არტურ რასიზადე
არტურ თაჰირ ოღლუ რასიზადე (აზერ. Artur Tahir oğlu Rasizadə; დ. 26 თებერვალი 1935, განჯა, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი (1996-2003 და 2003-2018 წლებში).
არტურ რასიზადე აზერ. Artur Rasizadə | |
არტურ რასიზადე 2009 წელს | |
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ნოემბერი, 2003 – 21 აპრილი, 2018 | |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
წინამორბედი | ილჰამ ალიევი |
მემკვიდრე | ნოვრუზ მამედოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 ნოემბერი 1996 – 4 აგვისტო 2003 | |
პრეზიდენტი | ჰეიდარ ალიევი |
წინამორბედი | ფუად გულიევი |
მემკვიდრე | ილჰამ ალიევი |
დაბადებული | 26 თებერვალი, 1935 განჯა, აზერბაიჯანი |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
პოლიტიკური პარტია | სკკპ (1991 წლამდე) |
მამა | თაჰირ რასიზადე |
შვილები | ჰყავს ერთი შვილი |
განათლება | აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | მექანიკოსი |
რელიგია | შიიტური ისლამი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაარტურ რასიზადე დაიბადა 1935 წლის 26 თებერვალს ქალაქ კიროვაბადში (დღევანდელი განჯა), მასწავლებლის ოჯახში. მამა — თაჰირ რასიზადე, 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.[1] 1952 წელს, არტურ რასიზადემ დაამთავრა ლენქორანის მე-4 საშუალო სკოლა[1], ხოლო 1957 — აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი, რის შემდეგ დაიწყო მუშაობა ინჟინრად აზერბაიჯანის ნავთობის მანქანათმშენებლობისინსტიტუტში. 1973 წელს, რასიზადე გახდა ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო სამუშაოების დირექტორის მოადგილე.[2] 1977 წელს, რასიზადე დაინიშნა აზერბაიჯანის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორად. 1978 წლიდან 1981 წლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ-ს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში[2].
1986-1992 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პასუხისმგებელი იყო ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის და ნავთობქიმიური მრეწველობის საკითხებში. 1996 წლის მაისში დაინიშნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ. 1996 წლის 20 ივლისს გახდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი, ფუად გულიევის ნაცვლად, ხოლო იმავე წლის 26 ნოემბერს გახდა პრემიერ-მინისტრი. 2003 წლის 4 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა, შედეგად თავისი პოსტი დაუთმო ილჰამ ალიევს. რასიზადე მეორედ პრემიერ-მინისტრი გახდა 2003 წლის 4 ნოემბერს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „РАСИЗАДЕ Артур - БД "Лабиринт"“. База данных "Лабиринт.
- ↑ 2.0 2.1 „Президент Азербайджана подписал распоряжение о назначении Артура Расизаде премьер-министром“. АМИ «Новости-Азербайджан». 29/ 10/ 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)