ტმუტარაკანის სამთავრო
ტმუტარაკანის სამთავრო — ძველი რუსული სამთავრო ტამანის ნახევარკუნძულზე მე-10-მე-12 საუკუნეებში. ცენტრი — ქალაქი ტმუტარაკანი. ტამანის ნახევარკუნძულზე აღმოსავლეთ-სლავური მოსახლეობის გამოჩენა დაკავშირებულია იგორის ლაშქრობასთან ბიზანტიაში (944) და სვიატოსლავის ლაშქრობებთან იასებისა (ალანები) და კასოგების (ადიღეები) ქვეყნებში (965). 988-1036 ტმუტარაკანის სამთავროს მართავდა მსტისლავ ვლადიმირის ძე (გარდაიცვალა 1036 წელს) რომელმაც დაიმორჩილა კასოგები და გააფართოვა სამთავროს ტერიტორია. მსტისლავმა ქალაქ ტმუტარაკანში ააგო ღვთისმშობლის ეკლესია რომელიც მოგვიანებით ტმუტარაკანის ეპარქიის შექმნისას საეპისკოპოსოდ იქცა. მე-11 საუკუნის 60-იანი წლებიდან ემორჩილებოდა ჩერნიგოვის მთავარ სვიატოსლავ იაროსლავის ძეს. მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში მას მართავდნენ იაროსლავის შვილები — გლები, რომანი და ოლეგი. მე-11 საუკუნის ბოლოს და მე-12 საუკუნის დასაწყისში ყივჩაღთა შემოსევის გამო ტმუტარაკანის სამთავრო დასუსტდა და დამოუკიდებლობა დაკარგა.
ტმუტარაკანის სამთავრო Тмутараканское княжество | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
სამთავროს მაქსიმალური გაფართოება სამხრეთში 1015-1113 წწ. | ||||
დედაქალაქი | ტმუტარაკანი | |||
ენა | ძველი რუსული | |||
რელიგია | მართლმადიდებლობა | |||
დინასტია | რიურიკოვიჩები | |||
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 6.