იტალიელების შეჭრა ეგვიპტეში
იტალიელების შეჭრა ეგვიპტეში | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ხმელთაშუა ზღვის თეატრის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის ნაწილი | |||
დასავლეთის უდაბნო 1940 წელს | |||
თარიღი | 1940 წლის 9 სექტემბერი — 1940 წლის 16 სექტემბერი | ||
მდებარეობა | ეგვიპტე | ||
შედეგი | იტალიელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
იტალიელების შეჭრა ეგვიპტეში (იტალ. Operazione E, (ოპერაცია E)) — შეჭრა მოერე მსოფლიო ომში, დიდი ბრიტანეთის, ერთა თანამეგობრობის სახელმწიფოების და თავისუფალი საფრანგეთის ძალების წიააღმდეგ ეგვიპტეში. იტალიის სამეფოს მეათე არმიის (იტალ. 10ª Armata) შეჭრით გასრულდა სასაზღვრო შეტაკებები ლიბიისა და ეგვიპტის ძალებს შორის და დაიწყო დასავლეთ უდაბნოს კამპანია. შეჭრისას იტალიის ძალების მთავარი მიზანი იყო სუეცის არხის და ეგვიპტის სანაპიროების დაკავება. უამრავი გადადების შემდეგ შეჭრის მთავარი სამიზნე სიდი ბარანი გახდა.
მეათე არმია დაახლოებით 105 კილომეტრით წაიწია წინ ეგვიპტეში მაგრამ, ბრძოლები მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მეშვიდე დამხმარე ჯგუფის, მეშვიდე ბრონირებულ დივიზიის და მერსა მათრუჰასთან მდებარე მცირე ძალებთან გამართეს.
1940 წლის 16 სექტემბერს, მეათე არმიამ სიდი ბარანთან თავდაცვითი პოზოციები გამაგრება, როდესაც ელოდებოდნენ ინჟინირების მიერ გამარჯვების გზიის (იტალ. Via della Vittoria) აგებას სანაპიროს განსწვრივ. იტალიელებმა დაიწყეს მარაგების დაგროვება, 129 კილომეტრით დასავლეთში მდებარე დიდი ბრიტანეთის მეშვიდე ბრონირებული და ინდოეთის მეოთხე ქვეითი დივიზიის ბაზის, მერსა მათრუჰის ასაღებათ.
8 დეკემბერს, მანამ სანამ იტალიის სამეფოს მეათე არმია წინსვლის გაგრძელებისათვის მზად იქნებოდა, ბრიტანელებმა დაიწყეს ოპერაცია კომპასი, ხუთ დღიანი რეიდები იტალიის გამაგრებული ფორტიპიკაციების და ბანაკების წინააღმდეგ, სიდი ბარანთან ახლოს. რეიდები წარმატებული იყო და მეათე არმიის მცირე ნაწილი რომელიც ვერ განადგურდა ლიბიაში დაბრუნება მოუწიათ. ბრიტანელები დაედევნენ გაქცეულ მეათე არმიას სალუმის, ტობრუკის, დერნასმ მეჩილის, ბედა ფომის და ელ აგჰაილას სანაპიროებზე. ოპერაცია კომპასისას ბიტანელების 1 900 სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა ხოლო ყვედ ჩავარდა 133 298 იტალიელი და ლიბიელი პატიმრები, 420 დანკები და 845 საარტილერიო დანადგარზე მეტი უამრავ თვითმფრინავთან ერთად.
გარემოებები
რედაქტირებალიბია
რედაქტირებასირენსკაია, ლიბიის აღმოსავლეთ პროვინცია იტალიის კოლონია 1911-1912 წლების თურქეთ-იტალიის ომის შემდეგ იყო, თუმცა იტალიური ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლა 1932 წლამდე გაგრძელდა. ტუნისით დასავლეთში, ფრანგული ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილი, და ეგვიპტით აღმოსავლეთში იტალიელებს ორივე ფრონტის დაცვა დასჭირდათ და ჩამოაყალიბეს ჩრდილოეთ აფრიკის უზენაესი შტაბ-ბინა, იტალიური ლიბიის გამგებელ-გენერალი, იტალიის საჰაერო ძალების მარშალი, იტალო ბალბოს მეთაურობის ქვეშ. უზენაესი შტაბ-ბინას ექვემდებარებოდა იტალიის სამეფოს მეხუთე არმია (5ª Armata) დასავლეთში (გენერალი იტალო გარიბოლდის მეთაურობით) და იტალიის სამეფოს მეათე არმია აღმოსავლეთში (გენრალი მარიო ბერტის მეთაურობით), რომელსაც 1940 წელს ჰქონდა ცხრა მეტროპოლიტანული დივიზია თითოეული მათგანი დაახლებით 13 000 სამხედროს შემადგენლობით, სამი შავმაისურიანების (იტალ. Milizia Volontaria per la Sicurezza Nazionale) დივიზია და 2 იტალიური ლიბიის კოლონიური დივიზია, თოთოეული დაახლოებთ 8 000 სამხედრო.[1]
ეგვიპტე
რედაქტირებადიდ ბრიტანეთს ეგვიპტეში სამხედრო ძალები 1882 წლიდან ჰყავთ, მაგრამ მათი რაოდენობა მნიშვნელოვად შემცირდა 1939 წლის ინგლის-ეგვიპტის ხელშეკრულების შემდეგ. ბრიტანეთის და ერთა თანამეგობრობის პარატა ძალა გარისონს უწევდა სუეცის არხს და წითელ ზღვაში შესასვლელ გზას, რომლებიც უმნიშვნელოვანესი წერტილი იყო ბიტანეთის კოლონიებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობისათვის. 1939 წელს გენერალ-ლეიტენანტი არჩიბალდ ვეივილი დანიშნული იქნა ახალი ახლო აღმოსავლეთის სამეთაუროს მთავარსარდლად ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის თეატრებში.[2]
ლიბიაში, იტალიის სამეფო არმიას (იტალ. Regio Esercito Italiano) დაახლოებით 215 000 სამხედრო ჰყავდა, ხოლო ბრიტანელებს ეგვიპტეში 36 000 სამხფრო, კიდევ დაახლოებით 27 500 სამხედრო პალესტინაში, წვრთნაში.[2] ბრიტანეთი ძალებს ეგვიპტეში ჰყავათ ეგვიპტის მობილური დივიზია გენერალ-მაიორი პერსი ჰობარტის მეთაურობით და ერთი ბრიტანული ბრონირებული სამწვრთნელო დივიზია, რომელსაც 1939 წელს ეგვიპტის ბრონირებული დივიზია დაერქვა, ხოლო 1940 წლის 16 თებერვალს ბრიტანეთის მეშვიდე ბრონირებული დივიზია. ეგვიპტე ლიბიის საზღვარს იცავდა ეგვიპტის სასაზღვრო ძალები, ხოლო 1940 წლის ივლისში მათ დიდი ბრიტანეთის მეექვსე ქვეითი დივიზიის შტაბ-ბინა დაემატა, გენერალ-მაიორი რიჩარდ ო,კონორის მეთაურობით.[3]
სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) ბომბდამშენების უმეტესობა მალტაში გადაიყვანა ლიბიის მომარაგების ხაზებზე იერიშების მისატანად. მექვსე ქვეითი დივიზიის შტაბ-ბინას, რომელსაც მნიშვნელოვნად აკლდა წვრთნა დამტავრებული სამხედროები, დაერქვა დასავლეთ უდაბნოს დავალებათა ძალა 1940 წლის 17 ივნისს. იტალიის სამეფოს საჰარო და სახმელეთო ძალებს, ეგვიპტეში, მნიშვნელოვანი რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდათ ბრიტანელების წინააღმდეგ თუმცა განიცდიდნენ დაბალ საბრძოლო მორალის და მოძველებულ აღჭურვილობისაგან.[4]
იტალიური არმია
რედაქტირება1936 წელს, გენრალი ალბერტო პარილაინი დაინიშნა იტალიის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად და დაიწყო დივიზიების რეორგანიზაცია სწრაფი გადაწყვეტილებების ომის საბრძოლველად, იმ იდეაზე დაყრდნობით რომ სიჩქარე, მობილურობა და ახალი ტექნოლოგიები სამხედრო მოქმედებების რევოლუციონიზაციას გამოიწვევდა. 1937 წელს ტრადიციული ზოგი სამ პოლკიანი დივიზიები (იტალ. divisione ternaria) ჩანაცვლება ორ პოლკიანი დივიზიებით (იტალ. divisione binaria) შეცვალეს, ეს იყო ათწლიანი გეგმის ნაწილი მთლიანი არმიის რეორგანიზირებისათვის 24 ორპოლკიან, 24 სამპოლკიან, 20 სამთო, სამ მექანიზირებულ და სამ ბრონირებულ დივიზიებად.[5] რეორგანიზაციამ გამოიწვია, არმიაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის გაზრდა, მაგრამ ვერ მოხერხდა ადმინისტრაციის ეფექტურობის გაზრდა; ახალი ტექნოლოგიების (როგორებიცაა ტანკები, მოტორიზირებული ტექნიკა და უკაბელო კომუნიკაცია) წარმოება ნელა მიმდინარეობდა და ხარისხით ბევრად ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეებს. ოფიცერების კლასების განსხვავება ახალი ნაწილების მათაურების საპოვნად გაუარესებული იქნა არმიის პოლიტიზაციის და შავმაისურიანების რეზერვების ჩამოყალიბებით. [6] რეფორმებმა წინ წამოწიეს პირდაპირო თავდასხმს თეორია, მაგრამ უგულველყვეს ომის სხვა თეორიები და შეჯერდნენ სწრაფ მობილურ დანაყოფებზე, რომლებსაც დახმარებას არტილერია გაუწევდა.[7] 1939 წლის სექტემბრისათვის, იტალიის არმიას 67 დივიზიიდან (ეთიოპიის გარიონის გამოკლებით) თექვსმეტი დივიზია გადაყვანილი იყო ორპოლკიან დივიზიის სისტემაზე (იტალ. divisione binaria) და მიიღეს მათვის საჭირო აღჭურვილობა და იარაღები. დანარჩენ დივიზიებს ჰქონდათ არასაკმარესი აღჭურვილობა, არ გააჩნდათ მარაგი დაზიანებული აღჭურვილობის და იარაღების ჩანაცვლებისათვის, განიცდიდნენ არტილერიის, ტანკების, ანტი-სატანკო და ანტი-საჰაერო იარაღების და ტრანსპორტების ნაკლებობას.[8]
მორალი ითვლებოდა რომ მაღალი იყო და არმიას ჰქონდა გამოცდილება უახლეს სამხედრო ოპერაციებში. იტალიის საზღვაო ძალები აყვავებული იქნა ფაშისტური მართველობის ქვეშ, იტალიის სამეფოს საზღვაო ძალებს ჰქონდათ კარგად აშენებული და შეიარაღებული გემები და დიდი წყალქვეშა ფლოტი, რომებსაც აკლდათ გამოცდილება და წვრთნა. საჰაერო ძალები ომისთვის მზად ჯერ კიდევ 1936 წელს იყვნენ, თუმცა ვერ ახერხებდნენ ბრიტანეთის საჰაერო ძალების ოპერაციების სიხშირეებტან ადაპტირებას. მეხუთე არმიას ტრიპოლოტანიაში, ლიბიის დასავლეთ ნაწილი ტუნისის საზღვარტან, რვა დივიზია ჰყავდა; მეათე არმია ექვსი ქვეითი დივიზიით გარისონს უწევდა კირენაიკას პროვინციას, ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში. 1940 წლის ივნისის ბოლოს, საფრანგეთის დაცემისა და კაპიტულაციის შემდეგ, ოთხი დივიზია მეხუთე არმიიდან გადაყვანილი იქნა მეათე არმიაში. როდესაც იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება, 11 ივნისს მეათე არმიამ პირველი ლიბიის დივიზია „სიბელე“ გიარუბიდან სიდი ომარში და XXI კორპუსი სიდი ომარიდან სანაპიროზე ბარდიას და ტობრუკის მიდამოებში გადაიყვანა. XXII კორპუსმა ტობრუკის სამხრეთ-დასავლეთში გადაინაცვლა, რათა ტობრუკის დაცემის შემთხვევაშ კონტრ-შეტევა განეხორციელებინა.[1] ომის გამოცხადებამდე, იტალო ბალბომ ბენიტო მუსოლინის საკუთარი ეჭვები გაუზიარა.
მე არ მანერვიულებს ჩვენი სამხედროების რაოდენობა, არამედ მათი იარაღი;... ისინი აღჭურვილეი არიან ძალიან ძველი არტილერიის ნაწილებით და თითქმის არ გააჩნიათ ანტი-სატანკო და ანტი-საჰაერო იარაღები;... უაზროიქნება თუ ჩვენ კიდევ ათასობით სამხედროს გავგზავნით წინ სვლისა და ბრძოლისთვის, ისე რომ მათი მომარაგება არ შეგვეძლოს.
და მოითხოვა მეტი აღჭურვილობა 1 000 სატვირთოს, 100 წყლის ავზის, მეტი საშუალო ტანკის და ანტი-სატანკო იარაღის ჩათვლით, რომლების წარმოება იტალიის ეკონომიკას არ შეეძლო. რომში შტაბის მეთაური, იტალიის მარშალი პიეტრო ბადოგლიო იტალო ბალბო ყალბი დაპირებებით მოატყუა „როდესაც 70 საშუალო ტანკი გეყოლება, მაშინ შენ იქნები დომინანტი აფრიკაში“. იტალო ბალბომ ეგვიპტეში შეჭრისათვის მზადება 1940 წლის 15 ივლისს დაწყო.[9] მას შემდეგ რაც იტალო ბალბო მოკლული იქნა უბედურ შემთხვევაში, ბენიტო მუსოლინიმ ის მარშალი როდოლფო გრაზიანით ჩაანაცვლა და ეგვიპტეშ შეჭრა უბრძლანა 8 აგვისტოს, გრაზიანიმ მუსილონის უპასუხა რომ მეათე არმია არ იყო სათანადოდ აღჭურვილი და წარმატებული შეჭრა შეუძლებელი იქნებოდა; ბენიტო მუსოლინიმ შეჭრის ბრძანება მაინც გასცა.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- Bauer, E. (2000). The History of World War II, Orbis: London, rev., New York: Galahad Books. ISBN 978-1-85605-552-9.
- Black, Jeremy (2003). World War Two: A Military History, Warfare and History. London: Routledge. ISBN 978-0-415-30535-8.
- Churchill, Winston (1986). Their Finest Hour, The Second World War. Boston: Houghton Mifflin. ISBN 978-0-395-41056-1.
- Dando, N. (2014). The Impact of Terrain on British Operations and Doctrine in North Africa 1940–1943 (PhD). Plymouth University. OCLC 885436735. ციტირების თარიღი: 25 March 2015.
- Titterton, Commander G. A.; Essenhigh, First Sea Lord Admiral Sir Nigel; Brown, David (2002) The Royal Navy and the Mediterranean: September 1939 – October 1940, Naval Staff Histories. Frank Cass. ISBN 978-0-7146-5179-8.
- Walker, Ian W. (2003). Iron Hulls, Iron Hearts: Mussolini's Elite Armoured Divisions in North Africa. Marlborough: Crowood. ISBN 978-1-86126-646-0.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Archibald Wavell's Despatch on Operations in the Middle East From August, 1939 to November, 1940.. Supplement to the London Gazette, Number 37609 (June 13, 1946). ციტირების თარიღი: October 31, 2009.[მკვდარი ბმული]
- The Italian Army in Egypt during World War II
- „Bush Battles“. Time Magazine. August 12, 1940. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 21, 2013. ციტირების თარიღი: July 15, 2009.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Playfair 1959, pp. 38–39, 92.
- ↑ 2.0 2.1 Playfair 1959, pp. 19, 93.
- ↑ Playfair 1959, pp. 32, 93, 97–98, 375.
- ↑ Playfair 1959, pp. 32, 93, 97, 100, 375.
- ↑ Maiolo 2010, p. 197.
- ↑ Macksey 1971, p. 24.
- ↑ Jowett 2000, pp. 4–5.
- ↑ Schreiber 2015a, pp. 66–67.
- ↑ Macksey 1971, p. 28.
- ↑ Playfair 1959, p. 207.