ინდური ასტროლოგია
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა (სანსკრ. ज्योतिष jyotiṣa "სინათლის ბატონი" (jyoti "სინათლე" + isha "უფალი", "ღმერთი"), - ეს არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული, ამის ნათელი მაგალითია უძველესი ინდური ასტროლოგიური ტრაქტატი ბრიჰატ–პარაშარა–ჰორა–შასტრა, რომელიც ჩვ. წ. აღ–მდე 3000 წლის შეიქმნა. ჯიოტიშა იყოფა სამ ნაწილად (სკანდად): ჰანიტა (ასტროლოგიის ასტრონომიული საფუძვლები), სამჰიტა (მომასწავებელი ნიშნების ასტროლოგია) და ჰორა (ჰოროსკოპული ასტროლოგია). სხვა კლასიფიკაციის მიხედვით, ჯიოტიშა ექვსი განშტოებისგან შედგება:
- გოლა - უშუალოდ ცაზე დაკვირვება
- განიტა - ასტრონომიული და ასტროლოგიური გამოთვლები
- ჯატაკა - ნატალური ასტროლოგია (დაბადების ასტროლოგია)
- პრაშნა - ჰორარული (კითხვების) ასტროლოგია
- მუხურტა - ელექტიური ასტროლოგია (არჩევანის ასტროლოგია)
- ნიმიტა - მომასწავებელი ნიშნების ინტერპრეტაცია
გარდა ამისა, ინდოელი ასტროლოგები ხშირად იშველიებენ ნუმეროლოგიას, ფიზიოგნომიკას და ქირომანტიას.
ზემოთ მოტანილი ასტროლოგიის ნაწილები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ასტროლოგის ყველაზე დიდ ყურადღებას დაკვირვების და გამოთვლების (გოლა და განიტა) ნაწილები ითხოვდნენ, რომელიც ყველა დანარჩენი განშტოების საფუძველია. ჯიოტიშ (ასტროლოგ) ვარაჰამიჰირას (505 - 587 წ.წ.) თქმით, "შეცდომა განიტაში ისეთივე საშინელი ცოდვაა, როგორც წინასწარმეტყველის მკვლელობა".
ინდური ასტროლოგიის საფუძვლები
რედაქტირებასტატიები თემატიკაზე ინდუიზმი | |
ისტორია · პანთეონი | |
მიმართულებები · მითოლოგია | |
რწმენა და პრაქტიკა | |
---|---|
რეინკარნაცია · მოკშა | |
კარმა · პუჯა · მაია | |
სამსარა · დჰარმა | |
ნირვანა · | |
ვედანტა · | |
იოგა · აიურვედა | |
იუგა · ვეგეტარიანელობა | |
ბჰაკტი | |
მწერლობა | |
უპანიშადები · ვედები | |
ბრაჰმანები | |
რამაიანა · მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა) | |
პურანები · არანიაკები | |
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი | |
დაკავშირებული თემები | |
დჰარმული რელიგიები · | |
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით | |
მასწავლებლები · მანდირი | |
კასტები · მანტრა | |
ტერმინოლოგია | |
კამასუტრა | |
დღესასწაულები | |
მურტი | |
თუ ევროპული ასტროლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "ბედისწერის" დაძლევაა, ანუ ჰოროსკოპში ჩადებული ნეგატიური ტენდენციების გამოსწორებაა (იხ. ჰუმანური ასტროლოგია), ინდური ასტროლოგია უფრო ფატალისტურია: ითვლება, რომ ჰოროსკოპი ადამიანის კარმის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც ყველა უნდა შეეგუოს და მიიღოს. (იხ. ასტრალური ფატალიზმი).
გრაჰა - პლანეტები
რედაქტირებასიტყვასიტყვით, გრაჰა ნიშნავს ნებისმიერ ციურ სხეულს ან წერტილს, რომელსაც ადამიანების საქმიანობაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. სიმარტივისთვის, გრაჰა შეიძლება ითარგმნოს, როგორც პლანეტები. საგულისხმოა, რომ ინდური ასტროლოგია არ მოიხსენიებს ისეთ ზეპლანეტებს, როგორებიცაა ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, რადგან იგი სეპტენერის პლანეტებსა და მთვარის კვანძებზეა დაფუძნებული; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შეუიარაღებელი თვალით ხილულ ციურ ობიექტებზე.
ზოგიერთ მეთოდიკაში იყენებენ აგრეთვე ფიქტიურ პლანეტებს (გულიკა, მანდი, ანიუ, დჰუმა, ინდრადჰანუ, პარივეშა).
ქვემოთ მოტანილია ცხრა გრაჰა (ციური სხეული ან "პლანეტა"):
სანსკრიტი | ქართული | აბრევიატურა | სქესი | გუნა | განასახიერებს |
---|---|---|---|---|---|
სურია (सूर्य) |
მზე | სუ ან მზ | მმ | სატვა | სული, მეფე, მაღლა მდგომი პიროვნება, მამა. |
ჩანდრა (चंद्र) |
მთვარე | ჩ ან მთ | მდ | სატვა | გონება, დედოფალი, დედა. |
მანგალა (मंगल) |
მარსი | მა | მმ | ტამასი | ენერგიული ქმედება, რწმენა და პიროვნული მე |
ბუდჰა (बुध) |
მერკური | ბუ ან მე | უ | რაჯასი | კომუნიკაცია და ანალიზი. |
გურუ (बृहस्पति) |
იუპიტერი | გუ ან იუ | მმ | სატვა | დიადი მასწავლებელი |
შუქრა (शुक्र) |
ვენერა | შკ ან ვე | მდ | რაჯასი | კეთილდღეობა, სიამოვნება და გამრავლება |
შანი (शनि) |
სატურნი | შა | მდ | ტამასი | გზის სიმძიმის შემეცნება. კარიერა და დღეგრძელობა |
რაჰუ (राहु) |
დემონისებური გველის თავი მთვარის ჩრდილოეთი კვანძი |
რა | მდ | ტამასი | ასურა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ თავის მფარველობის ქვეშ მყოფთ ცხოვრება ქაოსად უქციოს. |
კეტუ (केतु) |
დემონისებური გველის კუდი მთვარის სამხრეთი კვანძი |
კე | მმ | ტამასი | ზებუნებრივი გავლენები |
რაში - ნიშნები
რედაქტირებანომ. | სანსკრიტი | ქართული | დასავლური | სტიქია | ჯვარი |
---|---|---|---|---|---|
1 | მეშა | ვაცი | ვერძი | ტეჯასი (ცეცხლი) | ჩარა (კარდ.) |
2 | ვრიშაბჰა/ვრიშა | ულაყი | კურო | პრითვი (მიწა) | სთირა (ფიქს.) |
3 | მითჰუნა | წყვილი | მარჩბივი | ვაიუ (ჰაერი) | დვიშვაბჰავა (მუტ.) |
4 | კარკატაკა/კარკა | სამაჯური | კირჩხიბი | ჯალა (წყალი) | ჩარა |
5 | სიმჰა | ლომი | ლომი | ტეჯასი | სთირა |
6 | კანია | გოგონა | ქალწული | პრითვი | დვიშვაბჰავა |
7 | ტულა | სასწორი | სასწორი | ვაიუ | ჩარა |
8 | ვრიშჩიკა | ღრიანკალი | ღრიანკალი | ჯალა | სთირა |
9 | დჰანუშა/ დჰანუს | მშვილდი | მშვილდოსანი | ტეჯასი | დვიშვაბჰავა |
10 | მაკარა | თხა | თხის რქა | პრითვი | ჩარა |
11 | კუმბჰა | სურა | მერწყული | ვაიუ | სთირა |
12 | მინა | თევზი | თევზები | ჯალა | დვიშვაბჰავა |
ბჰავა - სახლები
რედაქტირება- 1-ლი სახლი [ლაგნა–ბჰავა] - ადგილობრივი, გარეგნობა, ხასიათი, ცხოვრებისეული მიზანი
- მე-2 სახლი [დჰანა–ბჰავა] - კეთილდღეობა, ოჯახი, საჭმელი, დაწყებითი განათლება
- მე-3 სახლი [საჰაჯანა–ბჰავა] - უმცროსი დედმამისშვილი, კომუნიკაციის საშუალებები
- მე-4 სახლი[შუქჰა–ბჰავა] - დედა, განათლება, სახლი, საკუთრება, ტრანსპორტი
- მე-5 სახლი [პუტრა–ბჰავა] - შვილები, საყვარელი, გამრავლება, ერთგულება, კრეატიულობა
- მე-6 სახლი [სატრუ–ბჰავა] - ჯანმრთელობა, ბიძა და ბიცოლა, სასამართლო გარჩევა, მსახურები
- მე-7 სახლი [ჯაია–ბჰავა] - მეუღლე, საქმიანი პარტნიორი, სიკვდილი, ვაჭრობა, ხელშეკრულება
- მე-8 სახლი [მრიტიუ–ბჰავა] - სექსი, დღეგრძელობა, შეცდომა, მეუღლის ოჯახი, მზითევი
- მე-9 სახლი [დჰარმა–ბჰავა] - იღბალი, უმაღლესი შემეცნება, მოგზაურობა, რელიგია, მენტორი
- მე-10 სახლი [კარმა–ბჰავა] - პროფესია, სტატუსი, ძალაუფლება, მამა, დედამთილი/სიდედრი
- მე-11 სახლი [ლაბხა–ბჰავა] - მეგობრები, იმედები, დანაზოგები, უფროსი დედმამისშვილი, სიძე/რძალი
- მე-12 სახლი [ვიია–ბჰავა] - ხარჯები, ძილი, შენაწირი, საზღვარგარეთ წასვლა
ნაქშატრა - მთვარის თანავარსკვლავედები
რედაქტირება# | სახელწოდება | მდებარეობა | მმართველი პლანეტა |
---|---|---|---|
1 | აშვინი (अश्विनि) | 0 - 13°20' ვერძი | კეტუ |
2 | ბჰარანი (भरणी) | 13°20' - 26°40' ვერძი | ვენერა |
3 | კრიტიკა (कृत्तिका) | 26°40' ვერძი - 10°00' კურო | მზე |
4 | როჰინი (रोहिणी) | 10°00' - 23°20' კურო | მთვარე |
5 | მრიგაშირა (म्रृगशीर्षा) | 23°20' კურო - 6°40' ტყუპები | მარსი |
6 | არდრა (आर्द्रा) | 6°40' - 20°00' ტყუპები | რაჰუ |
7 | პუნარვასუ (पुनर्वसु) | 20°00' ტყუპები - 3°20' კირჩხიბი | იუპიტერი |
8 | პუშია (पुष्य) | 3°20' - 16°20' კირჩხიბი | სატურნი |
9 | აშლეშა (आश्लेषा) | 16°40' კირჩხიბი - 0°00' Leo | მერკური |
10 | მაგჰა (मघा) | 0°00' - 13°20' ლომი | კეტუ |
11 | პურვა ფჰალგუნი (पूर्व फाल्गुनी) | 13°20' - 26°40' ლომი | ვენერა |
12 | უტარა ფჰალგუნი (उत्तर फाल्गुनी) | 26°40' ლომი - 10°00' ქალწული | მზე |
13 | ჰასტა (हस्त) | 10°00' - 23°20' ქალწული | მთვარე |
14 | ჩიტრა (चित्रा) | 23°20' ქალწული - 6°40' სასწორი | მარსი |
15 | სვატი (स्वाति) | 6°40' - 20°00 სასწორი | რაჰუ |
16 | ვიშაქჰა (विशाखा) | 20°00' სასწორი - 3°20' მორიელი | იუპიტერი |
17 | ანურადჰა (अनुराधा) | 3°20' - 16°40' მორიელი | სატურნი |
18 | ჯიეშტა (ज्येष्ठा) | 16°40' მორიელი - 0°00' მშვილდოსანი | მერკური |
19 | მულა (मूल) | 0°00' - 13°20' მშვილდოსანი | კეტუ |
20 | პურვა აშადჰა (पूर्वाषाढ़ा) | 13°20' - 26°40' მშვილდოსანი | ვენერა |
21 | უტარა აშადჰა (उत्तराषाढ़ा) | 26°40' მშვილდოსანი - 10°00' თხის რქა | მზე |
22 | შრავანა (श्रवण) | 10°00' - 23°20' თხის რქა | მთვარე |
23 | დჰანიშტჰა (श्रविष्ठा) | 23°20' თხის რქა - 6°40' მერწყული | მარსი |
24 | სატაბიშა (शतभिषा) | 6°40' - 20°00' მერწყული | რაჰუ |
25 | პურვა ბჰადრაპადა (पूर्वभाद्रपदा) | 20°00' მერწყული - 3°20' თევზები | იუპიტერი |
26 | უტარა ბჰადრაპადა (उत्तरभाद्रपदा) | 3°20' - 16°40' თევზები | სატურნი |
27 | რევატი (रेवती) | 16°40' - 30°00' თევზები | მერკური |
ვარგების სისტემა
რედაქტირებავარგა | წილადი | წილადი ჰოროსკოპი | მნიშვნელობა |
---|---|---|---|
რაში | 1 | D-1 | ფიზიკური, მატერიალური ცხოვრება |
ჰორა | 2 | D-2 | სიმდიდრე, ფული |
დრეკანა | 3 | D-3 | დამოკიდებულება და–ძმებთან (ბედნიერება და–ძმებიდან) |
ჩატურტჰამშა | 4 | D-4 | უძრავი ქონება, წარმატება, იღბალი, ფასეულობა, კეთილდღეობა |
ტრიმშამშა | 5 | D-5 | პოპულარობა, ავტორიტეტი, მორალი, ეთიკა, სულიერი ფასეულობები |
შაშტხამშა | 6 | D-6 | ფიზიკური ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა |
საპტამშა | 7 | D-7 | ბავშვები – დამოკიდებულება ბავშვებთან მიმართებაში |
ნავამშა | 9 | D-9 | საქორწინო პარტნიორი, მეუღლე, ვალდებულება ოჯახთან მიმართებაში |
დაშამშა | 10 | D-10 | პროფესია, ძალაუფლება, კარიერა, ლიდერობა, საზოგადოებრივი საქმიანობა |
რუდრამშა | 11 | D-11 | სიკვდილი და ნგრევა |
დვადაშამშა | 12 | D-12 | მშობლები, ბებია–ბაბუა, წინაპრები, დამოკიდებულება მშობლებთან |
შოდაშამშა | 16 | D-16 | სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრობა (ამ დროს სასიკეთო ან უბედურები შემთხვევები |
ვიმშამშა | 20 | D-20 | რელიგიური მიდრეკილებები, რელიგიური ან სულიერი განვითარება, სიბრძნე |
ჩატურვიმშამშა | 24 | D-24 | სწავლა, ცოდნა, სისტემური (უმაღლესი) განათლება |
საპტავიმშამშა | 27 | D-27 | ძალა, შესაძლებლობა, ძლიერი და სუსტი მხარეები |
ტრიმშამშა | 30 | D-30 | უიღბლობა, საერთო დანაკარგები, დასჯა |
კჰავედამშა | 40 | D-40 | ცხოვრების ხარისხი – ზოგადად ბედნიერი და უბედური მოვლენები |
აკშავედამშა | 45 | D-45 | ზოგადად კარგად ყოფნა |
შაშტიამშა | 60 | D-60 | კარმა – "წარსულ ცხოვრებაში" დაგროვილი ვალის გამო "ამ ცხოვრებაში" შექმნილი შეზღუდვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვიკტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005
- „Hindu Chronology“, Encyclopædia Britannica Eleventh Edition, 1911
- Maharshi Parasara „BRIHAT PARASARA HORA SASTRA“, New Delhi, 1994