კირილ ბაბაევი
კირილ ბაბაევი (რუს. Кири́лл Влади́мирович Баба́ев; დ. 30 მაისი, 1978, მოსკოვი) — რუსი ბიზნესმენი, სწავლული და მეცნიერების პოპულარიზატორი, ლინგვისტი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, ნუმიზმატი, საზოგადოებრიობასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
კირილ ბაბაევი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 30 მაისი, 1978 (46 წლის) |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | Russian State University for the Humanities და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია[1] |
ალმა-მატერი | მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი |
კირილ ბაბაევი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ღია სააქციო საზოგადოება „სბერბანკ“-ის დირექტორი საკომუნიკაციო საკითხებში, ფუნდამენტალურ ლინგვისტურ კვლევათა ფონდის შემქმნელი, რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საგამომცემლო სახლის „ჲასკ“-ის აღმასრულებელი დირექტორი.
აკადემიური გზა
რედაქტირება- 2000 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხალხთა მეგობრობის მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი სპეციალობით „აღმოსავლეთმცოდნეობა“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“.
- 2005 წელს დაამთავრა სწავლა რუსეთის მთავრობასთან არსებულ სახალხო მეურნების აკადემიაში სპეციალობით „საფინანსო მენეჯმენტი“.
- 2008 წელს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია სპეციალობით „შედარებით-ისტორიული, ტიპოლოგიური და შეკავშირებითი ენათმეცნიერება“.
საინტერესო ფაქტი
რედაქტირებაკირილ ბაბაევმა 2014 წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გახსნა მუზეუმი „თავსაბურავის სამყარო“. მუზეუმის გახსნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და მას მსოფლიოში „ჯერ სრულიად უპრეცედენტო“ უწოდეს.
საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა
რედაქტირება- კირილ ბაბაევის საჯარო გამოსვლების სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.
- „ტონი მსოფლიოს ენებში“
- „ენათა კრეოლიზაცია“
- „აფრიკის ძველი ენები“
- „პრაენის გრამატიკის რეკონსტრუქცია“
- „ახალ-ახალ ენათა აღმოჩენები“
- ინტერვიუ მუზეუმ „თავსაბურავის სამყარო“-ს შემქმნელთან კირილ ბაბაევთან
- კირილ ბაბაევის ლექციის „პასტორი, მულა და წყლის სული“ ჩანაწერი
- „ცხოვრება აფრიკაში — ნამდვილი სათავგადასავლო რომანი“
- „მსოფლიოში დაიწყო ნადირობა ენებზე“
- „ახალგაზრდა სახელმწიფოები. ზრდის გაკვეთილები და კურიოზები“
- რადიო „მაჲაკ“-ის ინტერვიუ კირილ ბაბაევთან
პუბლიკაციები
რედაქტირება- Бабаев К. В. Происхождение индоевропейских показателей лица. („ინდოევროპულ პირის მაჩვენებელთა წარმოშობა“) Москва: «Эйдос», 2008. ISBN 978-5-902948-30-8.
- Бабаев К. В. Монеты Тмутараканского княжества. („ტმუტარაკანის სამთავროს მონეტები“) Москва: «Древлехранилище», 2009. ISBN 978-5-93646-157-6.
- Бабаев К. В. Язык зиало: Очерк грамматики и словарь. („ზიალოს ენა: გრამატიკის ნარკვევი და ლექსიკონი“) — М.: РГГУ, 2011. — 409 с. — (Orientalia et Classica XXXIV. Труды Института восточных культур и античности). — ISBN 978-5-7281-1194-8. (обл.)
- Babaev, Kirill. Zialo: the Newly-Discovered Mande Language of Guinea. Архивировано 12 мая 2012 года. München: Lincom, 2011. 260 pp. ISBN 978-3-86288-016-4.
- Бабаев К. В. Нигеро-конголезский праязык. Личные местоимения. („ნიგერიულ-კონგოლეზური პრაენა. პირის ნაცვალსახელები.“) Москва: ЯСК, 2013. 606 стр. ISBN 978-5-9551-0642-7.
- Бабаев К. В., Архангельская А. А. Что такое Африка. Научно-популярное издание. („რას წარმოადგენს აფრიკა. სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა“.) Москва: РИПОЛ Классик, 2015. 480 с., илл. ISBN 978-5-386-08595-7.
- Бабаев К. В. История человечества в великих документах. („კაცობრიობის ისტორია უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში“) Москва: Эксмо, 2018. 416 с., илл. ISBN 978-5-699-99727-5.
- Бабаев К. В. Введение в африканское языкознание. („შესავალი აფრიკულ ენათმეცნიერებაში“) Москва: ЯСК, 2018. 352 с., илл. ISBN 978-5-6041006-1-5.
- Бабаев К.В., Самарина И.В. Язык май. („მაის ენა“) Москва: ЯСК, 2018. 576 с., илл. ISBN 978-5-907117-34-1.
- Бабаев К.В. Венец моды и традиции. Головные уборы народов мира. („მოდისა და ტრადიციის გვირგვინი. მსოფლიოს ხალხთა თავსაბურავები“) Москва: РИПОЛ Классик, 2020. 192 с., илл. ISBN 978-5-386-13659-8.
ბმულები
რედაქტირება- ფუნდამენტალურ ლინგვისტურ კვლევათა ფონდი ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-11-04 საიტზე Wayback Machine.
- საგამომცემლო სახლ „ჲასკი“-ის ოფიციალური საიტი
- რუსეთის გაზეთ „ერბეკა-დეჲლი“-ს ინტერვიუ კირილ ბაბაევთან
- კირილ ბაბაევი დაინიშნა ღია სააქციო საზოგადოება „სბერბანკ“-ის დირექტორად საკომუნიკაციო საკითხებში
- კირილ ბაბაევის წიგნი „კაცობრიობის ისტორია უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებში“ ოზონ.რუ-ს გვერდზე
- გამოფენა „დელო ვ შლჲაპე“ — მსოფლიოს ხალხთა თავსაბურავები კირილ ბაბაევის კოლექციიდან
- კირილ ბაბაევი „პოსტნაუკა“-ს ოფიციალურ გვერდზე
- „რუსული ენა იმყოფება გრამატიკულ კატეგორიათა დაკარგვის ზღვარზე“
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ↑ Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1