კანნამი
კანნამი, ასევე კანნამგუ (კორ. 강남구?, 江南區?) — რაიონი სეულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აქვს თვითმმართველი სტატუსი. ის სეულის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია, რომლის მოსახლეობაც 2017 წლის ბოლოსთვის 561 052 ადამიანს შეადგენდა.
კანნამი | |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
---|---|
შიდა დაყოფა | Apgujeong-dong, Cheongdam-dong, Daechi-dong, Dogok-dong, Gaepo-dong, Irwon-dong, Nonhyeon-dong, Samseong-dong, Segok-dong, Sinsa-dong, Suseo-dong და Yeoksam-dong |
კოორდინატები | 37°29′48″ ჩ. გ. 127°01′39″ ა. გ. / 37.49667° ჩ. გ. 127.02750° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1998 |
ფართობი | 39.55 კმ² |
მოსახლეობა | 546 291 (25 ოქტომბერი, 2023)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 და Korea Standard Time |
სატელეფონო კოდი | 2-2226 |
საფოსტო ინდექსი | 06000 ~ 06499 |
ოფიციალური საიტი | http://www.gangnam.go.kr/ |
ეტიმოლოგია
რედაქტირებარაიონის სახელი შემდეგნაირად იშიფრება: კან (კორ. 강) - მდინარე, ნამ (კორ. 남) - სამხრეთი, გუ (კორ. 구) - არეალი, მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორია.
ისტორია
რედაქტირებაჩოსონის დინასტიის დროს, დღევანდელი კანნამგუ იყო დევანმიონისა და ინჯუმიონის ნაწილი (კვანჯუს ოლქი, კიონგიდოს პროვინცია; 2001 წლის მარტში ოლქს ქალაქის სტატუსი მიენიჭა).
1963 წლის 1 იანვარს კვანჯუსა და სიჰინის ოლქის ნაწილი სეულის ტერიტორიას შეუერთდა.
1975 წლის 1 ოქტომბერს კანნამი და სოჩჰოგუ გამოჰყვეს სონდონგუს შემადგენობიდან, ხოლო 1988 წლის 1 იანვარს მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლობაც მოიპოვეს. 1998 წლის მაისში კანნამმა მოიპოვა თვითმმართველობის სტატუსი.
მდებარეობა
რედაქტირებაკანნამის ჩრდილოეთ საზღვარს მდინარე ჰანგანი წარმოადგენს, რომლის მოპირდაპირე ნაპირზე იონსანგუ და სონდგონგუ ესაზღვრება, აღმოსავლეთით რაიონის საზღვარი ტანჩონის ნაკადულია (კორ. 탄천), რომლის მიღმა სონპჰაგუს რაიონი მდებარეობს. დასავლეთით ტერიტორიას ესაზღვრება სოჩჰოგუ და მათ კანნამ-დეროს გზატკეცილი (კორ. 강남대 로) ყოფს. კანნამის სამხრეთი საზღვარი მის დასავლეთ ნაწილში გადის ორი პატარა მთის მწვერვალზე, ხოლო საზღვრის აღმოსავლეთი ნაწილი სეულის სამხრეთ საზღვრის ნაწილია, რომლის მიღმა კიონგიდოს პროვინციის ქალაქ სონამის ტერიტორიები მდებარეობს.
საერთო მახასიათებლები
რედაქტირებამდინარე ჰანგანის ჩრდილოეთით მდებარე სეულის რაიონებთან შედარებით, კანნამი საცხოვრებელ და საქმიან უბნად უფრო გვიან ჩამოყალიბდა, მაგრამ ახლა ის ყველაზე განვითარებული ადგილია ქვეყანაში. რაიონში დიდი რაოდენობითაა 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები.
კანნამში მდებარეობს 36 საბავშვო ბაღი, 85 ჩვეულებრივი და 2 სპეციალური სკოლა, 3 უნივერსიტეტი (ტონგდოკის ქალთა უნივერსიტეტი და CHA-ს სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსი), ასევე 12 საჯარო ბიბლიოთეკა.
კანნამის ტერიტორიაზე გადის მეტროპოლიტენის ოთხი ხაზი (მე-2, მე-3, მე-7 და ბუნდანის ხაზი), სულ ოცი სადგურით.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაკანნამში განლაგებულია რამდენიმე სავაჭრო და გასართობი ცენტრი, რომლებიც თანაბრად იზიდავს როგორც ქალაქის, ისე პროვინციის მაცხოვრებლებს, ასევე დედაქალაქის სტუმრებს. მათ შორისაა სავაჭრო და გასართობი კომპლექსი COEX და Apgujeong-dong (კორ. 압구정동).
თეგერანოს გზა (კორ. 테헤란로, სიტყვასიტყვით თეგერანის ქუჩა) გადის კანნამის ცენტრში, რაც რეგიონის ერთ-ერთი მთავარ მაგისტრალს წარმოადგენს. მის გასწვრივ მდებარეობს სამხრეთ კორეის და საერთაშორისო კორპორაციების უმსხვილესი ოფისები. ზოგჯერ ინგლისურენოვანი უცხოელები მას „ტეგერანოს ველს“ უწოდებენ ინტერნეტ კომპანიების სიმრავლის გამო, შეერთებული შტატების სილიკონის ველის ანალოგიით. აქ განლაგებულია ისეთი ოფისები როგორიცაა ამერიკული პორტალი „Yahoo!“, მისი კორეული კონკურენტები „Daum“ და „Naver“. ასევე თეგრანოზე განლაგებულია სამხრეთ კორეის ზოგიერთი ყველაზე მაღალი შენობა და სახლები, რომელშიც ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა ქვეყანაში. სეულის მერიის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი სარისკო კაპიტალის დაახლოებით ნახევარი (დაახლოებით 200 მილიარდი ვონი ან 160 მილიონ 640 ათას აშშ დოლარზე მეტი საშუალო გაცვლითი კურსით 2009 წლის 8 ივნისის მდგომარეობით) ინვესტიციაა თეგერანოში მდებარე კომპანიებში.[2]
რაიონს ეძღვნება სამხრეთ კორეელი არტისტის PSY-ის სიმღერა Gangnam Style. სიმღერის ვიდეოკლიპი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც რეკორდული რაოდენობის „ლაიქებისა“ და ნახვების მქონე (3 მილიარდზე მეტი) YouTube ვიდეო ჰოსტინგის ისტორიაში. 2016 წელს გადაწყდა СОЕХ-ის მოლის მახლობლად მოცეკვავე მამაკაცის ძეგლის დადგმა Gangnam Style-ის სტილში. როდესაც ხალხი მას მიუახლოვდება, სიმღერა ავტომატურად ჩაირთვება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ გზით კიდევ უფრო მეტი ტურისტს მოიზიდავს ამ მხარეში.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://data.seoul.go.kr/dataList/10043/S/2/datasetView.do;jsessionid=16FB28E988CA1B0EF228329762AFD5A8.new_portal-svr-11
- ↑ Teheran Valley, Seoul Metropolitan Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-04-08. Сайт мэрии Сеула(ინგლისური)
- ↑ [1]