აია-სოფიას ტაძარი (ტრაპიზონი)
აია-სოფიას ტაძარი ან მცირე აია-სოფია — გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი ტრაპიზონში. ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით. ტაძარი მდებარეობს ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად. ამჟამად იქ მდებარეობს მუზეუმი.
ისტორია
რედაქტირებატაძარი აგებულია ტრაპიზონის იმპერიის იმპერატორ მანუელ I-ის მმართველობის პერიოდში (1238-1263 წწ.). სამრეკლოს მშენებლობა დაიწყო 1426 წელს, ალექსი IV-ის მმართველობის დროს და დაასრულა მისმა მემკვიდრემ, იოანე IV-მ (1429-1459 წწ.). 1461 წელს მეჰმედ II-მ დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. ტაძრის შენობა პირველი მსოფლიო ომის დროს ასრულებდა სამხედრო ჰოსპიტალის დანიშნულებას. 1964 წლამდე ტაძარში კვლავ მეჩეთი მოქმედებდა. 1964 წელს დასრულდა 1958 წელს დაწყებული რესტავრაცია და ტაძარში მუზეუმი გაიხსნა.
2012 წლის ივლისში ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა ტაძარი გადასცა ადგილობრივ მუსლიმთა გაერთიანებას მეჩეთის გასახსნელად. 2013 წლის აპრილში ტაძარში კვლავ მეჩეთი გაიხსნა[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- Eastmond, Anthony. Art and Identity in Thirteenth-Century Byzantium: Hagia Sophia and the Empire of Trebizond. Burlington, VT: Ashgate, 2004.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hagia Sophia of Trabzon/Trebizond დაარქივებული 2006-11-01 საიტზე Wayback Machine.
- Other Christian Churches converted to Mosques დაარქივებული 2007-04-03 საიტზე Wayback Machine.
- PontosWorld
- Photos of the Hagia Sophia in Trabzon