კოლუმბია (სიმბოლო)
კოლუმბია, ასევე ცნობილი, როგორც მის კოლუმბია — ამერიკის შეერთებული შტატების მდედრობითი პერსონიფიკაცია. გარდა აშშ-სა, წარმოადგენდა ამერიკისა და, ზოგადად, ახალ სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლიკურ გამოხატულებას. მისი გავლენით სახელი არაერთ კოლექტივს, ლოკაციასა თუ ნაწარმს ეწოდა, მათ შორის კი გამოსარჩევია კოლუმბიის ოლქი, რომლითაც აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონს მოიხსენიებენ, სამხრეთ კაროლინაში არსებული ქალაქი კოლუმბია, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ცნობილი ამერიკული პატრიოტული სიმღერა — „Hail Columbia“, ვაშინგტონის მიმდებარედ არსებული ამავე სახელის მქონე მდინარე და სხვა მრავალი. კოლუმბიამ თავისი ძლიერების ხანა მას შემდეგ დაკარგა, რაც XX საუკუნის 20-იან წლებში თავისუფლების ქანდაკების ფოტოები არნახული პოპულარობით ვრცელდებოდა, მიუხედავად ამისა, კოლუმბია, თავისუფლების ქანდაკებასთან ერთად, კვლავ განიხილებოდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერების სიმბოლოს გამომხატველი აბსტრაქტული წყარო, ზოგიერთ შემთხვევაში კი მან ზემოხსენებულ „ფრანგულ ძღვენთან“ ასიმილაციაც კი განიცადა.[1] ამით გამოსარჩევია ჰოლივუდში ჩამოყალიბებული ამერიკული ფილმების და ტელევიზიის საპროდუქციო კომპანიის - Columbia Pictures — ლოგო, რომელზეც კოლუმბია ჩირაღდნით ხელში თვით თავისუფლების ქანდაკებას ემსგავსება.
საწყის ეტაპზე ტერმინი კოლუმბია წარმოადგენდა ე.წ. „ნეო-ლათინური“ ენიდან გამოსულ ტოპონიმს, რომლითაც ცამეტ კოლონიას მოიხსენიებდნენ. მისი სახელი წარმოდგა გენუელი მეზღვაურისა და აღმომჩენის, ქრისტეფორე კოლუმბის გვარის გალათინიზებით (მაგალითისთვის, ბრიტანია, გალია, ზელანდია და სხვანი).
სახე
რედაქტირებაროგორც წესი, ილუსტრაციებში კოლუმბია გამოსახულია თანმხლების გარეშე, ქალღმერთის მსგავსი პიროვნება, რომელსაც აქვს მუქი ყავისფერი ან შავი თმა, უბრალო სამოსი (ხშირად, შტატების დროშით დატანებული) და ფრიგიული ჩაჩა — ე.წ. თავისუფლების ქუდი — ახურავს. სხვადასხვა წყაროებში მას მოიხსენიებენ, როგორც „მის კოლუმბია“, რაც მის დაუწყვილებლობაზე მიუთითებს.
ისტორია
რედაქტირებაადრეული
რედაქტირებაამერიკის პერსონიფიკაციის ყველაზე ადრეული ვარიაცია, რომელიც ევროპულ ხელოვნების ნიმუშებში XVI საუკუნიდან ჩნდება, მიმართული იყო ორივე — როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთი — ამერიკის მიმართ, ანუ ზოგადი ამერიკის მთლიანი კონტინენტისადმი, როგორც მოიხსენიებდნენ მას შუა საუკუნეების ცნობილი მეზღვაურები. მსგავს გამოსახულებებს ყველაზე ხშირად შევხვდებოდით იმდროინდელი სამეცნიერო საზოგადოების მიერ დაყოფილი ოთხი კონტინენტის სადროშო გამოსახულებებში. ამ მხრივ, ამერიკა გამოსახული იყო, როგორც ქალი, რომელიც, აფრიკის მსგავსად, ნახევრად შემოსილ მდგომარეობაში, ძირითადად, ძვირფასი ბეწვეულის მქონე ტანსაცმლით იყო გამოხატული. მას ხშირად ეჭირა ხელში თუთიყუში, იჯდა კაიმანზე ან ალიგატორზე, სიუხვის რქით ხელში. მოჭრილი თავი, ასევე, ხასიათდებოდა მის ერთ-ერთ მთავარ ნიუანსად, ან, არანაკლებ ხშირად, კანიბალისტური სცენები იყო ასახული.[2][3]
XVIII საუკუნე
რედაქტირებამცდელობა, გამოესახათ ამერიკა, როგორც „ინდიელი პრინცესის“ მაგვარი, უარყვეს ამერიკაში ჩასულმა, ახალმა დასახლებულმა თემებმა. კოლონიალისტებს სურდათ, ახლადათვისებული მიწის სიმბოლოდ არა ადგილობრივი ამერიკელული აღნაგობის მქონე, არამედ მათი წარმოდგენით ჩამოყალიბებული არქეტიპის მქონე ქალი გამოესახათ.[4] მასაჩუსეტსის მთავარმა მოსამართლემ, სამუელ სევალმა, 1697 წელს პირველმა გამოიყენა სახელი „Columbina“ ახალი სამყაროს აღსაწერად.[5] სახელი „Columbina“ ამერიკის აღმნიშვნელად პირველად 1738 წელს გამოიყენეს, სახელდობრ ედუარდ ქეივიმ, გაზეთ The Gentleman's Magazine-ის ერთ-ერთი სტატიაში, რომელშიც საპარლამენტო დებატების შესახებ ეწერა.[6][7] საპარლამენტო დებატების საჯაროდ გამოქვეყნება ტექნიკურად უკანონო იყო, ამიტომ სტატიის ავტორებს ქვეყნებისა და მაღალჩინოსანი პირებისთვის ფიქციური სახელების მოფიქრება უხდებოდათ, რომელთაგან უდიდესი ნაწილი ჯონათან სვიფტის ნაწარმოებიდან — გულივერის მოგზაურობა — იყო ინსპირირებული. მაგალითისთვის, ირნე მოხსენიებული იყო ირლანდიის აღმნიშვნელად, იბერია ესპანეთის, ნოვებორაკი ნიუ-იორკის (Eboracum-დან , რომელიც წარმოადგენს იორკის რომაულ შესატყვისს) და კოლუმბია ამერიკისთვის — იმ დროს ისინი გამოიყენებოდა, როგორც „ევროპული კოლონიების“ აღმნიშვნელი სიტყვები.[8]
რევოლუციის დროის პერიოდში, სახელმა დაკარგა თავისი კომიკური არსი და გარდაიქცა, როგორც ალტერნატიული, ანდაც პოეტური, მხატვრული გამომხატველობის მქონე სახელი, რომელიც ამერიკის ტოლფასი იყო. სახელმა კოლუმბია მყისიერად შეიძინა არაერთი დატვირთვა, რითაც ის მალევე იქცა ამერიკის იდენტობის სიმბოლოდ. ერთ-ერთ პირველ ბიჯს ამ მხრივ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 1773 წელს, მასაჩუსეტში აგებულ გემს, კოლუმბიის საპატივსაცემოდ, „კოლუმბია რედივივა“ (ლათ. გაცოცხლებული კოლუმბია) უწოდეს.[9]
დამოუკიდებლობის შემდეგ
რედაქტირებადამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სახელი კოლუმბია არ განიხილებოდა სერიოზული თვალსაზრისით, როგორც შეერთებული შტატების ზოგადი შესატყვისი, თუმცა, დამოუკიდებლობის დეკლარაციის შედმდეგ, სახელმა პოპულარობა კვლავ დაიბრუნდა და, მის საპატივსაცემოდ, სახელი შეერქვა, როგორც არაერთ დაბას, ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტს, ისევე სხვა სახის ინსტიტუტებსაც.
- 1784წელს, ნიუ-იორკში, ყოფილ კინგს კოლეჯს სახელი შეუცვალეს კოლუმბიის კოლეჯად, რომელიც გახდა დღევანდელი კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილად.
- 1786 წელს სახელი კოლუმბია მიენიჭა სამხრეთ კაროლინას ახალ დედაქალაქს. გარდა ამისა, კოლუმბია წარმოადგენს აშშ-ის სხვა, სულ მცირე 19 ქალაქის, სახელსაც.
- 1791 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის მიერ დანიშნულმა სამმა კომისარმა შეერთებული შტატების მთავრობის ადგილისთვის განკუთვნილ ტერიტორიას „კოლუმბიის ოლქი“ უწოდა. 1801 წელს იგი მოეწყო, როგორც კოლუმბიის ოლქი .
- 1792 წელს, იალქნიან გემ Colombia Rediviva-ს სახელი ამ ქალი პერსონიფიკაციის საპატივსაცემოდ ეწოდა.
- 1798 წელს, ჯოზეფ ჰოპკინსონმა დაწერა სიმღერების კრებული ფილიპ ფილის 1789 წლის პრეზიდენტის საინაუგურაციო მარშისთვის, სათაურით „ჰილ, კოლუმბია“. ოდესღაც, ეს უკანასკნელი, შეერთებული შტატების დე ფაქტო ეროვნულ ჰიმნად განიხილებოდა, დღესდღეობით კი ის გამოიყენება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის საინაუგურაციო მარშის დროს.
- 1821 წელს, მისურის შტატში, ბუთ ქაუნთის მოსახლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, საკუთარი ახალი დასახლებისთვის კოლუმბია შეერქვათ.
- 1865 წელს, ჟიულ ვერნმა რომანში — დედამიწიდან მთვარემდე — არსებულ ქვემეხს კოლუმბიადა უწოდა.
ნაწილობრივ, სახელ „კოლუმბიის“ უფრო ხშირი გამოყენება განპირობებული იყო მზარდი ამერიკული ნეოკლასიციზმით, რაც რომაული ტერმინებისა და სიმბოლოების გამოყენების ტენდენციაშიც აისახა, მათ შორის არწივის ეროვნულ ფრინველად არჩევა, არწივის ჰერალდიკური თვალსაზრისით გამოყენება, ტერმინი „სენატის“ დამკვიდრება კონგრესის ზედა პალატის აღსაწერად და სხვა მრავალი.
პერსონალიზაცია
რედაქტირებაროგორც კვაზიმითიური ფიგურა, კოლუმბია პირველად ჩნდება აფროამერიკელი პოეტის, ფილის უიტლის ლექსში, 1775 წლის ოქტომბერში, რევოლუციური ომის დროს:[10][11]
ორიგინალი
One century scarce perform'd its destined round,
When Gallic powers Columbia's fury found;
And so may you, whoever dares disgrace
The land of freedom's heaven-defended race!
Fix'd are the eyes of nations on the scales,
For in their hopes Columbia's arm prevails. [12]
XIX საუკუნეში კოლუმბია ვიზუალიზებული იყო, როგორც შეერთებული შტატებისა და მისი ხელისუფლების ქალღმერთის მსგავსი ადამაინი, რომელსაც ხშირად ადარებდნენ ბრიტანიასთან, იტალია ტურიტასთან და ფრანგულ მარიანასთან, რომლებიც არანაკლებად ჩნდებოდნენ XIX საუკუნის ილუსტრაციებსა და კარიკატურებში. მსგავსი იკონოგრაფია ხასიათდებოდა კოლუმბიის ინდიელი დედოფლის ან მშობლიური ამერიკელი ქალბატონის გამოსახვის სახით.[13]
პერსონიფიცირებული კოლუმბიის კონკრეტული მოდელი არასდროს ყოფილა განხილვის საგანი, თუმცა მას, ყველაზე ხშირად, წარმოაჩენდნენ, როგორც საშუალო ასაკის ქალს, რომელსაც ეცვა კლასიკური სამოსი, მორთული ამერიკის დროშის შესაბამის ფერებში. მისი თავსაბურავი სხვადასხვაგვარი იყო და ზოგჯერ ის მოიცავდა ბუმბულიანსაც, რომელიც მოგვაგონებდა ინდიელ ამერიკელთა თავსაბურავს, სხვა დროს ეს იყო დაფნის გვირგვინი, მაგრამ ყველაზე ხშირად კოლუმბიის თავზე ფრიგიულ ქუდს წავაწყდებოდით.
პირველი მსოფლიო ომის წლებში, კოლუმბია, სხვადასხვა ილუსტრაციაში, გამოისახებოდა, როგორც ვეტერან ამერიკელ ჯარისკაცთათვის ჯილდოს გადამცემი, რომელიც „ახალი ზოგადსაკაცობრიო რაინდობის ტოლფასი“ იყო. აგრეთვე, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საომარ ობლიგაციათა სახელწოდება – Liberty Bond – ფართოდ გავრცელდა, რაც გამოწვეული იყო თავისუფლების ქანდაკებილს პოპ-კულტურაში გამოწვეული გარღვევით, რა დროიდანაც მალევე კოლუმბიის პერსონიფიკაცია მრავალ ინსტიტუტსა თუ წრეში მნიშვნელობას კარგავს.[14] თუმცა, მას შემდეგ, რაც Columbia Pictures-მა 1924 წელს, ოფიციალურად, საკუთარ ლოგოზე თავისუფლების ქანდაკებასთან ასიმილირებული კოლუმბია გამოსახა (რაც არ იყო დამახასიათებელი მე-19 საუკუნის ილუსტრაციებისთვის), ის მრავალი ამჟამინდელი ამერიკელისთვის კოლუმბიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოსახულებად იქცა.
გალერეა
რედაქტირება-
1860 წლის პოლიტიკური კარიკატურა, რომელშიც ასახულია სტივენ დუგლასს როგორ ურტყამს კოლუმბია, რასაც ბიძია სემიც ეთანხმება.
-
დაუმორჩილებელი კოლუმბია 1871 წლის თომას ნესტის ილუსტრაციაში, რომელშიც ასახულია, როგორ იცავს ის დაუცველ ჩინელ კაცს, რომლის წინააღმდეგაც გაბრაზებულ ირლანდიელთა ბრბო ილაშქრებს.
-
კოლუმბია 1865 წელს თომას ნესტის კარიკატურაში, რომელშიც ის მთავრობას სთხოვს, დაუშვას შავკანიან ჯარისკაცთათვის ხმის მიცემა.
-
კოლუმბია წყნარი ოკეანის ეროვნულ მემორიალურ სასაფლაოზე.
-
“კოლუმბია გიხმობს - ჩაეწერე აშშ-ის არიამიაში“, პირველი მსოფლიო ომის რეკრუტირების პოსტერი ვინსენტ ადერენტეს მიერ.
-
ჯონ ბული – გაერთიანებული სამეფოს მამაკაცი პერსონიფიკაცია – და კოლუმბია 1887 წლის პანჩის ილუსტრაციაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- თავისუფლების ქანდაკება – მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, აშშ-ის არანაკლებ ცნობილი სავიზიტო ბარათი და მისივე ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოთაგანი
- ბრიტანია, ანალოგიურად, გაერთიანებული სამეფოს პერსონიფიკაცია.
- მარიანა – საფრანგეთის პერსონიფიკაცია
- იუსტიცია – სამართლიანობის პერსონიფიკაცია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Higham, John (1990). "Indian Princess and Roman Goddess: The First Female Symbols of America", Proceedings of the American Antiquarian Society. 100: 50–51, JSTOR or PDF
- Le Corbeiller, Clare (1961), "Miss America and Her Sisters: Personifications of the Four Parts of the World", The Metropolitan Museum of Art Bulletin, vol. 19, pp. 210–223, PDF დაარქივებული 2019-08-05 საიტზე Wayback Machine.
- George R. Stewart (1967). Names on the Land. Houghton Mifflin Company: Boston.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Donald Dewey (2007). The Art of Ill Will: The Story of American Political Cartoons. New York University Press, გვ. 13. ISBN 9780814719855. „(Minus the torch and the book, Columbia herself had been called 'Liberty' long before F. S. Bartholdi's sculpture was dedicated in New York harbor in 1886.)“
- ↑ Le Corbellier, 210–218
- ↑ Higham, John (1990). „Indian Princess and Roman Goddess: The First Feale Symbols of America“ (PDF). Proceedings of the American Antiquarian Society. 100: 48. ციტირების თარიღი: 3 July 2022. ციტატა: „America alone was a savage. An early predilection for exhibiting her as a naked cannibal, toying with a severed head or a half-roasted human arm, gave way in the seventeenth century to less threatening but still muscular images. She became, for example, a barbaric queen, borne aloft in a giant conch shell, scattering baubles from her cornucopia to the European adventurers crowding below [...].“
- ↑ Higham, 55–57
- ↑ Thomas J. Schlereth, "Columbia, Columbus, and Columbianism" in The Journal of American History, v. 79, no. 3 (1992), 939
- ↑ The Gentleman's Magazine, Vol. 8, June 1738, p. 285. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-09. ციტირების თარიღი: 2024-02-11.
- ↑ Proceedings of the Massachusetts Historical Society, Dec. 1885, pp. 159–65
- ↑ Debates in Parliament, Samuel Johnson.
- ↑ https://web.archive.org/web/20090628094240/http://www.lewis-clark.org/content/content-article.asp?ArticleID=578
- ↑ Steele, Thomas J. (1981). „The Figure of Columbia: Phillis Wheatley plus George Washington“. The New England Quarterly. 54 (2): 264–266. doi:10.2307/364975. ISSN 0028-4866. JSTOR 364975.
- ↑ Enclosure: Poem by Phillis Wheatley, 26 October 1775. ციტირების თარიღი: December 7, 2023
- ↑ Selections from Phillis Wheatley Poems and Letters დაარქივებული 2006-09-08 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ↑ Origins: The Female Form as Allegory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-23. ციტირების თარიღი: 2014-03-25
- ↑ David E. Nye (1996). American Technological Sublime. MIT Press, გვ. 266. ISBN 9780262640343.