იტავაზა
იტავაზა, ირტავაზა — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (არგვეთის თემი). მდებარეობს მდინარე იზვარის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, საჩხერიდან 10 კილომეტრი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[2] მოქმედებს საბაზო სკოლა.[3]
სოფელი | |
---|---|
იტავაზა | |
სოფელი უკანა პლანზე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | არგვეთი |
კოორდინატები | 42°17′26″ ჩ. გ. 43°28′56″ ა. გ. / 42.29056° ჩ. გ. 43.48222° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე |
ადრეული სახელები | ირტავაზა |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
მოსახლეობა | 533[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 533 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 768 | 403 | 365 |
2014[1] | 533 | 272 | 261 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 226.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 391.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ა/ო მწვანე ალერნატივა[მკვდარი ბმული]
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II