იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია გაიმართა ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი) 2019 წლის 30 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით. თავმჯდომარეობდა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი აბულფაზ ყარაევი. სხდომას ესწრებოდნენ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 21 წევრი ქვეყნის დელეგაცია, ასევე დამკვირვებლები 1972 წლის მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის მონაწილე ქვეყნები.

კომიტეტს განსახილველად გადაეცა 35 ნომინაცია მსოფლიოს 34 ქვეყანაში, მათ შორის ერთი ნომინაცია საზღვრების მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის.[1]. გარდა ამისა, შემოთავაზებული იქნა გადაეხედათ 166 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მათ შორის 54 საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი[2]

სესიის შედეგად, სია შეივსო 29 ახალი ობიექტით (24 კულტურული კრიტერიუმით, 4 ბუნებრივი, 1 შერეული), ერთი ობიექტი გაფართოვდა.[3] გარდა ამისა, საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ცვლილებები შეიტანეს. აღნიშნულ სიაში ერთი ობიექტი შეიტანეს და სიიდან ორი ობიექტი ამორიცხეს.[4][5][6]

2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოს 167 ქვეყნიდან 1121 ობიექტი იყო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სია შედგებოდა 53 ძეგლისაგან 33 ქვეყანაში.

სხდომაზე გადაწყდა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესია 2020 წელს გაიმართოს ჩინეთის ქალაქ ფუჯოუში.[7]

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება
# სურათი სახელწოდება ქვეყანა კრიტერიუმები
1   ბაბილონი ერაყი 278 iii, vi
2   პარატი და ილია-გრანდე – კულტურა და ბიომრავალფეროვნება ბრაზილია 1308 v, x
3   მადნის მთების სამთამადნო რეგიონი გერმანია

ჩეხეთი

1478 ii, iii, iv
4   ფრენკ ლოიდ რაიტის XX საუკუნის არქიტექტურა აშშ 1496 ii
5   სოვონი - კორეის ნეოკონსფუციანური აკადემიები სამხრეთი კორეა 1498 iii
6   ფსკოვის არქიტექტურული სკოლის ეკლესიები რუსეთი 1523 ii
7   დილმუნის ყორღანები ბაჰრეინი 1542 iii, iv
8   შაქის ისტორიული ცენტრი ხანის სასახლესთან ერთად აზერბაიჯანი 1549 ii, v
9   პროსეკოს გორაკები კონეგლიანოსა და ვალდობიადენეში იტალია 1571 v
10   მაფრის სამეფო შენობები – მაფრის სასახლე პორტუგალია 1573 iv
11   ბუჯ-ბიმის კულტურული ლანდშაფტი ავსტრალია 1577 iii, v
12   რისკო-კაიდოს კულტურული ლანდშაფტი და გრან-კანარიას წმინდა მთები ესპანეთი 1578 iii, v
13   აუგსბურგის წყლის რესურსების მართვის სისტემა გერმანია 1580 ii, iv
14   ჰირკანის ტყეები ირანი 1584 ix
15   ქილების ხეობა ლაოსი 1587 iii
16   პაგანი მიანმარი 1588 iii, iv, vi
17   კლადრუბის ცხენების მოშენებისა და საცერემონიო ეტლებისათვის წვრთნის ლანდშაფტი ჩეხეთი 1589 iv, v
18   ბონ-ჟეზუში ბრაგაში პორტუგალია 1590 iv
19   ლიანჩჟუს კულტურის არქეოლოგიური ნანგრევები ჩინეთი 1592 iii, iv
20   მოზუ-ფურუიჩის კოფუნების ჯგუფი იაპონია 1593 iii, iv
21   ჯოდრელ-ბენკის ობსერვატორია დიდი ბრიტანეთი 1594 i, ii, iv, vi
22   ვრაიტინგ-ონ-სტოუნის პროვინციული პარკი კანადა 1597 iii
23   კშემიონკი პოლონეთი 1599 iii, iv
24   ბურკინა-ფასოს ძველი მეტალურგიული ძეგლები
(დურულა, ტივეგა, იამანე, კინდიბო, ბექუი)
ბურკინა-ფასო 1602 iii, iv, vi
25   საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიების]] მიწები და ზღვები საფრანგეთი 1603 vii, ix, x
26   [ვატნაიიოკუდლის ეროვნული პარკი]] ისლანდია 1604 viii
27   ჯაიპური ინდოეთი 1605 ii, iv, vi
28   ყვითელი ზღვა-ბოხაივანის გადამფრენი ფრინველების ნაკრძალები ჩინეთი 1606 x
29   ომბილინის ქვანახშირის საბადო ინდონეზია 1610 ii, iv

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გაფართოება

რედაქტირება
# სურათი სახელწოდება ცვლილებები ქვეყანა სიაში შეყვანის წელი
1   ოჰრიდის რეგიონის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა საიტი მოიცავს მიწის ნაკვეთს ალბანეთში (113.79 კმ 2). ალბანეთი

ჩრდილოეთი მაკედონია

99 1980

საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეყვანილი ძეგლები

რედაქტირება
# სურათი სახელწოდება სიაში შყვანის მიზეზი ქვეყანა სიაში შეყვანის წელი
1   კუნძულები და დაცული ტერიტორიები კალიფორნიის ყურეში კალიფორნიის გვინეას ღორის ენდემური სახეობის გადაშენების საფრთხის გამო. მექსიკა 1182 2005

საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან ამორიცხული ძეგლები

რედაქტირება
# სურათი სახელწოდება შენიშვნა ქვეყანა სიაში შეყვანის წელი
1   უმბერსტონისა და სანტა-ლაურას გვარჯილის ქარხანა ობიექტი შეყვანილ იქნა სიაში 2005 წელს, შენობების არასტაბილურობის, შენარჩუნებისა და მონიტორინგის სისტემების არარსებობის, ასევე ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. გამორიცხულია ღამის საათებში დაკვირვების დადგენის, ღობეების მშენებლობის, შემოვლითი გზის მშენებლობის, აგრეთვე ვიზიტორებისთვის უსაფრთხოების ზომების დაწესების გამო. ჩილე 1178 2005
2   მაცხოვრის შობის ტაძარი ობიექტი შეყვანილ იქნა 2012 წელს ბაზილიკის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო. გამორიცხულია სამუშაოების მაღალი ხარისხის, მათ შორის მისი სახურავის, ექსტერიერის ფასადების, მოზაიკის და კარების აღდგენის ჩათვლით. პალესტინა 1433 2012

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება