კლდეკარი (სოფელი)
კლდეკარი[1][2] (აფხ. Амгәашхәҵа[3] [ამგჿაშხჿწა]; ყოფილი მანაქლუქ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ბაღნარის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე სანდრიფშის ხეობაში. ზღვის დონიდან 800 მ, გაგრიდან 35 კმ.
სოფელი | |
---|---|
კლდეკარი აფხ. Амгәашхәҵа | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაღნარი |
კოორდინატები | 43°24′45″ ჩ. გ. 40°13′46″ ა. გ. / 43.41250° ჩ. გ. 40.22944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 800±1 მეტრი |
მოსახლეობა | 0 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის 20-30-იან წლებში აქ იყო სომხური სოფელი მანაქლუქ, სადაც ოსმალეთიდან გადმოსახლებული სომხები ცხოვრობდნენ. ლუქ, ლუკ თურქული კრებითობის სუფიქსია, თუმცა ფუძე-სიტყვის (მანა) მნიშვნელობა გაურკვეველია. 1948 წელს მას ქართული სახელი კლდეკარი დაერქვა.[5] ამავე წელს ბაღნარის სასოფლო საბჭოში შედიოდა.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 0 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 0 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 551.
- პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 56.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 93.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 33, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023