ირმის პლუტეუსი (ლათ. Pluteus cervinus) — სოკოს სახეობა პლუტეუსის გვარისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.

ირმის პლუტეუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  პლუტეუსისებრნი
გვარი:  პლუტეუსი
სახეობა:  ირმის პლუტეუსი
ლათინური სახელი
Pluteus cervinus (Schaeff.) P. Kumm., 1871

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში დამპალ ხეებზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus cervinus.[1] პლუტეუსის გვარში გადაიტანა პაულ კუმერმა 1871 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი — 4-10 (15) სმ-მდე,[2] ფართოზარისებრი, შემდეგ ამოზნექილი ან გაშლილი. ბორცვაკით ცენტრში. ზედაპირი გლუვი, აბრეშუმისებრი: რადიალურად ბოჭკოვანი, მშრალი ან მცირედლორწოვანი (ნესტიან ამინდში). ქუდის ფერი, როგორც წესი, ნაცრისფერი, მონაცრისფრო-ყავისფერი, თუმცა შეიძლება ვარირებდეს მუქი-ყავისფერიდან შავამდე. ცენტრში უფრო მუქი, კიდეები ზოლიანი, მცირედ დაღარული.

რბილობი — თეთრი, ფეხზე ბოჭკოვანი, უხეში, მყიფე, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე ან სუსტი ბოლოკის ან უმი კარტოფილის სუნით. გაჭრისას ფერს არ იცვლის.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, სისქე — 10-15 მმ, ხშირი, ფეხთან თავისუფალი, კიდეებთან მომრგვალებული, სქელი, ნორჩობაში მოთეთრო, შემდეგ ვარდისფერი, სიბერეში ხორცისფერ-წითელი.

ფეხის სიგრძე — 5-15 სმ, სისქე —0,8-2 სმ, ცილინდრული, მკვრივი, თეთრი ან მოთეთრო-ნაცრისფერი, სიგრძივ შავი წვრილი ბოჭკოებით,[3] ხშირად მცირედ გაბერილი, ძირისკენ გურზისებრი, ზოგჯერ ძლიერ მოხრილი. ადვილად სცილდება ფეხს.

სპორების მტვერი — ვარდისფერი. სპორები — 8-9х5-6 მკმ, ვიწრო ელიფსისებრი, გლუვი, მოვარდისფრო.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საფროტროფია.[4] ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებშიევროპა, აზია და ჩრდილოეთი ამერიკა.[5]

იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში,[5] დამპალ ხეებზე (არყი, მუხა, ზოგჯერ ფიჭვზე), ასევე პარკებში, ბაღებში.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

საკვები ღირებულება

რედაქტირება

დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა.[6][7] ზოგიერთ სახელმძღვანელოში აღწერილია როგორც არასაჭმელი სოკო.[8] მისი რბილობი წყალწყალაა. ახასიათებს გაურკვეველი გემო და არასასიამოვნო სუნი, რომელიც მოხარშვის შემდეგაც რჩება. შესაძლებელია მისი გახმობა, ასევე ცხიმში ან ძმარში დაკონსერვება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А. Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2—е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с. (Стр. 284).
  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 104—105.
  • З. А. Клепина и Е. В. Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ—ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 92)
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 149)
  • „Грибы. Справочник—определитель. Более 120 видов“ / Автор—составитель Н. Е. Макарова — Москва: АСТ, Минск: Харвест, 2005—320 с. (стр. 292—293)
  • Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — Москва: АСТ, 2007. — 304 с. (стр. 171)
  • Корхонен Маури. 100 грибов // Пер. с финского. — М.: Лесная промышленность, 1981.
  • Вассер С. П., Флора грибов Украины. Аманитальные грибы, Киев, „Наукова думка“, 1992, 46—48, ISBN 5-12-003226-5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jacob Christian Schäffer: „Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur icones, nativis coloribus expressae”, Editura J.J. Palmium, Erlangen 1774 vol. 4, p. 6
  2. З. А. Клепина и Е. В. Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ—ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 92)
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 147, ISBN 99940-856-1-1.
  4. Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1. 
  5. 5.0 5.1 Alfredo Justo, Ekaterina Malysheva, Tatiana Bulyonkova, Else C Vellinga, Gerry Cobian (2014-09-24). „Molecular phylogeny and phylogeography of Holarctic species of Pluteus section Pluteus (Agaricales: Pluteaceae), with description of twelve new species“ (1): 1. doi:10.11646/phytotaxa.180.1.1. ISSN 1179-3163. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  6. Andreas Gminder (2008). Atlas grzybów jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. ISBN 978-83-258-0588-3. 
  7. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006) North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 203. ISBN 978-0-7627-3109-1. 
  8. Корхонен Маури. 100 грибов // Пер. с финского. — М.: Лесная промышленность, 1981