კონსტანტინე მარკოვი

რუსი გეოგრაფი

კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მარკოვი (რუს. Марков, Константин Константинович; დ. 20 მაისი [ძვ. სტ. 7 მაისი], 1905, ვიბორგი — გ. 18 სექტემბერი, 1980, მოსკოვი) — რუსი გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1970). რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). სკკპ წევრი 1948 წლიდან.

კონსტანტინე მარკოვი
დაბ. თარიღი 7 (20) მაისი, 1905
დაბ. ადგილი ვიბორგი[1]
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი, 1980(1980-09-18) (75 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია კუნცევოს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი და გეოგრაფი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და მიხეილ ლომონოსოვის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე მარკოვი დაიბადა ქალაქ ვიბორგში. 1921–1926 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1926 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა ასპირანტურაში. იმთავითვე მარკოვის შეხედულებებზე დიდი გავლენა მოახდინეს გამოჩენილმა მეცნიერებმა: ლევ ბერგმა, მიხეილ ტეტიაევმა, დიმიტრი ნალივკინმა, იაკობ ედელშტეინმა, ალექსანდრე ფერსმანმა და სხვა.

1940 წლამდე მუშაობდა ლენინგრადში (ლენინგრადის უნივერსიტეტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტები). 1940 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოგეოგრაფიის კათედრის პროფესორია, 1946 წლიდან — გამგე.

მონაწილეობდა ლენინგრადის ოლქსა და კარელიაში, პამირსა და ტიან-შანში, კუნძულ ვრანგელზე, კოლის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ციმბირში, ანტარქტიკაში (სამჯერ) ჩატარებულ ექსპედიციებში. მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ოკეანურ ექსპედიციებში. იმოგზაურა ევროპასა და აშშ-ში. ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 32 მონოგრაფიისა. ძირითადად მოღვაწეობდა გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის დარგში. გასული საუკუნის ფიზიკური გეოგრაფიის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი.

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე მარკოვმა პირველმა დაადგინა პალეოგეოგრაფიის როგორც გეოგრაფიის მეცნიერების სისტემის განუყოფელი ნაწილი. აკადემიკოს ინოკენტი გერასიმოვთან ერთად გაატარა ოკეანეებისა და მათი სანაპიროების პალეოგეოგრაფიული ანალიზირება. განავითარა გლაციოლოგიისა და გეომორფოლოგიის საფუძვლები. მარკოვმა გამოყო გეომორფოლოგიის სრულიად ახალი დარგი — პლანეტური გეომორფოლოგია (რომელიც განიხილავს დედამიწის რელიეფის უმსხვილეს ნაკვეთებს რეგიონულ ასპექტში). კონსტანტინე მარკოვის მთავარი შრომები მიეძღვნა სსრკ ტერიტორიაზე მეოთხეული პერიოდის გამოკვლევას, გეოგრაფიულ კვლევაში ისტორიული პრინციპების დანერგვას, ფიზიკური გეოგრაფიისა და გეომორფოლოგიის ზოგადი თეორიის საკითხებს, გეოგრაფიულ მოვლენათა მეტაქრონულობის საკითხს და სხვა.

პოლონეთისა და ხორვატიის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი. ლოძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მარკოვს ანტარქტიკის ატლასის შექმნაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1971).

მინიჭებული აქვს სემიონოვ ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის ორგზის პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.

თხზულებები

რედაქტირება
  • Развитие рельефа Северо-западной части Ленинградской области, в. 1, М. ‒ Л., 1931;
  • Ледниковый период на территории СССР, М. ‒ Л., 1939;
  • Основные проблемы геоморфологии, М., 1948;
  • Четвертичный период. (Ледниковый период ‒ антропогенный период), т. 1 ‒ 3, М., 1965‒1967;
  • Путешествие в Антарктиду и вокруг света, М., 1960: География Антарктиды, М., 1968;
  • Воспоминания и размышления географа, М., 1973.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Академик К.К.Марков // проблемы общей физической географии и палеогеографии. М.,1976;
  • Академик Марков» // журнал «Природа», октябрь, 1980;
  • Краткая географическая энциклопедия. Т. 5. М., 1966;
  • Краснопольский А.В. Отечественные географы. М., 1993;
  • Ученые Московского университета – действительные члены и члены-корреспонденты РАН. Изд-во МГУ, 2005.
  1. Марков Константин Константинович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.