კარიმსკაია-სოპკა (რუს. Карымская Сопка) — მარტივი აგებულების მოქმედი ვულკანი კამჩატკაზე, აღმოსავლეთის ქედზე. სიმაღლე 1468 მ. მწვერვალი სწორი წაკვეთილი კონუსია. კრატერიდან მუდმივად გამოიყოფა ცხელი აირები. ვულკანი მოქცეულია ძველი ვულკანის კალდერაში, რომელიც ჩამოყალიბდა ადრეულ ჰოლოცენში და აგებულია ლავებით, ანდეზიტურ-დაციტური შედგენილობის ფერფლით. მეტად აქტიური ვულკანია. 1852 წლიდან მოყოლებული დაფიქსირებულია 20-ზე მეტი ამოფრქვევა. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2013 წელს. სტრატოვულკანია.

კარიმსკაია-სოპკა
კოორდინატები: 54°03′ ჩ. გ. 159°27′ ა. გ. / 54.050° ჩ. გ. 159.450° ა. გ. / 54.050; 159.450
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 1468 
ქედი აღმოსავლეთის ქედი
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2013 (გრძელდება)
კარიმსკაია-სოპკა — რუსეთი
კარიმსკაია-სოპკა
კარიმსკაია-სოპკა — კამჩატკის მხარე
კარიმსკაია-სოპკა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება