გეოტექტურა
გეოტექტურა, მორფოტექტურა (ბერძ. gē — მიწა და tectura — საფარი) — საბჭოთა გეოგრაფიული ტერმინი დედამიწის რელიეფის ყველაზე მსხვილი ფორმების — კონტინენტებისა და ოკეანური ღრმულების აღსანიშნავად. რელიეფის გეოტექტურული ელემენტები განპირობებულია ზოგადპლანეტარული მასშტაბის ძალებთან, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია (გეოლოგიურ და გეოგრაფიულ) პროცესებთან, რომლებიც თავის მხრივ, მონაწილეობას იღებენ დედამიწის ქერქის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.[1]
გამოიყოფა გეოტექტურის ოთხი ძირითადი ტიპი: კონტინენტური, ოკეანური, გარდამავალი ზონის და შუაოკეანური ქედები. დედამიწის ეს ფორმები პირველი, მეორე და მესამე თანრიგისაა. გეოტექტურა იყოფა ასევე უფრო წვრილ ერთეულებად: მორფოსტრუქტურებად და მორფოსკულპტურებად. ცნება გამოხატავს დედამიწის გლობალურ არქიტექტურას.[1]
ტერმინი გეოტექტურა შემოგვთავაზა საბჭოთა გეოგრაფმა ინოკენტი გერასიმოვმა 1946 წელს.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Геотектура | Большая советская энциклопедия
- ↑ Геотектуры | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-20. ციტირების თარიღი: 2021-02-19.