აღმოსავლეთ სახალინის მთები
(გადამისამართდა გვერდიდან აღმოსავლეთის ქედი)
აღმოსავლეთ სახალინის მთები, აღმოსავლეთის ქედი — მთები რუსეთში, კუნძულ სახალინის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 280 კმ, სიგანე 85 კმ-მდე. წარმოადგენს ნაოჭა-ლოდა მთათა სისტემას. მაქსიმალური სიმაღლე 1609 მ (ლოპოტინის მთა). მთები გასწვრივი და განივი ხეობებით ინტენსიურადაა დანაწევრებული. არის მოსწორებული ზედაპირები (ზღვის დონიდან 400–800 და 1100–1250 მ-ზე). აღმოსავლეთ მთისწინეთში ზღვიური ტერასებია. აგებულია პალეოზოური და მეზოზოური ინტრუზიული და ეფოზიური ქანებით. აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ზედაცარცული და ნეოგენური ზღვიური ნალექებია. სეისმურობა 6–7 ბალი. ჰავა ზღვის მუსონური, ზამთარში ცივია, ზაფხულში გრილი. იანვრის საშალო ტემპერატურაა -14°C, აგვისტოსი 14–16°C. ნალექები 600–1000 მმ წელიწადში. გავრცელებულია ნაძვისა და სოჭის ტაიგა.
აღმოსავლეთ სახალინის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 50°17′ ჩ. გ. 142°58′ ა. გ. / 50.283° ჩ. გ. 142.967° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სახალინის ოლქი |
უმაღლესი წერტილი | ლოპოტინის მთა |
სიმაღლე | 1609 მ |
სიგრძე | 280 კმ |
სიგანე | 85 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 60.