დილმუნის ყორღანები
დილმუნის ყორღანები (არაბ. مدافن دلمون) — იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბაჰრეინში. ყორღანები განეკუთვნება უმ-ალ-ნარის არქეოლოგიურ კულტურას და თარიღდება ძვ. წ. 2200-1750 წლებით. მოიცავს კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე 21 არქეოლოგიურ ძეგლს. 2019 წელს დილმუნის ყორღანები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.[1]
დილმუნის ყორღანები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
დილმუნის ყორღანები 1918 წელს | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 26°08′59″ ჩ. გ. 50°30′46″ ა. გ. / 26.14972° ჩ. გ. 50.51278° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2019 (43-ე სესია) |
ნომერი | 1542 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1542 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დანიელი არქეოლოგების ჯგუფმა 1950-იან წლებში დაიწყეს ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლის, კალათ-ალ-ბაჰრეინის შესწავლა. მალევე მათ აღმოაჩინეს ყორღანები და საგნები, რომლებიც თარიღდებოდა ძვ. წ. 4100-3700 წლებით.[2][3] მოგვიანებით გათხრებს სხვა მეცნიერებიც შეუერთდნენ, რომლებსაც დანიელების აღმოჩენის წყალობით უკვე ჰქონდათ წარმოდგენა რეგიონის ყორღანების სტრუქტურაზე.[4][5]
ყველა ყორღანი შედგებოდა ცენტრალური დასაკრძალი დარბაზისაგან, რომელიც ჩასმულია კედლებში და დაფარულია მიწაყრილით. ყორღანების ზომა განსხვავებულია, მათი უმრავლესობა 4,5-9 მეტრი დიამეტრისაა, ხოლო სიმაღლით 1-2 მეტრი. მცირე ზომის ყორღანები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ დარბაზს შეიცავს. დარბაზი მართკუთხა ფორმისაა, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთით ერთი ან ორი ნიშა აქვს.[6][7]
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Seven cultural sites inscribed on UNESCO’s World Heritage List
- ↑ Bahrain digs unveil one of oldest civilisations (2013-05-21).
- ↑ In Bahrain, development chips away at world's largest, oldest burial site (2013-11-01).
- ↑ Flemming Højlund, 2007, The Burial Mounds of Bahrain: Social Complexity in Early Dilmun
- ↑ Crawford, 2016, Dilmun Temple At Saar
- ↑ Flemming Højlund, 2007, The Burial Mounds of Bahrain: Social Complexity in Early Dilmun.
- ↑ Crawford, 2016, Dilmun Temple At Saar.