აკადემია-ნაუკი (რუს. Академия Наук) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პატივსაცემად. ეს სახელი 1939 წელს ვულკანოლოგმა ვლადიმერ ვლოდავეცმა უწოდა. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1 180 მეტრია. ვულკანი მოიცავს რამდენიმე კალდერას, რომელთაგან ერთ-ერთში მდებარეობს კრატერული ტბა კარიმსკოე. ვულკანმა აქტიურობა დაიწყო 50 ათასი წლის წინ, მაგრამ მისი ერთადერთი, ისტორიულად ცნობილი ამოფრქვევა მოხდა 1996 წლის 2 იანვარს. აფეთქებების შედეგად 40 მლნ მ³ ნივთიერება იქნა ამოფრქვეული.

აკადემია-ნაუკი
კოორდინატები: 53°59′ ჩ. გ. 159°27′ ა. გ. / 53.983° ჩ. გ. 159.450° ა. გ. / 53.983; 159.450
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 1180 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2 იანვარი, 1996
აკადემია-ნაუკი — რუსეთი
აკადემია-ნაუკი
აკადემია-ნაუკი — კამჩატკის მხარე
აკადემია-ნაუკი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება