაზაროპულოსი ამ დღეს ათარიღებს როგორც „მესამე ასაკის“ დასასრულს და აღნიშნავს, რომ ორივე მისი მშობელი ცოცხალი იყო, რის საფუძველზეც იან ოლოფ როზენკვისტი ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის ლაზაროპულოსი 21 წლის უნდა ყოფილიყო.[3]
მოგვიანებით ის ეკლესიარქი (skeuophylax) გახდა, დაქორწინდა და 1340 წლისთვის უკვე ჰყავდა ორი ვაჟი. მალევე ტრაპიზონის იმპერატორის ბასილის (მმართ. 1332–1340) გარდაიცვალების შემდეგ, მეორე წელსვე, ლაზაროპულოსმა დატოვა ტრაპიზონი, როცა დედოფალი ირინა პალეოლოგოსი (მმართ. 1340–1341) და მისი ორი ვაჟი (ექსორიით) კონსტანტინოპოლში გადაასახლეს.[4] კონსტანტინოპოლში ლაზაროპულოს თან ახლდა მისი ვაჟი კონსტანტინე, რომელსაც აქვე უმაღლესი განათლება მიაღებინა, ხოლო მისი მეორე ვაჟი კონსტანტინეპოლში ყოფნისას გარდაიცვალა.
1349 წელს, როდესაც იოანე VI კანტაკუზენმა (მმართ. 1347–1354) შეიტყო, რომ ტრაპიზონის იმპერატორი მიხეილი (მმართ. 1344–1349) მოსახლეობაში არაპოპულარულობით სარგებლობდა, გადაწყვიტა ტრაპიზონის იმპერიის შიდა საქმეებში ჩარეულიყო და ტრაპიზონში ახალგაზრდა იოანე კომნენოსი (რომელიც ცნობილი გახდა როგორც ალექსი III მეგას კომნენოსი) გააგზავნა, ამ უკანსკნელმა ადგილობრივი არისტოკრატიის დახმარებით ჩაანაცვლა იმპერატორი მიხეილი. ამ ამბებთან დაკავშირებით ბიზანტიის იმპერატორმა, იოანე კანტაკუზენოსმა იოანე ლაზაროპულოს წლის ბოლომდე ტრაპიზონში იოანე კომნენოსთან ერთად გამგზავრება სთხოვა,[5] თუმცა ის ორჭოფობდა, რადგან ამ პერიოდში შავი ზღვა ცნობილი იყო მისი ბობოქარი ბუნებით და თავს არიდებდა გამგზავრებისგან იქამდე, სანამ სიზმრად ყოფნისას წმინდა ევგენიოსი გამოეცხადებოდა, რომელმაც დაარწმუნდა რომ მშვიდად იმგზავრებდა.[6] ლაზაროპულოსი ტრაპიზონში 22 დეკემბერს ჩავიდა.[7]
ალექსი III-ის (მმართ. 1349–1390) მმართველობის პერიოდში, 1363 წლის 27 ოქტომბერს ტრაპიზონის მიტროპოლიტი ნიფონი, როგორც იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს და სუმელას მონასტერში გამოკეტეს.[8] მომდევნო წლის, 18 მარტს ნიფონი გარდაიცვალა და მის მემკვიდრედ ტრაპიზონის მიტროპოლიტის თანამდებობაზე იოანე ლაზაროპულოსი დაინიშნა. იოანე უმალ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, რათა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფილოთეუსისგან კურთღევა მიეღო. იოანე ტრაპიზონში აღდგომა დღეს, 1365 წლის 13 აპრილს დაბრუნდა.
მიქაელ პანარეტოსის თანახმად, იოანემ მიტროპოლიტის თანამდებობა 1367 წლის, 15 ნოემბერს დატოვა და წმინდა ელეუსას მონასტერში, ფადონუსის ნავსადგურის მახლობლად (ლეონკასტრონის წინ) ბერად გადაიხვეწა. ტრაპიზონის მიტროპოლიტის თანამდებობაზე ის ათონელმა ბერმა თეოდოს თესალონიკელმა ჩაანაცვლა. შემდეგი წლის 19 ივლისს ის კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. მიზეზი „არანიოტელი“ (ასევე მოიცავდა არესის კუნძულს) მეკობრეების რეიდები გახდა. უილიამ მილერი თვლის, რომ რეიდებს ოსმალო თურქები აწყობდნენ, თუმცა ენტონი ბრაიერი მიიჩნევს, რომ რეიდებში სინოპელი და ადგილობრივი თურქმანები მონაწილეობდნენ.[9]
ნაშრომები
რედაქტირებამისი ორი ნაშრომი ლაზორუპოლუსმა შეადგინა წმ. ევგენიოსის მონასტერში: „ლოგოსი“ – მოიცავს წმინდანის ცხოვრებას და სიკვდილს; და „სინოპსისი“ – მოიცავს წმინდანის 33 სასწაულს, მათ შორის ორი რომელიც თავად გადახდა თავს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდანის ტრაპიზონის ალყაში მონაწილეობაზე (1224) გადმოცემს. ორივე რედაქტირებულია ა. პაპადოპულოს-კერამეუსის მიერ („Fontes Historiae Imperii Trapezuntini“, ტომი. 1). იხინი გადათარგმნა იან ოლოფ როზენქვისტმა ნაშრომში „The Hagiographic Dossier of St Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154“ (უფსალა 1996).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Vougiouklaki Penelope, "Joseph Lazaropoulos", Encyclopedia of the Hellenic World: Asia Minor
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jan Olof Rosenqvist's date. Rosenqvist, The Hagiographic Dossier of St. Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154 (Uppsala: Acta Universitatis, 1996), p. 30
- ↑ Lazaropoulos, Synopsis, ll. 1626-1629; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, p. 337
- ↑ Rosenqvist, Hagiographic Dossier, pp. 457, commentary on line 1610.
- ↑ Lazaropoulos, Synopsis, ll. 1664-1672; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, p. 339
- ↑ Lazaropoulos, Synopsis, ll. 1690f; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, p. 341
- ↑ Lazaropoulos, Synopsis, ll. 1699ff; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, p. 341
- ↑ Panaretos, Chronicle, 15. Greek text in Original-Fragmente, Chroniken, Inschiften und anderes Materiale zur Geschichte des Kaiserthums Trapezunt, part 2; in Abhandlungen der historischen Classe der königlich bayerischen Akademie 4 (1844), abth. 1, p. 23; German translation, p. 52
- ↑ Panaretos, Chronicle, 34. Greek text in Original-Fragmente, p. 34; German translation, p. 59
- ↑ Bryer, "Greeks and Türkmens", p. 146 n. 127