აბულფაზ ყარაევი
აბულფაზ მურსალის ძე ყარაევი (აზერ. Əbülfəs Mürsəl oğlu Qarayev; დ. 13 ნოემბერი, 1956, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი. 2006 წლიდან აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი.
აბულფაზ ყარაევი | |
აზერბაიჯანის კულტურისა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2018 – 2020 | |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
პრემიერ-მინისტრი | ნოვრუზი მამედოვი ალი ასადოვი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2006 – 2018 | |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
პრემიერ-მინისტრი | არტურ რასიზადე |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
აზერბაიჯანის ახალგაზრდობის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 აპრილი, 2001 – 2006 | |
პრეზიდენტი | ჰეიდარ ალიევი ილჰამ ალიევი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ივლისი, 1994 – 18 აპრილი, 2001 | |
დაბადებული | 13 ნოემბერი, 1956 ბაქო, აზერბაიჯანი |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
მამა | მურსალ ყარაევი |
განათლება | უცხო ენების ინსტიტუტი რუსეთის მეცნიერებათა აკადემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებააბულფაზ ყარაევი დაიბადა 1956 წლის 13 ნოემბერს ბაქოში, ქირურგ მურსალ ყარაევის ოჯახში. მამამისი იყო ექიმ აბულფაზ ყარაევის ვაჟი და კომპოზიტორ ყარა ყარაევის ძმა. 1978 წელს დაამთავრა უცხო ენათა ინსტიტუტი და იმავე წელს დაიწყო მასწავლებლობა საათლის რაიონის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. 1978–1980 წლებში იგი მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1989-1992 წლებში სწავლობდა რუსეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1992 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, იკავებდა ბაქოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მასწავლებლის თანამდებობას. 1993 წელს გახდა შპს „Improteks“-ის (ბაქო) კომერციული დირექტორი. 1994 წელს დაინიშნა ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრად. 1997 წლიდან 2006 წლამდე იკავებდა აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრემიერის, ხოლო 2001–2006 წლებში ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის თანამდებობას. 2006 წლის 30 იანვარს დაინიშნა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine.