მარიანა (ფრანგ. Marianne) — საფრანგეთის ეროვნული სიმბოლო, აგრეთვე ფრანგული რესპუბლიკის მეტსახელი 1792 წლიდან (საფრანგეთის რევოლუციის დროიდან).

ეჟენ დელაკრუა. თავისუფლება, რომელსაც ხალხი მიჰყავს (1830, ლუვრი).

გამოსახულია როგორც ქალი, რომელსაც ფრიგიული ჩაჩი ახურავს. იგი გამოხატავს ფრანგულ ეროვნულ დევიზს „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. მარიანა გამოსახულია საფრანგეთის თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს შენობაზე, აგრეთვე მისი გამოსახულება ჩანდა ფრანგული ფრანკის მონეტებზე და თანამედროვე ფრანგულ ევროცენტებზეც (1, 2 და 5 ნომინალით).[1]