კარიმსკოე (რუს. Карымское) — კრატერული ტბა კამჩატკის მხარეში, რუსეთში. მდებარეობს კამჩატკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ვულკან აკადემია-ნაუკის კალდერის შიგნით, ვულკან კარიმსკაია-სოპკის სამხრეთით 5 კმ-ში, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 150 კმ-ში. სიმაღლე ზღვის დონიდან 613 მ. ადრე, მისი დონე ამჟამინდელთან შედარებით 50 მ-ით იყო მაღალი. წყლის ძველმა დონემ კალდერის კალთებზე დატოვა ღრმა, შესამჩნევი კვალი. ტბის ზედაპირის ფართობია 10,7 კმ², მაქსიმალური სიღრმე 70 მ.[1] საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. მომრგვალო ფორმისაა. ტბიდან გამოედინება მდინარე კარიმსკაია, რომლის მიხედვითაც ეწოდა ტბას სახელი. ტბის ჩრდილო ნაწილში წარმოქმნილია 600 მ დიამეტრისა და 60 მ სიღრმის კრატერი. ჩრდილო და აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია ვიწრო ქვიშიანი პლაჟი. 1976 წელს კარიმსკოეში მოაშენეს ნერკის მტკნარწყლიანი ფორმა კოკანი, რომელიც კრონოცკოეს ტბიდან იყო შემოყვანილი. მძლავრი წყალქვეშა აფეთქების შედეგად 1996 წელს ტბაში მოისპო ცოცხალი ორგანიზმები.[2] ამოფრქვევისას ყინულით შებოჭილი ტბა პრაქტიკულად იმთავითვე გადნა. წარსულში ტბა მტკნარწყლიანი იყო, ხოლო ამჟამად სუსტად მინერალიზებულია. ტბის წყლის ტემპერატურამ 20-24°C-იდან 28°C-მდე მოიმატა. სამხრეთ სანაპიროსთან განლაგებულია აკადემია-ნაუკის წყაროები.[1] თევზი არ გვხვდება.

კარიმსკოე
წინა პლანზეა ტბა კარიმსკოე
წინა პლანზეა ტბა კარიმსკოე
კოორდინატები: 53°59′00″ ჩ. გ. 159°27′42″ ა. გ. / 53.98333° ჩ. გ. 159.46167° ა. გ. / 53.98333; 159.46167
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კამჩატკის მხარე
სიმაღლე ზღვის დონიდან 613 
სიგრძე 4,1 კმ
სიგანე 3,9 კმ
ფართობი 10,7 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 70 
აუზის ფართობი 32 კმ²
კარიმსკოე — რუსეთი
კარიმსკოე
კარიმსკოე — კამჩატკის მხარე
კარიმსკოე
მედიაფაილები ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება