კალეპარკი

(გადამისამართდა გვერდიდან ლეონკასტრონი)

კალეპარკი (თურქ. Kalepark), თავდაპირველად ცნობილი, როგორც ლეონკასტრონი (ლათ. Leonkastron), მოგვიანებით გიუზელჰისარი (თურქ. Güzelhisar, „ლამაზი ციხე“[1]) — შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე თურქეთში, ქ. ტრაპიზონის აღმოსავლეთ ნაწილში. ციხის აგება უკავშირდება გენუელ ვაჭრებს, რომლებიც შავი ზღვისპირეთში აქტიური სავაჭრო საქმიანობით იყვნენ დაკავებული და ტრაპიზონის იმპერატორებთან მიღწეული ხელშეკრულებით უფლება მიიღეს იმპერიის დედაქალაქში ციხე აეგოთ, რათა ტრაპიზონიდან მომავალი სავაჭრო გზები დაეცვათ. ციხე კლდოვან მასივზე აიგო და გადაჰყურებდა ქალაქში მდებარე ორივე ნავსადგურს. მოგვიანებით ტრაპიზონის იმპერატორებსა და გენუელებს შორის ციხეზე კონტროლი მრავალჯერ გამხდარა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი.

კალეპარკი
ლეონკასტრონი
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
კალეპარკი — თურქეთი
კალეპარკი
კალეპარკი ვიკისაწყობში

ციხე დაზიანდა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როდესაც რუსეთის იმპერიის საზღვაო ძალებმა, ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისას, ის ერთ-ერთ სამიზნედ აქციეს[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bryer, Anthony; Winfield, David. The Byzantine monuments and topography of the Pontos. Scholarly Publishing Office, University of Michigan, გვ. 197-198. ISBN 978-1-59740-317-7. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება