ინოკენტი გერასიმოვი

რუსი გეოგრაფი და ნიადაგთმცოდნე

ინოკენტი პეტრეს ძე გერასიმოვი (რუს. Герасимов, Иннокентий Петрович; დ. 22 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1905, კოსტრომა — გ. 30 მარტი, 1985, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი და ნიადაგთმცოდნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953). ყაზახეთის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1975). საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1953 წლიდან.

ინოკენტი გერასიმოვი
რუს. Иннокентий Петрович Герасимов
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი (9 დეკემბერი), 1905
დაბ. ადგილი კოსტრომა[1]
გარდ. თარიღი 30 მარტი, 1985(1985-03-30)[2] (79 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია კუნცევოს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი, ნიადაგთმცოდნე და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Q97315892?
შვილ(ებ)ი Mariya Gerasimova
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი და დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ინოკენტი გერასიმოვი დაიბადა კოსტრომაში. 1922 წელს ჩააბარა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე. 1926 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, სადაც დაიწყო მუშაობა ასპირანტათ. 1930 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის უნივერსიტეტში მუშაობდა როგორც მეცნიერ თანამშრომელი. ამვე დროს იყო სამთო ინსტიტუტის დოცენტი.

1936-1956 წლებში ვლადიმერ დოკუჩაევის სახელობის ნიადაგთმცოდნეობის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ნიადაგების გეოგრაფიასა და კარტოგრაფიის განყოფილებას; 1945 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში (1951-1985 წლებში — დირექტორი); 1957 წლიდან ყოფილი საბჭოთა გეოგრაფების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე; 1963–1971 წლებში ნიადაგთმცოდნეთა საკავშირო საზოგადოების პრეზიდენტი; 1960-1968 წლებში საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი; 1968–1974 წლებში ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი; 1962 წლიდან ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; 1968 წლიდან ბერლინის გერმანიის მეცნიერებთა აკადემიის წევრი; 1965 წლიდან გერმანიის „ლეოპოლდინას“ აკადემიის წევრი.

მოსკოვის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს გეომორფოლოგიის, პალეოგეოგრაფიის, ნიადაგების გეოგრაფიისა და საერთოდ გეოგრაფიულ საკითხებისადმი მიძღვინილ აქტუალურ თემებზე.

გერასიმოვის შრომები ძირითადად ეხება ნიადაგთა გენეზისისა და გეოგრაფიის, ფიზიკური გეოგრაფიის, აგრეთვე პალეოგეოგრაფიისა და გეომორფოლოგიის საკითხებს. გეოგრაფიაში კონსტრუქციულ მიმართულებას ავითარებდა. გერასიმოვი კონსტანტინე მარკოვთან ერთად არის სსრკ ტერიტორიიის მყინვარული პერიოდის ისტორიის ავტორი (1939). მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გეომორფოლოგიის განვითარებაში. ფართოდ შეისწავლიდა მეოთხეული გამყინვარების ისტორიას, რელიეფწარმომქმნელი ფაქტორების თეორიას, მაკრორეგიონალურ გეომორფოლოგიასა და ფილაქნების ტექტონიკას. ავტორია ტერმინისა „გეოტექტურა“ (1946).

ინოკენტი გერასიმოვი იყო ცნობილი მეცნიერის ლევ ბერგის მოწაფე (ყოველშემთხვევაში იგი ასე თვლიდა).

1963 წელს მიენიჭა დიმიტროვის პრემია ბულგარეთის ნიადაგების კვლევის საქმეში მონაწილეობისათვის; კუბის ეროვნული ატლასის შექმნაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1973); დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით, მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედლითა და დოკუჩაევის სახელობის ოქროს მედლით.

თხზულებები

რედაქტირება
  • Основные черты развития современной поверхности Турана, М.—Л., 1937;
  • Ледниковый период на территории СССР, М.—Л., 1939;
  • Структурные черты рельефа земной поверхности на территории СССР и их происхождение, М., 1959;
  • Очерки по физической географии зарубежных стран, М., 1959;
  • Основы почвоведения и география почв, М., 1960;
  • Почвы Центральной Европы и связанные с ними вопросы физической географии, М., 1960;
  • Преобразование природы и развитие географической науки в СССР, М., 1967.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 95-96.
  • Маринич А. М. [и др.], Шестидесятилетие со дня рождения и сорокалетие научной деятельности академика И. П. Герасимова, 1965;
  • Мещеряков Ю. А., Вклад академика И. П. Герасимова в геоморфологию, წგნ.: Структурная и климатическая геоморфология, М., 1966;
  • Фридланд В. М., Исследования И. П. Герасимова в области почвоведения, წგნ.: Генезис и география почв, М., 1966.
  1. Герасимов Иннокентий Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #136312489 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.