კიმ სუ ჰიონი
კიმ სუ ჰიონი (კორ. 김수현, დ.16 თებერვალი, 1988, სეული, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი და მოდელი.
კიმ სუ ჰიონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | კორ. 공효진 |
დაბადების თარიღი |
16 თებერვალი, 1988 სეული, სამხრეთი კორეა |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი, მოდელი |
აქტიური | 1999-დან დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკიმ სუ ჰიონი დაიბადა 1988 წლის 16 თებერვალს სეულში, მუსიკალურ ოჯახში. კიმის დედა მოუწოდებდა მას სკოლის წლებში სამსახიობო გაკვეთილებზე დასწრებოდა. მისი მამა 1980-იანი წლების ცნობილი კორეელი როკ მომღერალი კიმ ჯონ ჰუნია, ჯგუფ „შვიდი დელფინის“ სოლისტი.[1] მამის ნახევარდა - კიმ ჯუ ნა - ასევე მომღერალია. ბიძაშვილი კიმ ჰე სოლი, უკეთ ცნობილი როგორც Zion.T არის პოპ და ჰიპ-ჰოპ არტისტი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი. მიუხედავად ასეთი მრავალმხრივი ნათესავების არსებობისა, ბიჭი ინტროვერტად იზრდებოდა.
კიმ სო ჰიუნმა დაამთავრა დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლები კანნამის რაიონში. საშუალო სკოლაში ის ძალიან წყნარი ბიჭი იყო და ჩაკეტილი ხასიათის გამო არავინ ელოდა მის ხილვას გასართობ ინდუსტრიაში. საშუალო სკოლაში მან პირველად დაიწყო სამსახიობო თამაში, რათა შეეცვალა საკუთარი პიროვნება. მაგრამ როდესაც მან გულმოდგინედ დაიწყო სცენარების დამახსოვრება და პრაქტიკა სასკოლო სპექტაკლებში, პირველად დაფიქრდა მსახიობობაზე. მან ითამაშა მიუზიკლებში „Grease“ და „A Midsummer Night's Dream“ 2003 წელს.
2009 წელს სო ჰიონი ჩაირიცხა სეულში, ჩუნანის უნივერსიტეტში სპეციალიზაციით თეატრისა და კინოს მსახიობი.[2]
კარიერა
რედაქტირება2007 წელს შედგა სუ ჰიონის სატელევიზიო დებიუტი ახალგაზრდა მსახიობთან ერთად სიტკომში „გაიღიმეთ. ახლა ჩიტი გამოფრინდება.“ შემდეგ ის გამოჩნდა 2008 წლის სერიალში „აკვარიუმის თევზები“, რომელიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სკოლის მოსწავლეების პრობლემებზე, რომელთა მთელი ცხოვრება განათლების მიღებაზეა ორიენტირებული. ფილმს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის მაუწყებელთა კავშირის პრემია. ასევე მონაწილეობა მიიღო პროექტში „მამის სახლი“ (2009). მინი-სერიალი „მამის სახლი“ შედგებოდა ორი ეპიზოდისგან, რომელშიც სო ჰიონმა ითამაშა გამოცდილ მსახიობ ჩჰვე მინ სუსთან ერთად. გარდა ამისა, 2009 წელს კიმ სო ჰიონი გამოჩნდა დრამაში „Will it Snow for Christmas?“ და დრამაში "გიგანტი" (2010), მამრობითი სქესის პერსონაჟების უმცროსი ვერსიის როლში. ამ პროექტებში მონაწილეობამ მას კარიერული განვითარების საშუალება მისცა.
2009 წელს კიმ სუ ჰინმა ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში „Worst Friends by Namkoong Sun“, რემელიც კორეის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის მიერ იყო გადაღებული და რომელმაც მიიღო საუკეთესო სოციალური დრამის ჯილდო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. იმავე წელს ის ასევე უძღვებოდა შოუს „Sonyeon Sonyeo Gaio Baekseo“.
კიმ სო ჰიონმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 2011 წელს, თინეიჯერულ დრამაში „ოცნებებით შეპყრობილი“,[3] სადაც თამაშობდა სოფლელი ბიჭის როლს, რომელიც აღმოჩნდება მუსიკალური გენიოსი. გამოუცდელი ახალგაზრდა მსახიობი ყოველდღიურად რამდენიმე საათი სამი თვის განმავლობაში სწავლობდა სიმღერასა და ცეკვას JYP Entertainment-ში. მან მონაწილეობა მიიღო სერიალის ორი საუნდტრეკის ჩაწერაში: „Dreaming“ და „Dream High“.[4] სერიალმა მაღალი რეიტინგი მიიღო კორეაში, მოიპოვა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის პირველად კორეული კინოს ისტორიაში მას შვეიცარიის ტელევიზიის მიერ ოქროს ვარდის პრიზი მიენიჭა. სერიალის პირველი სეზონის დასრულების შემდეგ მსახიობი მონაწილეობდა კონცერტებსა და მუსიკალურ შოუებში, ითამაშა ეპიზოდური როლი მეორე სეზონის საპილოტე სერიაში. მეორე სეზონი კი 2012 წელს სხვა მსახიობთა შემადგენლობით გამოვიდა.
მისი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა, ფილმში „The Sun Embraced by the Moon“ თამაშის შემდეგ, რომლის ბოლო ეპიზოდის რეიტინგმა 42,2%-ს მიაღწია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ What Was Kim Soo Hyun Like as a Student? (2012-03-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14.
- ↑ KIM Soo-hyun, hero of SECRETLY GREATLY (2013-06-18).
- ↑ editorial. (2010-11-01) Kim Soo-hyun cast as male lead in upcoming KBS drama. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2020-06-14.
- ↑ 김수현 직접 부른 `드림하이` OST `Dreaming` 인기 급상승. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-14. ციტირების თარიღი: 2020-06-14.