კინგსტონი

იამაიკის დედაქალაქი
(გადამისამართდა გვერდიდან კინგსტონი (იამაიკა))

კინგსტონი (ინგლ. Kingston) — იამაიკის დედაქალაქი და მთავარი ნავსადგური. მდებარეობს კარიბის ზღვაში, იამაიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქალაქს ზღვის მხრიდან პალისადოსის გრძელი და ვიწრო სრუტე ეკვრის, რომლითაც დაკავშირებულია ქალაქ პორტ-როიალთან. კინგსტონი ყველაზე დიდი ინგლისურენოვანი ქალაქია მთელს კარიბის ზღვის რეგიონში. იგი არა მარტო ქვეყნის დედაქალაქი, არამედ სამკერვალო და კვების მრეწველობის ცენტრია.

დედაქალაქი
კინგსტონი
Kingston
View of Kingston.jpg
დროშა
Flag of Kingston.gif


A city which hath foundations
ქვეყანა იამაიკის დროშა იამაიკა
რეგიონი სურეი
ოლქი კინგსტონი
კოორდინატები 17°59′00″ ჩ. გ. 76°48′00″ დ. გ. / 17.98333° ჩ. გ. 76.80000° დ. გ. / 17.98333; -76.80000
დაარსდა 1692
ფართობი 480 კმ²
ცენტრის სიმაღლე 9
მოსახლეობა 937 700 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 358 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი http://www.ksac.gov.jm/
კინგსტონი — იამაიკა
კინგსტონი

ქალაქი დაარსდა 1692 წელს დიდი ბრიტანელების მიერ. 1872 წელს ქალაქში იამაიკის ადმინისტრაცია მდებარეობდა, დედაქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს, დამოუკიდებლობის სტატუსის მიღებისთანავე, დაარსებიდან 300 წლისთავზე. ქალაქის ღარიბულ უბნებში — წარმოიქმნა რეგი, ახალი მუსიკალური ჟანრი, რომელიც სკის პრინციპებზეა შექმნილი და წარმოადგენს აფრიკული, ევროპული და ლათინოამერიკული მუსიკის სინთეზსს. კინგსტონი ორი ნაწილისაგან შედგება — ქალაქის ისტორიული ცენტრი და ახალი კინგსტონი.

1976 წლის იანვარში კინგსტონში სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის შედეგადაც დღესღდეისობით მთელ მსოფლიოში მოქმედებს იამაიკის სავალუტო სისტემა. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში 937 700 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობას აფრიკული წარმოშობის ხალხი და მეტისები შეადგენენ. სახელმწიფო ენა ინგლისურია, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ადგილობრივ დიალექტზე საუბრობს.

დაძმობილებული ქალაქებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება