ინტაბუეთი

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

ინტაბუეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ჯვარცხმის თემში (სოფლები: ვაზიანი, ინტაბუეთი, ჯვარცხმა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 4 კმ, საჯავახოდან 25 კმ., ჯვარცხმიდან 2 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მევენახეობა, მესიმინდეობა.

სოფელი
ინტაბუეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ჯვარცხმა
კოორდინატები 41°58′45″ ჩ. გ. 42°13′36″ ა. გ. / 41.97917° ჩ. გ. 42.22667° ა. გ. / 41.97917; 42.22667
პირველი ხსენება 1839
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 191[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ინტაბუეთი — საქართველო
ინტაბუეთი
ინტაბუეთი — გურიის მხარე
ინტაბუეთი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 191 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 418
2002[3]   286 132 154
2014[1]   191 96 95

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა პლატონ წიქორიძე, საბჭოთა კავშირის გმირი, პოლკოვნიკი.

ლიტერატურა

რედაქტირება